გთვაზობთ რესპოდენტების ნაამბობს, რომლებიც ექიმების მცდარი დიაგნოზით დაზარალდნენ ახლახან ქუთაისის №2 სამშობიაროს მთავარ ექიმი, ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მას გაუფრთხილებლობით 22 წლის მშობიარის გარდაცვალება ედება ბრალად. გამოძიება 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ ექიმის ბრაეულობის დამტკიცებით დასრულდა.
რა თქმა უნდა, ექიმიების შეცდომა თუ გულგრილობა ყოველთვის ასე მძიმე შედეგებით არ სრულდება. გთვაზობთ რესპოდენტების ნაამბობს, რომლებიც ექიმების მცდარი დიაგნოზით დაზარალდნენ.
მცდარ დასკვნაში კი ეწერა, რომ გვაქვს სინუსური ბრადიარითმია, გულის დეპრესია და მიოკარდის ჰიპოქსია, რაც გამოირიცხა ზუსტად ორ დღეში სხვა კლინიკაში...
სალომე გოგოხია: ზამთარში დამემართა სამწვერა ნერგის ანთება, რადგან ჩემი პროფესიის მიხედვით სიცივეში.- ყინვაში მომიწია მთელი კვირა მუშაობა. თავიდან კბილი მეგონა და მიკვირდა ერთდროულად სამი კბილი როგორ ამტკივდა-მეთქი. წავედი სტომატოლოგთან, რენტგენზე გააშუქეს და მითხრეს ჩვენი პაციენტი არ ხარ. ნევრალგიას ჰგავსო... საღამოს ყბა-სახის ქირურგთან მივედი. უკვე საშინელი ტკივილები მქონდა მთელ ყბაზე მარცხენა მხარეს. ქირურგმა რენტგენზე გააშუქა და რაღაც ჩანართი ჩანს, კისტა არ იყოს, ტომოგრამა გადაიღეო... მოგეხსენებათ, დღეს რა ძვირია სამედიცინო მომსახურება და დაზღვევაში დავრეკე, სადაც მითხრეს, ეს კლინიკა არაპროვაიდერიაო... ადგილზე გადაიხადე. ქვითრით მოდი და კომისია იმსჯელებს, აგინაზღაურდებათ თუ არაო. კლინიკამ გამოკვლევების და კონსულტაციის თანხა რომ დააჯამა, 400 ლარს გადასცა. სხვა გზა არ მქონდა და ამ ტკივილებით ღამის ათზე დიღმიდან ორთაჭალაში ნიუსჰოსპიტალში წავედი. აი იქ რაც მოხდა,
ეს იყო მაგალითი პაციენტის დამცირების!. საათზე მეტი მალოდინეს, თან ფეხზე ვიდექი, მთელი დღის ნარბენი, მშიერი, ტკივილებით დატანჯული, რომლის შესაჩერებლად უამრავი გამაყუჩებელი მქონდა დალეული. ექიმი იჯდა და არაფრად მაგდებდა, პაციენტი მყავსო. არადა მე და ჩემი ქმარი იქვე ვიდექით და ვხედავთ, რომ პაციენტი არ ჰყავდა.
ბოლოს ჯანდაცვის პრესსცენტრს დავურეკე და სამინისტროსაც არ მოერიდნენ დიდად. ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა გამსინჯეს და კვლევის გარეშე დაასკვნეს, ჰაიმორიტიო. რა იცით მეთქი, რომ შევედავავე, შენ ხომ თქვი, წინა საავადმყოფოში რენტგენზე გააშუქეს და კისტააო... ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, დოკუმენტიც არ მაქვს და იქნებ ცდება ის ექიმი მეთქი, ავყვირდი...
ერთი სიტყვით წამოვედით. მეორე დღეს თავზე გადავიღე ტომოგრამა ჰაიმორიტის აღმოსაჩენად. არანაირი ჰაიმორიტი არ მქონდა. სამწვერას ანთება აღმოჩნდა და მაგათთვის რომ დამეჯერებინა, არარსებული დაავადების დიაგნოზის გამო უამრავი წამალი უნდა დამელია."აქვე უნდა ითქვას, რომ ექიმების მადლიერი პაციენტი ბევრად უფრო მეტია და ყველა მათგანის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდით მათ მადლობას.
მანანა გაბრიჭიძე