იბუპროფენმა შეიძლება მამაკაცებში უნაყოფობა გამოიწვიოს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პოპულარულმა ტკივილგამაყუჩებელმა და სიცხის დამწევმა საშუალება იბუპროფენმა შეიძლება მამაკაცებში უნაყოფობა გამოიწვიოს, წერს Science Alert-ი. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences -ში სადაც ნათქვამია, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 31-მა მამაკაცმა, რომელთა ასაკი 18-დან 35 წლამდე იყო. ისინი გაყვეს ორ ჯგუფად. პირველ გამომცდელთა ჯგუფს, ყოველდღე, 6 კვირის განმავლობაში აძლევდნენ 600მგ იბუპროფენს - რაც 3 ტაბლეტის ექვივალენტური იყო, მეორე ჯგუფს არაფერს არ აძლევდნენ. 14 დღის შემდეგ მამაკაცებს, პირველი ჯგუფიდან დაუფიქსირდათ ლუთეირიზირებული ჰორმონის მომატება, რაც ზემოქმედებას ახდენს ტესტოსტერონის სინთეზზე, ეს კი თავის მხრივ აუცილებელია სპერმატოზოიდების გამომუშავებისთვის. ამ ჰორმონის დიდი კონცენტრაცია ამცირებს ტესტესტერონის გამომუშავებას და აქედან გამომდინარე იწვევს უნაყოფობას. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეები იღებდნენ იბუპროფენის ზომიერ დოზებს, ამიტომ ნეგატიური შედეგები არ იყო მკვეთრად გამოხატული. თუმცა, ადამიანებს, რომლებიც ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს დიდი რაოდენობით და რეგულარულად იყენებენ (მაგ: პროფესიონალი სპორტსმენები), მეტი სიფრთხილე მართებთ.
ასევე სიფრთხილე მართებთ, ვინც იყენებს ამ პრეპარატს ბავშვებთან სიცხის დამწევ საშუალებად - მაქსიმალურად ზომიერად უნდა იყოს ეს გაკეთებული.
როდის ნუროფენი და როდის - პარაცეტამოლი - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი თეონა უჩუმბეგაშვილი:
- ზოგადად, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მუდმივი მიღება არც ერთ ასაკში არ არის რეკომენდებული. თუ ადამიანს რაიმე სახის ტკივილი აწუხებს, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ტკივილის გამომწვევი მიზეზი, ხოლო შემდეგ უნდა მოხდეს მკურნალობა. ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას მხოლოდ სიმპტომური დანიშნულება აქვს, ის არ მკურნალობს ტკივილის გამომწვევ მიზეზს, უბრალდ აქრობს ტკივილს.
რაც შეეხება ბავშვებში ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის გამოყენებას. როდესაც ბავშვს აქვს ტემპერატურა, აუცილებელია, რომ მშობელმა ბავშვს მისი ასაკის და წონის შესაბამისად დაალევინოს შესაბამისი მედიკამენტი, დაუშვებელია თვითნებურად, დროის ინტერვალის დაცვის გარეშე, დოზის დაცვის გარეშე ბავშვისთვის მედიკამენტების მიცემა.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