რა სეზონური ვირუსი დაფიქსირდა საქართველოში, რა გართულებას უნდა ველოდოთ?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "დღის შოუს ეთერში" სეზონურ ვისურებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პირველი ლაბორატორიული კვლევის შედეგად, საქართველოში B ტიპის ორი ვირუსი დაფიქსირდა. მისი თქმით ევროპაში, სადაც ამ დროისთვის დაახლოებით თანაბრად არის A და B ტიპის ვირუსი მოდებული, ჩვენთან ჯერჯერობით, მხოლოდ B ტიპის ვირუსი გამოვლინდა.
" გრიპი ყველას გვქონია. ზოგს მძიმედ ზოგს მსუბუქად, მთავარია არ გავუთამამდეთ. ფაქტი ის არის, რომ არაფერი ახალი ვირუსი არ ცირკულირებს. გარდა გრიპის ვირუსისა, რომელიც ახლა გამოჩნდა, არის რინო ვირუსები. ასევე ადენო ვიურუსები, რომელიც თვალების კონუქტივიტის სახით გხვდება, არის რესპირატორული ვირუსები. გრიპის ვირუსი ყველა სხვა ვირუსისგან გამოირჩევა იმითი, რომ უფრო მეტ ინტოქსიკაციას იძლევა, ადამიანს უცებ ეწყება დემპერატურის მატება, ამტრევს ტანში. გრიპის გავრცელებას ხელს უწყობენ ის ადამიანები, რომლებიც მსუბუქად არიან დაავდებული და სამსახურში თუ სკოლაში სიარულით ავრცელებენ მას" - განაცხადა იმნაძემ
გრიპი კი არ მაქვს, გაცივებული ვარ, არ გადაგედება, - ეს მოსაზრება მცდარია