ვის არ ემუქრება "წითელა" და რატომ არის ის სხვა "ბატონებზე" უფრო მძიმე დაავადება
ვის არ ემუქრება "წითელა" და რატომ არის ის სხვა "ბატონებზე" უფრო მძიმე დაავადება
1 / 2
Next


საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა. ეს საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი. სამაგიეროდ, ამ ქვეყანაში ბევრია ამ დაავადებაზე აუცრელი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს ქმნიან. ამ დაავადების შესახებ ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე საუბრობს.

-  რატომ ითვლება "წითელა" უფრო რთულ დაავადებად, ვიდრე "ჩუტყვავილა" ან თუნდაც "ქუნთრუშა"?

-  "წითელას" გაცილებით მძიმე მიმდინარეობა აქვს, ვიდრე "ჩუტყვავილას" თუ "ქუნთრუშას"... საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის უფრო მეტად სახიფათოა, ეპიდემიური გართულება შეიძლება გამოიწვიოს,... ეს არის ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ხალხით სავსე ოთახში  
წითელას მატარებელმა ადამიანმა რომ კარი შეაღოს და უბრალოდ შეიხედოს,  ერთი-ორი ჩასუნთქვაც საკმარისი იქნება, ოთახში მყოფ ადამიანების დასასნებოვნებლად. დაავადდებიან ისინი, ვინც აუცრელია და დაავადება გადატანილი არ აქვს.

-  რატომ გავრცელდა ისევ "წითელა", ბავშვები ხომ გეგმიური კალენდრის მიხედვით იცრებიან?

-  დიახ იცრებიან, მაგრამ მხოლოდ ბავშვების აცრა შეიძლება არ იყოს საკმარისი. პირველი აცრა მოსახლეობის 95 პროცენტმა ჩაიტარა, მეორე აცრა 90 პროცენტზე ნაკლებმა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ბავშვების რაღაც ნაწილიც არ არის იმუნური... ყველაზე დიდი პრობლემა არის 25 წლიდან 30 წლამდე მოსახლეობა,
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
28297
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ავთო
0
კი ნამდვილად მოგზავნილია ეს კაცი.
02:26 / 04-05-2018
giorgis-s
0
თქვენ რა იცით მე რას ვფიქრობ? არ შემარჩინოთ სიტყვა. ალბათ ყოვლად ბრძენი ბრძანდებით, ერთი წინადადებით ხვდებით ვინ რას ფიქრობს.
15:19 / 03-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?