"წითელა ელოდება, როდის დაგროვდება აუცრელთა რაოდენობა და შემდეგ "ჩამოივლის" " ეპიდაფეთქება გვაქვს აჭარაში, სადაც უკვე 2000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქისირებული. ძირითადად, ესენი არიან ოცი წლიდან ორმოც წლამდე. ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, არიან წლამდე ასაკის ბავშვები დაახლოებით ოც პროცენტამდე. მთლიანად საქართველოში დღეს უკვე 3 000-ზე მეტი წითელას შემთხვევაა. ნელ-ნელა იმატებს თბილისში და სამეგრელოში. წითელა არ გაჩერდება და შემთხვევები ყველგან მოიმატებს. გააჩნია, ტემპი როგორი იქნება ზრდის. უკვე იყო ნათქვამი ამის შესახებ, რომ წითელა ყველაზე უფრო ადვილად გადამდები დაავადებაა და მისი შეჩერება მხოლოდ აცრებით შეიძლება" - ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძებ გადაცემა "პირადი ექიმი მარი მალაზონიასთან ერთად" წითელას შესახებ ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხა.
- ჩვენთან 1970-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა ასეთი დიდი ეპიდემია ქვეყანაში. დიდი ეპიდემია გვქონდა 2005-2000 წლებში, როდესაც თერთმეტი ათასამდე ადამიანი დაავადდა და მათ შორის ცხრა გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის პერიოდში წითელაზე ერთჯერადი აცრა იყო. ეტყობა მაშინ დარჩა ბავშვების რაღაც კატეგორია აუცრელი. გარდა ამისა 1990-იანი წლების დასაწყისში ორი წლის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესი საერთოდ მოშლილი იყო ქვეყანაში. აი ის თაობებიც დარჩა. შემდეგ აღდგა ერთი აცრა ისევ წითელასი და 2003-2004 წელს დაიწყო გეგმიური აცრა. 2004-2005 წლის ეპიდემია იმის შედეგი იყო, რომ ქვეყანაში დაგროვდა ძალიან ბევრი არაიმუნური პირი და წითელაც ასეა, ელოდება როდის დაგროვდება და შემდეგ "ჩამოივლის". კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ 18 წლიდან 30 წლამდე ძალიან ბევრს არ ჰქონდა აცრა ჩატარებული.. ამიტომაც 2008 წელს დაიგეგმა წითელას და წითურას მასობრივი აცრები. მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო ქვეყანაში. მაშინ რომ გაგრძელებულიყო წითელას და წითურას აცრები, დღეს ეს პრობლემა აღარ იქნებოდა ქვეყანაში. სამწუხაროდ მაშინ აცრები ვერ განხორციელდა ისე, როგორც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. მილიონი ადამიანის ნაცვლად დიდი ძალისხმევით
ნახევარი მილიონი ადამიანი აიცრა. ეს ნახევარი მილიონი ინდივიიდუალურად კი იქნება დაცული, მაგრამ არ იქნება დაცული საზოგადოება. საზოგადოებას ჭირდება კოლექტიური იმუნიტეტი. როდესაც უმრავლესობა აცრილია, ვირუსი ვეღარ ნახულობს აუცრელს... შემდეგი ეპიდემია გვქონდა 2013-2014 წელს. 4 ადამიანი დაიღუპა ამ ეპიდემიის დროს. ეს იყო მწარე გაკვეთილი. ყველას აცრა არ შეიძლება, მაგრამ თუ სხვა ყველა აცრილია, ის ადამიანიც დაცულია. მაშინ მახსოვს ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა, რომლის აცრაც არ შეიძლებოდა. ეს ისეთი დაავადებაა, რომ დამძიმებული ფონის დროს ადვილად იღუპება ადამიანი. საზოგადოება რომ ყოფილიყო აცრილი, არც ის ახალგაზრდა დაიღუპებოდა.
- წითელა ყველას შეიძლება დაემართოს. ჩვენ გვაქვს ის კვლევები, რომ ორმოც წელს ზემოთ თითქმის ყველას იმუნიტეტი აქვს. თუმცა მასეთიც არის ვიღაც, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ქართულ სინამდვილეში 70 წელს გადაცილებული ადამიანის ავად გახდომის ფაქტი გვქონია. დღეს სამასი შემთხვევიდან, ორმოც წელს ზემოთ სულ 7 შემთხვევაა. ორმოც წლამდე ყველას შეუძლია აიცრას. ორმოც წელს ზევით ვისაც ჰქონდა კონტაქტი ავადმყფთან და დანამდვილებით იცის რომ აცრილი არ არის, მასაც შეუძლია აცრა ჩაიტაროს. ასეთები ჩვენი გათვლებით ძალიან ცოტა უნდა იყოს ქვეყანაში.
- არა, თუ წითელა დოკუმენტურად გადატანილია და ლაბორატორიულად დადასტურებული. იმას ნუ ენდობა, რომ ბებიამ უთხრა წითელა გქონდაო. შეიძლება, ხანდახან ბებიას და დედას კი არა, ჩვენს კოლეგასაც კი შეეშალოს. ასპროცენტიანი მედიცინაში არაფერი არ არის, მაგრამ თუ უკვე გადაიტანა წითელა, წესით და რიგით არ ემართება. ისევე როგორც ორჯერ აცრილს.
- ერთი აცრის შემთხვევაში დამცველიანობის ეფექტი არის დაახლოებიტ 90 პროცენტამდე. ათ პროცენტს მაინც დაემართება, მაგრამ მსუბუქ ფორმებში. ორი აცრის შემდეგ დამცველობა მატულობს 98 პროცენტამდე. თუ დაემართება ძალიან მსუბუქ ფორმებში.
- მოდით გავყოთ ეს პრობლემა: წითელაზე გაცილებით უფრო სახიფათოა წითურა ორსულობის პერიოდში... სიმახინჯეებთან არის დაკავშირებული... პრაქტიკულად, განაჩენია ნაყოფისთვის. ჩვენ რომ მოვუწოდებთ განსაკუთრებით იმათ, ვინც აპირებს დაორსულებას, ჯერ აიცრან წითელა წითურას ვაქცინით. ერთი თვის ინტერვალი აცრიდან დაორსულებამდე სრულიად საკმარისია, იმისათვის რომ ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს. თუ ორსულს დაემართა ინფექცია, გვაქვს ამის მაგალითები სამწუხაროდ, როდესაც ბავშვი დაიბადა წითელათი. სხვათა შორის კამათი დამჭირდა ჩემს კოლეგებთან, ეს რომ ნამდვილად წითელა იყო. დედას მეორე დღეს გამოაყარა და ბავშვი უკვე დაიბადა წითელათი.
- არავითარი პრობლემა ლაქტაციის დროს დედის აცრას აქვს. შეუძლია, მშვიდად, წყნარად აიცრას.
- მაღლი ტემპერატურა, წითელას ყოველთვის ახლავს ხოლმე რინიტი, კონიუქტივიტი, ხველა...
მანანა გაბრიჭიძე