მსოფლიოში აუტიზმის სამკურნალო საშუალება შეიქმნა - 2020 წლისთვის მედიკამენტის რეგისტრაციას ვარაუდობენ
მსოფლიოში აუტიზმის სამკურნალო საშუალება შეიქმნა - 2020 წლისთვის მედიკამენტის რეგისტრაციას ვარაუდობენ
საქართველოში უამრავი მშობელი ელის, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობას მედიცინა ოდესმე დაამარცხებს. ამ დრომდე არცერთი მედიკამენტი არ ითვლებოდა აუტიზმის ძირითადი სიმპტომების სამკურნალო საშუალებად. ახლახანს კი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, გაჩნდა იმედი, რომ აუტიზმი დაძლეული იქნება.

ახლახან ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრირების ფედერალურმა სააგენტომ (FDA) შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანიას "Roche"პოტენციური წამლის გამოცდისთვის გრანტი გამოუყო, წამალს კი "აუტიზმის თერაპიის მნიშვნელოვანი მიღწევა"უწოდა.
ფარმაცევტული კომპანიის ცნობით ეს იქნება პირველი მედიკამენტი, რომელსაც აუტიზმის ძირითადი სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენებენ. ახალი მედიკამენტი ბალოვაპტანი (Balovaptan) სოციალური ინტერაქციის და კომუნიკაციის პოტენციური სამკურნალო
საშუალება იქნება..
აშშ-ს წამლების ადმინისტრირების ფედერალური სააგენტო თერაპიაში მნიშვნელოვან მიღწევის სახელს მხოლოდ იმ მედიკამენტს არქმევს, რომელსაც რომელიმე სერიოზული პრობლემის იმედისმომცემ სამკურნალო საშუალებად თვლის. ამ სტატუსის მინიჭებით ის აძლევს პრიორიტეტულ დახმარებას მისი წარმოების განვითარებისთვის საჭირო კვლევებს.

აქამდე მხოლოდ ორი მედიკამენტი – რისპერიდონი და არიპიპრაზოლი – ითვლებოდა FDA-ს მიერ აპრობირებულ სამკურნალო საშუალებად, თუმცა არც ესენი და არც დღემდე არსებული სხვა მედიკამენტი არ ითვლებოდა აუტიზმის ძირითადი სიმპტომების სამკურნალო საშუალებად.
აუტიზმის მქონე ზრდასრულებში გასულ წელს ბალოვაპტანზე ჩატარებული კვლევა წარმატებით დასრულდა, ის ეფექტური აღმოჩნდა გამომწვევი სოციალური ქცევის შემთხვევაში და ამავე დროს მისი გამოყენება იყო უსაფრთხო. მეორე კვლევა, რომელიც
ტარდება ბავშვებსა და მოზარდებში, ჯერ არ დასრულებულა.

ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის უკვე შესაძლებელი იქნება მედიკამენტის რეგისტრაცია.
წაიკითხეთ ანავე თემაზე:

რა არის აუტიზმი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს

აუტიზმი თუ უცნაური ბავშვი?..

4397
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```