"ბავშვი წყალში იყო "ჩახარშული", 7 უმძიმესი ოპერაცია დასჭირდა" - გუგა ქაშიბაძის ძალიან რთული პაციენტი
"ბავშვი წყალში იყო "ჩახარშული", 7 უმძიმესი ოპერაცია დასჭირდა" - გუგა ქაშიბაძის ძალიან რთული პაციენტი
"ესეც ხდება... ჩვენი ჯილა 5 წლის. დამწვრობის ცენტრში გატარებული 92 დღე, აქდან რეანიმაციაში - 37.
7 ოპერაცია - კანის აუტოდერმოპლასტიკა... დღეს სახლში მივდივართ" - ასეთი წარწერით აქვეყნებს ფოტოს გვერდზე ცნობილი ექიმი გუგა ქაშიბაძე...

რატომ დასჭირდა 5 წლის ბავშვს 7 ოპერაცია და რატომ მოხვდა ის დამწვრობის ცენტრში. ამის შესახებ გუგა ქაშიბაძე თავად გვესაუბრა...

- ეს ბავშვი კახეთიდანაა. დამწვრობა ადუღებულ წყალში ჩავარდნის შედეგად მიიღო. თავიდან კახეთის ერთ-ერთ რეგიონალურ კლინიკაში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ ჩვენთან – დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა. 7 ოპერაცია ჩაუტარდა.
საკუთარი კანის გადანერგვა, ანუ – აუტოდერმოპლასტიკა. ძირითადი დამწვრობა ბავშვს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურებზე და გულ-მკერდის არეში...

წყალში ჩახარშული იყო ბავშვი, უმძიმესი დამწვრობის შოკით მოიყვანეს...

ეს ძალიან საშიში დიაგნოზია ამ ასაკის ბავშვისთვის, მაგრამ მიუხედავად დიდი რისკებისა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა... ურთულესია კლინიკაში სამი თვის განმავლობაში ყოფნა და ყოველდღიური ბრძოლა. საკუთარი კანის გადანერგვაზე, უმძიმეს ოპერაციაებზეა საუბარი! ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით მშობლებისგან. როცა მშობელი გენდობა და ხედავ, როგორი მადლიერია, ეს ძალიან დიდ ძალას გმატებს... ფოტო ჩვენ უბრალოდ არ დაგვიდევს. Aაქ ის ადამიანები ჩანან, ვინც მონაწილეობა მიიღო ბავშვის გამოჯანმრთელებაში, მათ შორის სანიტრებიც. თითოეული მათგანი სწორად ასრულებდა თავის მისიას.
სამწუხაროდ, ფოტოზე ყველა ვერ მოხვდა, რადგან იმ დროს დაკავებული იყვნენ...
mshoblebi
ძალიან გახარებულები ვართ, ბავშვი რომ კარგად არის. წინასწარ რთულია ყველაფერი გათვალო. ამდენი ხალხის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის. თვითეულმა რგოლმა ჯაჭვის მონაწილეებად იგრძვნეს თავი... რეანიმაციაში დანიშნულებას თუ ზუსტად არ შასრულებდნენ, რაც არ უნდა კარგად ჩაიაროს ოპერაციამ, შემდეგ თუ მოვლა შესაბამისად არ იქნა, საშიშროება ძალიან მაღალია... ამიტომაც აქვს გუნდურად ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ვერავინ ვერ იტყვის, ვისი მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ ბავშვის გადარჩენაში...

მანანა გაბრიჭიძე

14934
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნანუკა
0
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
18:25 / 22-02-2018
ელენე
0
მადლობა! წარმატებები ყველა კარგ და თავდადებულ ექიმს.
18:42 / 20-02-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?