რატომ არ შეიძლება "ნუროფენის" ზედმეტი დოზა და რამდენია ნორმა - ეკა უბერის უმნიშვნელოვანესი რჩევები დედებს სიცხისდამწევი საშუალების დოზებზე
რატომ არ შეიძლება "ნუროფენის" ზედმეტი დოზა და რამდენია ნორმა - ეკა უბერის უმნიშვნელოვანესი რჩევები დედებს სიცხისდამწევი საშუალების დოზებზე
1 / 2
Next
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – ეკა უბერი დედებს სიცხის დამწევ საშუალებებთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს...

- მაქსიმალური და მინიმალური დოზა აწერია იბუპროფენს... იბუპროფენის მიღება შესაძლებელია როგორც სიცხის დამწევი, ან როგორც ტკივილგამაყუჩებლის. ტკივილგამაყუჩებელი მიზნით მიღებული იბუპროფენი ნორმალურ, ჩვეულ ტემპერატურას ქვევით არ აგდებს, მაგრამ ინდივიდუალურია და აუცილებელია დოზის გათვალისწინება და ასაკობრივი ნორმების დაცვა. როდესაც საუბარია იბუპროფენის ეფექტურ დოზაზე, გათვლილია წონაზე, თუმცა არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სასურველია, რომ პაციენტებმა ექიმთან გაიარონ დოზირება... სიცხის
დამწევი პრეპარატების მიღება დასაშვებია არა უმეტეს ოთხჯერ დღეში. ეს ეხება როგორც პარაცეტამოლს, ასევე იბუპროფენს ერთად აღებულს. იბუპროფენის მიღების შუალედები მკაცრად არის განსაზღვრული და მინიმუმ 6-7 საათი უნდა იყოს. ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღება უსაფრთხოა მხოლოდ სწორი დოზირების შემთხვევაში.

სხვათა შორის უახლესი კვლევებია დადებული, როცა იბუპროფენის გადაჭარბებული მიღება და ხანგძლივად ხმარება (ეს რასაკვირველია ბავშვებს არ ეხება) პოტენციის დაქვეითების ერთ-ერთ მიზეზად არის მიჩნეული. ზოგადად ითვლება რომ ლორწოვანს, განსაკუთრებით კი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და ამიტომაც მედიცინაში ცნობილია ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული წყლული. კუჭის და თორმეტგოჯას წყლულის. ამიტომაც ყველა მედიკამენტს და მათ შორის იბუპროფენსაც თავის უსაფრთხოების ზომები აქვს, რომლის დაცვა აუცილებელი პირობაა გართულებების თავიდან ასაცილებლად.

- როცა სიცხე დაბლა არ
ჩამოდის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

- სიცხე დაბლა არ ჩამოდის რამდენიმე შემთხვევაში. იბუპროფენს რთულად ექვემდებარება სიცხეები პირველი 24-48 საათის განმავლობაში, როდესაც ვირუსი ახალი დაწყებულია. შესაბამისად შუალედები სიცხეებს შორის მოკლეა. სწორი მკურნალობაა დასანიშნი (ძირითად მკურნალობას ვგულისხმობ)... რით არის გამოწვეული სიცხეები? - ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია და სხვა... ანუ ძირითადი მიზეზია დასადგენი, რატომ არ ექვემდებარება სიცხის დამწევ პრეპარატებს ტემპერატურა...

საერთოდ ოცდათვრამეტ-ნახევრამდე სიცხის დამწევი პრეპარატი არ ეძლევა. თუმცა ქართულ რეალობაში როგორც წესი, ოცდათვრამეტიდან აძლევენ და ასეც შეიძლება. თუმცა სამედიცინო რეკომენდაცია არის ოცდათვრამეტ-ნახევარი და მაღალი ტემპერატურა... როგორც მოგახსენეთ, ინსტრუქციაში წერია მინიმალური დოზები, თუმცა რეალური, ეფექტური დოზა არის წონის მიხედვით. ასაკის მიხედვით არ არის, წონის მიხედვით არის დოზირება. უხეშად რომ ვთქვათ, საშუალოდ ათკილოიან ბავშვს მიახლოებით ოთხ-ნახევარი, ხუთი მილილიტრი ეყოფა.

