რა უნდა ჰკითხოთ აუცილებლად ფარმაცევტს რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, როცა რაიმე პრეპარატს ყიდულობთ, რა შეცდომებს ვუშვებთ წამლების შენახვის დროს, რომელი ქვეყნის წამლებია სინამდვილეში ყველაზე ხარისხიანი და რა არის ხარისხის მაჩვენებელი.
ნანა ხურციძე ფარმაცევტია - 20 წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურება. ამჟამად "სახალხო აფთიაქში" მუშაობს მენეჯერის პოზიციაზე და სწორედ მისგან გავიგებთ პასუხს ბევრ აქტუალურ შეკითხვაზე, რაც მშობლებს უჩნდებათ ხოლმე წამლებთან თუ ზოგადად, აფთიაქებთან მიმართებაში. ამჯერად ქალბატონი ნანა რუბრიკაში "3 შეკითხვა ფარმაცევტს" ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებზე უპასუხებს:
- ჩემი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ დასვით შეკითხვები, აუცილებლად იკითხეთ, რაც გაინტერესებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზუსტად არ იცით, რომელი წამალი გნებავთ. მაგალითად, გსურთ გრიპის და გაციების საწინააღმდეგო ჩაის შეძენა, იკითხეთ, რომელი ქვეყნის წარმოებაა, ხომ არა აქვთ ანალოგიური შედგენილობის უფრო დაბალ ფასად, როდესაც შედარებით ძვირად ღირებულ მედიკამენტს გთავაზობენ, კარგად აახსნევინეთ ფარმაცევტს, რა უპირატესობა აქვს ამ წამალს.აუცილებელი და საჭიროა მომხმარებელმა იცოდეს შეძენილი მედიკამენტის ვარგისიანობის ვადა, გახსნიდან რამდენი ხანი შეიძლება მისი გამოყენება, საჭიროა თუ არა მისი შენახვა მაცივარში და რომელ თაროზე. არსებობს ისეთი პრეპარატები - აეროზოლი, ამპულები... რომლის გამოყენებისათვის ფარმაცევტმა მომხმარებელს ზედმიწევნით უნდა აუხსნას წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში წამლის ეფექტურობა იკარგება.
- მე მიყვარს ჩემი მომხმარებელი და მათგან დასმული ყველაზე საოცარი შეკითხვაც კი ჩემთვის ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველამ შეიძლება დავსვათ უცნაური კითხვები იმ სფეროში, რაშიც ვერ ვერკვევით. მაგალითად არის ასეთი შეკითხვები: მომცევით ნემსი, რომელიც არ მატკენს, იმიტომ რომ უმეტესად ჯდომა უწევს, მომეცით ხველის ისეთი წამალი, რომელსაც დავლევ და შევიზელ კიდევაც, მომეცით ისეთი ვარდისფერი ტაბლეტები, რომელიც წნევას ისე წევს, რომ მერე წამალი აღარ გჭირდება და ა.შ.
- ამაზე სულ უცხოური ფილმები მახსენდება, სადაც ყველა წამალი სააბაზანოს კარადაშია შენახული... რაც არაფრით არ შეიძლება. წამლების შენახვის ოქროს წესი ასეთია: წამლები უნდა შეინახოთ ბნელ, გრილ მშრალ და ბავშვებსათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე, რას სულაც არ არის ძნელი - ყველა ოჯახში მოიძებნება ასეთი კუთხე.