ხელისშემშლელი და ხელშემწყოფი ფაქტორები, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ბავშვის სიმაღლეში ზრდა ნებისმიერი მშობლის საზრუნავია. მართალია, სიმაღლეს დიდწილად გენეტიკა განაპირობებს, მაგრამ კიდევ უამრავი ფაქტორი არსებობს, რაც ზრდაზე ხელშემწყობად ან ხელისშემშლელად მოქმედებს.
სამედიცინო გამოცემა "ოჯახის მკურნალი" განმარტავს თითოეულ მათგანს
გენეტიკური ფაქტორი
თურმე ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. ამიტომაა, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ ამისათვის აუცილებელ პირობას სწორი კვება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე - თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი.
ჰორმონალური
ზრდის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს ჰორმონული ბალანსი. ამიტომაც არის, რომ პაციენტებს, რომლებიც სიმაღლეში ჩამორჩენას უჩივიან, უმეტესად ენდოკრინოლოგის დახმარება სჭირდებათ. ძვლის ზრდას აკონტროლებს ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალი - ჰიპოფიზი წარმოქმნის. თვით ზრდის ჰორმონის გამომუშავებას კი თავის ტვინის სათანადო ცენტრები ასტიმულირებს. მაგრამ ზრდის ჰორმონი ორგანიზმის სიმაღლის ერთადერთი რეგულატორი არ არის.
ორგანიზმში გამოიყოფა მისი ანტაგონისტიც - ჰორმონი სომატოსტატინი. ადამიანის ნორმალური სიმაღლე სწორედ ამ ორი ჰორმონის ბალანსის საფუძველზე მიიღწევა. აღსანიშნავია, რომ ზრდის ჰორმონის გამომუშავება ხდება ძილში.
ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. მისი ნაკლოვანება ანელებს ყველა ცვლით პროცესს, მათ შორის - ძვლოვან სისტემაშიც.
სიმაღლისა და წონის ნორმები ერთიდან 14 წლამდე ასაკის გოგონებისა და ბიჭებისთვის
ნივთიერებათა ცვლაზე სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონიც მოქმედებს. მისი პროდუქციის მომატება განსაზღვრულ ზღვრამდე ასტიმულირებს ძვლის ზრდას, შემდეგ კი იწყებს ზრდის ზონების დათრგუნვას და ზრდის პროცესს ასრულებს. ეს პროცესი იოლი შესამჩნევია მოზარდებს შორის სქესობრივი მომწიფების პერიოდში: დაახლოებით 16-დან 18 წლამდე მიმდინარეობს სწრაფი ზრდა, რომელსაც ზრდის შენელება ენაცვლება. რაკი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, ერთ-ერთი მათგანის ფუნქციის ცვლილება ხშირად სხვების ფუნქციონირებაშიც იწვევს გადახრას. შესაბამისად, ირღვევა სიმაღლეში ზრდის პროცესიც.
არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება
ფსიქოსოციალური ფაქტორი (სიყვარულის და მზრუნველობის დეფიციტის შემთხვევაში ფერხდება ზრდის ჰორმონის გამომუშავება და ბავშვის ზრდის ტემპი დაბალია). მაგალითად, ბავშვთა სახლებში, განსაკუთრებით სადაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები ცხოვრობენ, ბავშვების 20%-ში შეინიშნება ზრდის ტემპის შეფერხება).
როგორ გავიგოთ, რა სიმაღლის იქნება ჩვენი შვილი? - ახალი ეფექტური გამოთვლა!
ფიზიკური აქტიურობა
სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები ფიზიკური აქტიურობით არ გამოირჩევიან, ეზოში თამაშსა და სპორტდარბაზებში ვარჯიშს ტელევიზორსა და კომპიუტერს ამჯობინებენ. ფიზიკური აქტივობისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა კი სიმაღლეში ზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს.
ბიჭები 19-20 წლამდე იზრდებიან. გოგონები უფრო ადრე ასრულებენ ზრდას;
თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენთ შინაგანი რესურსები. ამისათვის მოგცემთ რამდენიმე რჩევას, ანუ გაგაცნობთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ზრდას
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
კვება- თითოეული ადამიანი შეგნებულად უნდა მიუდგეს საკუთარ რაციონს. პირველ რიგში გირჩევთ, იკვებოთ სწორად. კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები.
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები:
კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა:
იხილეთ სრულად