ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ავიცილოთ თავიდან წითელას შემთხვევები საქართველოში კვლავ მატულობს და ექსპერტები ეპიდემიას არ გამორიცხავენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლის პედაგოგებს და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ვირუსის გავრცელების ფართომასშტაბიანი ემიდემიის საფრთხე რეალურია.
ამირან გამყრელიძე:
"იანვარში დღევანდელი მონაცემებეით, წითელას 116 შემთხვევა გვაქვს. ის, ჯერჯერობით, კონცენტრირებულია ძირითადად აჭარის რეგიონში. სადაც ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ავიცილოთ თავიდან, მაგრამ წითელა საკმაოდ ვერაგი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ტოვებს სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა ფილტვების ანთება, ენცეფალიტი, შუა ყურის ანთება და ბევრი სხვა.
ამ 116 შემთხვევიდან ყველაზე მეტი მაჩვენებელი გაქვს 0-დან 1-წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდეგ მოდის 15 წელს ზემოთ მოზრდილი მოსახლეობა. აქ საქმე გვაქვს, რომ 0-დან 1-წლამდე ბავშვების დედების ასაკი გახლავთ დაახლოებით 18-დან 30-წლამდე ასაკის და ისინი არ იყვნენ აცრილნი, ან არ ჰქონდათ გადატანილი წითელა. მოგეხსენებათ, წითელას აცრა ორჯერადია, რომელიც ჩვენს კალენდარში შედის, არის 1 წლის და 5 წლის ასაკში და იძლევა ძალიან მყარ იმუნიტეტს.
ანუ, დიდი ალბათობით, თქვენ წითელა არ დაგემართებათ, ან თუ წითელას გადაიტანთ, რჩება მყარი იმუნიტეტი. ანუ, დიდი ალბათობით, ხელმეორედ აღარ დაგემართებათ. ამიტომ დღეს ჩვენი მოწოდებაა და გთხოვთ ხშირად გაჟღერდეს: პირველი - ყველა მშობელმა გადაამოწმოს თავისი ბავშვის აცრის სტატუსი. აცრილია თუ არა ბავშვი 2-ჯერ, 12 თვის და 5 წლის ასაკში წითელაზე. თუ არ არის აცრილი და გამოტოვებულია აცრა, მიბრძანდეს, მიიყვანოს ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრას;
ყველას ვთხოვ, ყველა ბაღის აღმზრდელს და ხელმძღვანელს, ასევე სკოლის მასწავლებლებსა და ექიმებს, გადაამოწმონ ბავშვების აცრის სტატუსი
თუ გამოტოვებულია აცრები, ბავშვები აუცილებლად აიცრას; ასევე ყველას, წითელათი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტირებულ ადამიანს, რადგან წითელა ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და თუ ოჯახში გაჩნდა წითელა, აუცილებელია, რომ კონტაქტირებულები, თუ აცრილები არ იყვნენ, აუცილებლად აიცრან. ან თუ არ იციან თავიანთი აცრის სტატუსი, არაფერი პრობლემა არ არის წითელას აცრის ერთი ინექცია გაიკეთონ. იგივე, ძალიან დაბალი გვაქვს იმუნიტეტი მოზრდილ მოსახლეობაში, განსაკუთრებით 20-დან 40-წლამდე. ახლა ჩვენ ვაფინანსებთ არა მარტო რეგულარულ აცრებს, ეგრეთ წოდებულ კალენდრით გათვალისწინებულ აცრებს, არამედ დამატებით აცრებს 40-წლამდე მოსახლეობის. ამიტომ, ვინც არ იცის წითელაზე აცრილია თუ არა, ან გადატანილი აქვს თუ არა წითელა, მოზრდილი მოსახლეობა მყავს მხედველობაში, მიბრძანდნენ პოლიკლინიკაში და აიცრან. წითელას შეკავებისა და პრევენციის ერთადერთი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია და აცრები. ვაქცინის მარაგი ქვეყანაში საკმაოა და გთხოვთ ყველას, მიბრძანდეთ და აიცრათ წითელას საწინააღმდეგოდ".