ავადობა ჯერჯერობით მაღალი არ არის, თუმცა ველოდებით, რომ მომავალში გაიზრდება ამჟამად საქართველოში რესპირატორულ-სინციტიალური და რინოვირუსი აქტიურად ცირკულირებს, გამოვლინდა B ტიპის გრიპის ვირუსის სამი შემთხვევა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, მომავალში გრიპის ვირუსის უფრო მეტად გააქტიურებაა მოსალოდნელი.
"ამჟამად გრიპის 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ავადობა ჯერჯერობით მაღალი არ არის, თუმცა ველოდებით, რომ მომავალში გაიზრდება, რადგან გრიპის სეზონია და მისმა შემთხვევებმა უნდა მოიმატოს, ყოველ წელს ასე ხდება ხოლმე.
მისი თქმით, ვირუსის არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმისთვის მიმართვა, რათა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს.
"უმთავრეს შემთხვევაში ძალიან ძნელია ვირუსების ერთმანეთისგან განსხვავება, ამიტომაც მათ ყველას გრიპისმაგვარი დაავადება ეწოდება, ამიტომ სწრორი მკურნალობის შესარჩევად უნდა მივმართოთ. გრიპის ვირუსი უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა დანარჩენი, მიმდინარეობს მაღალი ცხელებით. გრიპი უცებ იწყება და უფრო გამოხატული ინტოქსიკაცია ახასიათებს, რაც ექიმმა უნდა დააფიქსიროს. რინოვირუსის დროს უფრო მეტად გამოხატულია სურდო, რაც გრიპს არ ან მოგვიანებით ერთვება თან, ასევე შეიძლება გრიპს ახასიათებდეს ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, მაგრამ ეს არ არის ძლიერ გამოხატული სურდო, რომელიც რინოვირუსისთვის ტიპურია", - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.
იხილეთ სრულად