ყველა მოსწავლემ სკოლაში აცრის დამადასტურებელი ამონაწერი უნდა წარადგინოს ყველა საჯარო და კერძო სკოლამ წითელას ეპიდემიის შესაჩერებლად ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გარკვეული მითითებები მიიღო. (რა შემთხვევაში არ დაუშვებენ ბავშვს და მასწავლებელს სკოლაში - მინისტრის ახალი ბრძანება)
ყველა მოსწავლემ სკოლაში აცრის დამადასტურებელი ამონაწერი უნდა წარადგინოს, ვირუსის ნიშნების მატარებელი პედაგოგები და ბავშვები კი სასწავლო პროცესზე არ დაიშვებიან.
სიფრთხილის ამ ზომებით შეფიქრიანებული მშობლები ინტერესდებიან, ხომ არ არის მოსალოდნელი ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება.
ამ კითხვით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.
როგორც აღმოჩნდა, სკოლების და ბაღების დახურვა არ იგეგმება.
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე:
„წითელას გავრცელების შემთხვევაში ასეთი ზომების მიღება არ ხდება, სწავლება არ წყდება. პროცესი სრულად იმართება ვაქცინაციით“
შეგახსენებთ, წითელას აცრა ბავშვებს 2-ჯერ - 1 და 5 წლის ასაკში უტარდებათ. ეს აცრების ეროვნულ კალენდარში შედის.
რაც შეეხება მოზრდილ მოსახლებას, 40 წლამდე ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა.
ჯანდაცვის სისტემის სიფრთხილის ზომები ბოლო დროს წითელას შემთხვევების საგანგაშო მატებამ გამოიწვია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულმა შემთხვევებმა გასული ერთი წლის მონაცემებს გადააჭარბა.
2017-2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება: 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა. 2017 წელს დაფიქსირებული იყო წითელას 94 შემთხვევა.
2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევათა 40% მოდის 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებზე, შემთხვევების 22% - 5-14 წლის და
15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო შემთხვევათა 16% გადანაწილებულია 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფზე.