საიდან გველის ტყვიით მოწამვლის ყველაზე დიდი საფრთხე - თემურ მიქელაძის რჩევების შემდეგ ბევრ რამეზე იტყვით უარს
საიდან გველის ტყვიით მოწამვლის ყველაზე დიდი საფრთხე - თემურ მიქელაძის რჩევების შემდეგ ბევრ რამეზე იტყვით უარს
1 / 2
Next
ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის საშიშროებაზე უამრავი მშობელი ღელავს. ტყვია საკვებსა თუ სათამაშოებში არასერთხელ გახდა მედიის განხილვის თემაც. ეს პრობლემა ჩვენს რეალობაში ახალია და მშობლებს უამრავი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩებათ. ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე
- ტყვიის შემცველობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არის მომატებული. ძირითადად მომატებულია დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოს გამო. მაგალითად, ტყვიას შეიცავს ბენზინი, თხევადი გაზი, სანელებლები... თუმცა სანელებლებში მაშინ გვხვდება, როდესაც ქიმიურ ნვთიერებებს უმატებენ. განსაკუთრებით, ჩინეთიდან ან ინდოეთიდან შემოტანილ სანელებლებში შეინიშნება, ასევე სხვადასხვა საღებავებში. ჩვენთან ტყვიის შემცველობა მომატებულია სამშენებლო
მტვრის გამო. თბილისი ხომ სამშენებლო ქალაქად გადაიქცა. ბევრია უხარისხო საშენი მასალა და თითქმის ყველა მათგანი შეიძლება იყოს ტყვიის შემცველობის. შესაბამისად, ტყვიით მოწამვლა ვითარდება ადამიანის ორგანიზმში მისი ხანგძლივი მოქმედებით და გააჩნია სხვადასხვა კლინიკური სიპტომატიკის მრავალფეროვნება.

- რა სიმპტომები ახასიათებს ტყვიით მოწამვლას?

- ტყვიით მოწამვლას არა ცალკეული კლინიკური გამოვლინებები, არამედ ზოგადი სიმპტომები ახასიათებს. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ტყვიით მოწამვლა ყველას ემუქრება. თუ პაციენტი სრულფასოვნად იკვებება, მისი ორგანიზმი გაჯერებულია კალციუმით, ც ვიტამინით და რკინით, მისი ტყვიით მოწამვლა თითქმის ნულის ტოლია... თუ არ იქნება კვებითი ბალანსი, მაშინ შეიძლება ყველას განუვითარდეს. მე ტყვიით მოწამვლის შემთხვევები თითქმის არც შემხვედრია. სულ რამდენიმე,
თითზე ჩამოსათვლელი იყო.
mshoblebi

- როგორ უნდა ამოვიცნოთ ტყვიით მოწამვლა?

- ტყვიით მოწამვლის ამოცნობა არც ისე მარტივია. მაგალითად, ნაწლავთა ინფექციამ, კვებითმა ტოქსიკოინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული კლინიკური ნიშანი, როგორიც არის – ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, მივარდნილობა და ასე შემდეგ... ტყვიით მოწამვლას კი ახასიათებს ქრონიკული ნიშნები - მეხსიერების დაქვეითება, სხვადასხვა ვერბალური აშლილობები, ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტს ადრეული ნიშნები, დაბალი ინტელექტუალური ინდექსი, სმენისა და მეტყველების დარღვევები...
დიაგნოსტირებას რაც შეეხება, ძირითადად, იზომება სისხლში. ადრე თმაშიც იზომებოდა, მაგრამ ის მეთოდი არაინფორმატიულია. უნდა განისაზღვროს კაპილარულ სისხლში და თუ კაპილარულ სისხლში მაღალია, მერე უკვე ვენურ სისხლში გადავდივართ მის გამოკვლევაზე... ტყვია უერთდება ჰემოგლბინს და შესაბამისად, ვითარდება ქრონიკული მოწამვლის სიპტომები. თუ ორგანიზმი გაჯერებულია კალციუმით, ც ვიტამინით და რკინით, ტყვია აღარ შეუერთდება ჰემოგლობინს და მიუხედავად მისი მაღალი შემცველობისა, შეიძლება არ გამოიწვიოს მოწამვლა. შეიძლება ხუთმა მიკროგრამმა დეცილიტრმა მოგვცეს მოწამვლა და ორმოცდაათმა არა. ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ნუტრიენტული სტატუსით. თუ ბუნებრივად ვერ იღებს პაციენტი რკინას, ც ვიტამინს და კალციუმს და მოწამვლის მაღალი რისკის ქვეშაა, აუცილებელია, ხელოვნურად მიიღოს ეს მიკროელემენტები და პოლივიტამინური კომპლექსები... ტყვიით მოწამვლის რისკში შედიან - მინის, პლასმასის და რეზინის მწარმოებლები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებსაც შეხება აქვთ ზუსტად ამ ტყვიის ხელსაწყოებთან, ბენზინგასამართი სადგურების მოსამსახურე პერსონალი, მშენებლობაზე მომუშავე პერსონალი, სანტექნიკოსები... სანტექნიკოსები იმიტომ, რომ ჩვენთან არის ძველი წყლის მილები, რომლებიც შეიძლება ტყვიას შეიცავდეს. ამიტომაც მე ყოველთვის რეკომენდაცას ვაძლევ პაციენტებს საკვების მოსამზადებლად, აუცილებლად გამოიყენონ წყალი – ცივი წყლის შემრევიდან... თბილი წყლის შემრევიდან მას შეიძლება ტყვიის ნაწილაკები გამოყვეს...

1970 წლამდე აშენებულ სახლებში იყენებდნენ საღებავებს, რომელიც ტყვიას შეიცავდა და შესაბამისად, 1970 წლამდე აშენებულ სახლები შეიძლება იყვნენ ტყვიით მოწამვლის რისკ-ფაქტორები. აქედან გამომდინარე, ასეთ სახლებში კოსმეტიკური რემონტი უნდა ჩატარდეს, ან ჩამოფხეკილი უნდა იქნას საღებავები... თიხა მაღალი ტყვიის შემცველობით ხასიათდება. ამიტომაც უნდა ვერიდოთ კუსტარულად წარმოებულ თიხას. მისი პირთან შემხები ზედაპირი, სასურველია საღებავით იქნას დამუშავებული. ჩვენ გაჯერებული გვაქვს ქართული კულტურა თიხის სხვადასხვა ჭურჭელით. სასურველია, კარგად იქნას შესწავლილი შემცველობა და თუ ტყვიას შეიცავს, აუცილებელია მაღალი ხარისხის საღებავებით იქნას დამუშავებული... არსებობს ტყვიის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლური სასმელები. ტყვიით მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს რასაკვირველია უხარისხო სათამაშოებმა, რომლითაც ქართული ბაზარი გაჯერებულია - პლასტილინები, საღებავები – ინდური და ჩინური სათამაშოები... პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ საძინებელში არ უნდა იყოს არანაირი სათამაშო.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
92911
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მაია
1
უბადლო პედიატრი და პიროვნება❤️
21:57 / 10-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```