"ხშირად ჰგონიათ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს შეუძლიათ, დანიშულება დაუწერონ ან რეცეპტი გამოუწერონ, რაც მათი მოვალეობა ნამვილად არ არის"
სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე მისვლა ავადმყოფის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის წყალობით, რომელშიც შევა პაციენტის მონაცემები, გადაწყდება, თუ ვის სჭირდება გადაუდებელი დახმარება. აღნინულ საკითხს უამრავი ადამიანი ეხმაურება. უმეტესწილად მათ ანტერესებთ, როგორ შეიძლება გამოიცნონ აპარატის საშუალებით, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია პაციენტი. ეს რამდენიმე კომენტარია აღნიშნულ ინფორმაციაზე:
"მართალია, ბევრი უბრალო მიზეზით იძახებს, მაგრამ რომ გეკითხებიან, რა გაწუხებს, ჩემს ერთ სიტყვაზე მიხვდება აპარატი, მჭირდება თუ არა სასწრაფო?".
"ზოგი წნევის გასაზომად იძახებს სასწრაფოს და ზოგიც კბილის ტკივილისას. ამ დროს კი შეიძლება ვიღაც მართლა სიკვდილს ებრძოდეს და ბრიგადა აღარ ჰყავდეთ, რომ გადაუდებელ პაციენტთან გაუშვან".
"რა ვიცი, სიმძიმეს ვინ დაადგენს ტელეფონით, მაგრამ ეგ კარგია იდეაა, 90 % გამოძახებების არის თავის ტკივილი ნაბახუსევზე. სასწრაფოს არ აქვს უფლება, არ მივიდეს გამოძახებაზე, ამიტომ აგვიანებენ მათთან, ვისაც მართლა სჭირდება".
"როგორ უნდა მიხვდეს ავადმყოფი და გინდ პატრონი, მძიმეა მდგომარეობა თუ არა?"
"ყველაფერს აუქმებენ, აღარაფერს აფინანსებენ და ახლა სასწრაფოც აღარ მოვაო".
"ჩემმა ბიძაშვილმა გამოიძახა სასწრაფო საღამოს და გამთენიისას დარეკეს, კიდევ გჭირდებითო?"
"ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ საერთოდ უპატრონოდ დავრჩებით ალბათ".
აღნიშნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ კითხვებზე mshoblebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე პასუხობს:
- თუ პროგრამა აღმოაჩენს, რომ პაციენტს არ ესაჭიროება გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, შემოსული ზარი გაუქმდება?
- აბსოლუტურად ყველა გამოძახებაზე იქნება რეაგირება. უბრალოდ ეს პრიორიტეტების სისტემა გულისხმობს იმას, რომ დაალაგოს, დაახარისხოს პრიორიტეტების მიხედვით, მაღალი, საშუალო და დაბალი სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები. ყველა გამოძახებაზე იქნება რეაგირება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ გადაუდებელ შემთხვევაში მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება და შესაბამისად ნაკლებად პრიორიტეტულმა ზარმა გადაინაცვლოს მომლოდინე რეჟიმში.
- ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ ასეთი შემთხვევები მოხდეს. ამ პროგრამულ უზრუნველყოფას, რაზეც ახლა არის საუბარი და რის დანერგვასაც ვგეგმავთ, აქვს სპეციალური ჯაჭვი კითხვების, რომელიც გასაუბრების დროს ადგენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულეს. ვთქვათ, ადამიანი გასაუბრების დროს ამბობს, რომ სიცხე აქვს. ამას მოჰყვება კითხვები, არის თუ არა ქრონიკული პაციენტი და ა.შ. ალბათობა იმისა, რომ ვიმემ შეძლოს ისე აღწეროს პრობლემა, რომ მაღალი პრიორიტეტის პაციენტია, არსებობს, თუმცა ამის შანსი ნაკლებია. ამ ეტაპთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ გამოძახება ცრუ არის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვიფიქროთ, იმაზე რა რეაგირება უნდა მოჰყვეს ასეთ ფაქტებს, მაგრამ თუ ისე ხდება, რომ ადამიანი მართლა ვერ აანალიზებს პრობლემის სირთულეს და მას მართლა აქვს პრობლემა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიფიქრებთ. თუმცა ამ პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში, ალბათობა იმისა, რომ მსგავსი პრეცედენტები იყოს, მინიმუმამდეა დაყვანილი.
