ინგა მამუჩიშვილი ლაბორატორიებს მიმართავს ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სამედიცინო ლაბორატორიებს მიმართავს და აცხადებს, რომ ანალიზების ბლანკებში ნორმათა მაჩვენებლები შეცდომითაა დაბეჭდილი.
"თხოვნით მოგმართავთ ლაბორატორიებს, გაითვალისწინეთ ბავშვთა ასაკის სისხლის საერთო ანალიზის ახალი ნორმატივები, ბლანკებში მითითებულია ძველი ნორმები, არაასაკობრივი მაჩვენებლები (რა თქმა უნდა, ყველა ლაბორატორიას არ ეხება). მშობლები პასუხის აღებისთანავე შედარებას აკეთებენ ნორმის გრაფაში მოცემულ მონაცემებთან, რომლებიც უხშირესად არ არის სწორი, ეს მაჩვენებლები ხშირად იცვლება ასაკის, სქესის გათვალისწინებით. გვაქვს საერთაშორისო ნორმები. შეშფოთებული მშობლები გულისფანცქალით რეკავენ ექიმთან, აღმჩნდება, რომ ნორმაა... გთხოვთ გაითვალისწინოთ" - წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.
წაიკითხეთ ასევე:
რას "გვეუბნება" შარდის ანალიზი და როგორ უნდა აუღოთ ანალიზი საფენიან ბავშვს
რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი და რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაუკეთდეს ის ბავშვს?