რა შემთხვევაში არ დაუშვებენ ბავშვს და მასწავლებელს სკოლაში - მინისტრის ახალი ბრძანება
რა შემთხვევაში არ დაუშვებენ ბავშვს და მასწავლებელს სკოლაში - მინისტრის ახალი ბრძანება
1 / 2
Next
წითელას ეპიდაფეთქების და შესაძლო ეპიდემიის შეჩერების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განათლების მინისტრს მიმართა და მისი ბრძანება დაეგზავნათ სკოლებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

ბატონ მიხეილ ჩხენკელს.

ბატონო მიხეილ,

2017-2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება: 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა. 2017 წელს დაფიქსირებული იყო წითელას 94 შემთხვევა.

2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევათა 40% მოდის 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებზე, შემთხვევების 22% - 5-14 წლის და
15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო შემთხვევათა 16% გადანაწილებულია 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფზე.

2016-2017 წლებში წითელას ეპიდაფეთქებები ასევე დაფიქსირდა ევროპის რეგიონში (რუმინეთი, იტალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი), სადაც აღირიცხა 14 939 წითელას შემთხვევა, მათ შორის 34 ლეტალური გამოსავლით წითელას ეპიდაფეთქებები კვლავ გრძელდება ევროპის რიგ ქვეყნებში, არსებობს რისკი იმისა, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება მოხდეს მოსახლეობის იმ ფენებშიც, რომლებსაც ასაკობრივად არ აქვთ ჩატარებული წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ორდოზიანი კურსი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ინტენსიურად მიმდინარეობს წითელას აღმოფხვრის ღონისძიებები, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი მოზარდი
და ზრდასრული აცრილი იყოს წითელას საწინააღმდეგოდ.

წითელას ეპიდაფეთქების და შესაძლო ეპიდემიის შეჩერების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, თქვენი ადგილობრივი რესურს ცენტრების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების თანამშრომლობით, ხელშეწყობილ იქნას ყველა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში შემდეგი სახის ღონისძიებების გატარება:


ვის არ ემუქრება "წითელა" და რატომ არის ის სხვა "ბატონებზე" უფრო მძიმე დაავადება


ა) საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების წითელას საწინააღმდეგო აცრის სტატუსის განსაზღვრა დაწესებულებაში არსებული ფორმა 100ა "ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ" მიხედვით, დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში მოხდეს ინფორმაციის მოძიება;

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
8430
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?