- ეს სისტემა შეცვლის იმას, რომ მომსახურების ხარისხი იქნება უფრო მაღალი და დროული. შეცვლის იმას, რომ მაღალ პრიორიტეტულ ზარებთან დაკავშირებით, პირველ 8 წუთში მოხდეს რეაგირება და სწრაფად დავეხმაროთ იმ ადამიანს, ვისაც ჯანმრთელობის გადაუდებელი პრობლემა აწუხებს. აი, მაგალითად, ჩვენს რეგიონებში ფოთის შემთხვევა რომ ავიღოთ, ფაქტობრივად ფოთში გვაქვს უკვე იდეალური სიტუაცია მომსახურების კუთხით. აუდიტის მონაცემებით, 68%-ში ფიქსირდება 8 წუთზე ნაკლებ დროში სასწრაფო დახმარების გამოცხადების. ეს 2015 წლის მონაცემებია, თუმცა ჩვენ 2017 წლის მდგომარეობით კიდევ უკეთესი შედეგები გვაქვს.
- მთავარი პრობლემა იმისა, რომ სასწრაფომ დაიგვიანოს, არ არის ბრიგადების რაოდენობაში. ჩვენ ვაკვირდებით სტატისტიკას გამოძახებების და რეგიონებში მოვახერხეთ გადალაგება. პრიორიტეტების სისტემა მოაწესრიგებს იმას, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემები მოგვარდეს და დროზე მოხდეს სასწრაფო დახმარების აღმოჩენა პაციენტებისთვის. შესაბამისად, ვფქიქრობ, რომ არ იქნება უკვე იმაზე საუბარი, გაიზარდოს თუ არა ბრიგადების რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკლებ პრიორიტეტულია გამოძახება, შეუძლიათ მიმართონ უახლოეს პოლიკლინიკებს, ან იმ დაწესებულებებს, რომლებშიც არიან რეგისტრირებული. საერთოდ, მაღალგანვითარებად ქვეყნებში დაბალი პრიორიტეტების შემთხვევაში ძალიან დაბალია მიმართვიანობა და თვითონვე გადამისამართდებიან ოჯახის ექიმებთან პაციენტები. როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ მას აწუხებს ისეთი პროლემა, რომელიც შეიძლება ექიმმა მოუგვაროს და უფრო კარგი კონსულტაცია მიიღოს, ექიმს უნდა მიმართოს. ხშირად ჰგონიათ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს შეუძლიათ, დანიშულება დაუწერონ ან რეცეპტი გამოუწერონ, რაც მათი მოვალეობა ნამვილად არ არის. ჩვენ გვევალება, რომ აღმოვუჩინოთ მოქალაქეებს გადაუდებელი დახმარება და დროული ტრანსპორტირება უზრუნველვყოთ კლინიკებში. როცა ეს სისტემა დაინერგება, ნაკლები კითხვები გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, გაიზარდოს თუ არა სასწრაფო დახმრების ბრიგადების რაოდენობა, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე არ ვფიქრობთ. მაგალითად, როცა ქობულეთში საკურორტო სეზონია, ვამატებთ ბრგადებს, ეს გამოწვეულია იმით, რომ დასვენების და შვებულებების პერიოდი იწყება და იქ გამოძახების მეტი შემთხვევა ფიქსირდება სტატისტიკურად. გუდაურში დღეის მდგომარეობით ორი ბრიგადა მორიგეობს დამატებით. თუ კონკრეტულ შემთხვევებში გამოძახების რაოდენობა აჭარბებს ბრიგადების რაოდენობას, გვაქვს შესაძლებლობა, რომ თავისუფალი ბრიგადები უახლოესი წერტილებიდან დავამატოთ, თუ სად არის პაციენტი, იმის მიხედვით. ადრე იყო მუნიციპალური საზღვრები და სასწრაფოს ბრიგადა არ კვეთდა მეორე მუნიციპალიტეტის საზღვარს. ახლა ასე არ არის.
რუსკა კილასონია