ნუროფენი ერთ-ერთი დასახელებაა იბუპროფენის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. სავაჭრო დასახელებაა იბუპროფენის. თუმცა იბუპროფენი სხვადასხვა დასახელებითაც გამოდის. უბრალოდ ახლა არ მსურს დავასახელო ის წამლები, რომლებიც იგივე იბუპროფენია... ნუროფენის სიროფის შემთხვევაში ინიშნება წონის ნახევარზე. აქაც სასურველია, რომ მშობელმა დოზები ექიმთან გადაამოწმოს. ნუროფენის გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ასევე კუჭის და თორმეტგოჯას წყლული განვითარება და მრავალი პრობლემა... ყველა მედიკამენტს და მათ შორის ნუროფენს, ჭირდება უსაფრთხოების ზომების დაცვა და სწორი დოზირება... ტემპერატურა დაბლა რომ არ იწევს, ეს არ ნიშნავს, რომ გაორმაგებული დოზა უნდა მისცეს მშობელმა. მაქსიმუმია სამჯერ დღეში, შუალედი უნდა იყოს 6-7 საათი... ფიზიკური საშუალებითაც შეიძლება მოხდეს ბავშვის გადაგრილება. მაგალითად თბილი წყლის აბაზანა. წყალი უკვე სხეულის ტემპერატურაზე უფრო დაბალია და კარგად გამოიტანს ტემპერატურას ორგანიზმიდან. თუმცა ეს ეფექტი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დროებითია... უნდა დადგინდეს მიზეზი, რის გამოც აქვს მაღალი ტემპერატურა და სიცხის დამწევ პრეპარატებთან ერთად, სხვა პრეპარატების ჩართვაც შესაძლებელია. ნუროფენის ზედმეტი დოზა კი დაუშვებელია!

- რას გვეტყვით ინფექციებთან და გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით?
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
58421
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
მარი
0
რას არ გაიგებ, ექიმს სთხოვენ წამლის ყიდვას... ეკა უბერმა რატომ უნდა უყიდოს წამალი თქვენს შვილს ? :O
13:52 / 22-01-2019
111-ს
0
წერენ რას ნიშნავს? ხომ ხედავთ, ექიმი ამბობს ამას... მაგრამ თქვენ ალბათ უკეთ იცით ხო?
18:08 / 16-12-2018
............
2
სიცხიან ბავშვს რომ კიდე აბაზანაში ჩასვამ ამ დროს შეიძლება უარესი მოუვიდეს ფილტვების ან ბრონქების ანთება აიკიდოს.
14:18 / 16-11-2018
111
1
მოიცა კაცო რა სისულეებს წერენ 38,5 სანამ არ აუვა ბავშვს არ უნდა მისცეთ სიცხის დამწევიო, თუკი მაქამდე დაიცდი 38,5 კი არა 40 ზეც აუვა ვერ გათვლი ისე სწრაფად შეიძლება აუწიოს ბავშვს ტემპერატურამ და შეიძლება კრუნჩხვებშიც ჩავარდეს. 37,5 უკვე რეკომენდირებულია სიცხის დამწევის მიცემა რომ უფრო მაღლა რა გაიქცეს სიცხე. მე მაგალითად ვცდილობ რომ შენცვლებით მივცე სიცხის დროს ხან პარაცეტამოლი, ხან ნუროფენი. ნუროფენის შემთხვევაში 8 საათიან შუალედს ვიცავ თუ აეწია ამ 8 საათის განმავლობაში პარაცეტამოლს ვაძლევ.
14:15 / 16-11-2018
ემილი
1
ხან ამბობთ არ შეიძლება აცრა იმუნიტეტი ეჩვევა შემდგომში და არაა სასურველიოხან პირიქით,ჩამოყალიბდით მაინც.აცრა აუცილებელია მოხუცებზე,იმ ზრდასრულ ადამიანებზე და ბავშვებზე რომლებიც რაიმე ქრონიკული დაავადებით არიან და რომ ვირუსმა გართულება არ გამოიწვიოს. ბავშვებმა რომ 2წლიდან ეგ აცრები დაიწყონ,30წლისამ რაღა უნდა ქნან?დოზა გაზარდონ?
02:14 / 15-11-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```