10 სასარგებლო რჩევა მშობლებისათვის, "სიმსუქნის ეპიდემიისგან“ თავის დასაცავად
"სიმსუქნის ეპიდემია", რის შესახებაც მთელი ცივილიზირებული სამყარო საუბრობს, ყოველ მე-5 ბავშვს აქვს. 40 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ბავშვთა სიმსუქნემ 10-ჯერ მოიმატა და ეს საკმაოდ დასაფიქრებელი მაჩვენებელია.
ბავშვის სიმსუქნისგან დაცვა ისეთი პრობლემაა, რომლის გადაჭრაც მშობლებს შეუძლიათ. გასაგებია, რომ ყველას სხვადასხვა გენეტიკური განწყობა გააჩნია, მაგრამ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრებისა და კვების წესს. ეს კი ოჯახიდან იწყება.
ისაუზმეთ
ნამდვილად სწორი გამონათქვამია: "საუზმე მიირთვი თავად, სადილი გაუზიარე მეგობარს და ვახშამი მიეცი მტერს". სრულყოფილი საუზმე გვიცავს ზედმეტი წონისგან.
2017 წლის ივლისში კალიფორნიაში ჩატარდა გამოკვლევა, რომელშიც 50 000 ადამიანი იღბდა მონაწილეობას. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ადამიანები ავსებდნენ კითხვარებს თავიანთი კვების შესახებ. აღმოჩნდა, რომ სრულყოფილი საუზმე ხელს უწყობს სხეულის მასის ინდექსის დაქვეითებას (სმი).
მკვლევარებმა გამოიანგარიშეს ოპტიმალური შუალედი საუზმესა და სადილს შორის - ეს 5-6 საათი აღმოჩნდა.
ტელევიზორი, კომპიუტერი და გაჯეტები (სხვადასხვა მოწყობილობები) - სიმსუქნის მთავარ ხელშემწყობ ფაქტორებად დასახელდა.
მოძრაობა - არა მარტო სიცოცხლე, არამედ ნორმალური წონაცაა. დღეს უკვე ძნელი სანახავია ბავშვები, რომლებიც დაჭერობანას ან დამალობანას თამაშობენ. სამაგიეროდ საათობით უყურებენ ტელევიზორს, კომპიუტერით და მობილური ტელეფონით ერთობიან. ეს კი არანაირ ნორმას არ შეესაბამება. ბავშვს ფიზიკური აქტივობა სჭირდება, რომელიც ზედმეტი ცხიმების დაწვაში, სწავლაში, მეხსიერების და ყურადღების ჩამოყალიბებაში ეხმარება. არ შეიძლება საკვების მიღების და ტელევიზორის ყურების შეთავსება. როცა ბავშვი მულტფილმის ყურებითაა გართული, ის ვეღარ აკონტროლებს საკვების გემოს და ვერც მის ოდენობას. მას უჭირს დანაყრების შეგრძნების განსაზღვრა და მიდრეკილია ზედმეტი საკვების მიღებისაკენ.
ნაკლები ტკბილეული და გაზიანი სასმელები
ტკბილი გაზიანი სასმელები, შაქრის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ეს "პარაზიტული ნახშირწყლები" ჩუმად მიიპარებიან ორგანიზმში და "ცარიელი კალორიებით" ტვირთავენ მას. 2010 წელს ჩატარებული გამოკვლევების თნახმად, 1 ჭიქა გაზირებული სასმელი 37%-ით ზრდის გაცხიმოვნების რისკს.
ტკბილეულის მოყვარული ბავშვის თავის ტვინი შაქარს ეჩვევა. ტკბილი სასმელები, შოკოლადი, კანფეტები და ნამცხვრები ზრდის "კმაყოფილების ჰორმონ" დოფამინის გამომუშავებას. სულ უფრო და უფრო იზრდება ტკბილეულის მოთხოვნილება. ამის გამო ბავშვს არ უნდა ავუკრძალოთ ტკბილეულის მიღება, მაგრამ გაკონტროლება აუცილებელია.
არ არის საჭირო თეფშის მოსუფთავება
მადა ყველა ბავშვს სხვადასხვა აქვს და ეს ნორმალურია. ბევრი დედა და ბებია თვლის, რომ ბავშვი საჭმელს ბოლომდე უნდა ჭამდეს. თუმცა, ნებისმიერი ხერხით თეფშის მოსუფთავებას კარგი არაფერი მოაქვს. თუ ბავშვი განზე სწევს თეფშს და უარს ამბობს საჭმლის დასრულებაზე, ე.ი. მის ორგანიზმში "დაკმაყოფილების მექანიზმი" ამუშავდა. როდესაც ბავშვს ბოლო კოვზს "დედის, მამის და ბებიის ხათრით" აძალებენ, ამით უხეშად ერევიან მექანიზმში და არღვევენ მის მუშაობას.
რატომ უნდა იყოს ბიჭი უფრო გამხდარი, ვიდრე გოგო - ცნობილი პედიატრი უჭმელი ბავშვების შესახებ
ატარეთ ბავშვი სპორტზე
თანამედროვე ბავშვებს ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი აქვთ. ბავშვის ორგანიზმმა არა მხოლოდ უნდა მიიღოს კალორიები, არამედ უნდა დახარჯოს კიდეც. თავის ტვინი ენერგომხარჯველი ორგანოა. არ შეიძლება მთელი დღე მაგიდასთან ჯდომა.
ფიზიკური განვითარება ხელს უწყობს გონებრივ განვითარებას და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ბავშვი სპორტულ წრეზე შევიყვანოთ არა მედლებისა და სიგელებისათვის, არამედ ჯანმრთელობის გასაკაჟებლად.
გაუფრთხილდით ემოციებს
დამტკიცებულია, რომ სტრესსა და კვებას შორის კავშირი ნერვული და ენდოკრუნული სისტემის დონეზე მოქმედებს. საკვების მიღებისას სხეული ენერგიით მარაგდება, რომელსაც სტრესის დროს ხარჯავს.
ჩვენი წინაპრებისათვის სტრესი ცხოველებთან, ასევე მეზობელ ტომებთან ბრძოლასთან და მათგან თავდაცვასთან იყო დაკავშირებული. იხარჯებოდა ენერგია და მას შევსება სჭირდებოდა.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ სტრესები დარჩა. ისინი ქრონიკულ მდგომარეობაში გადავიდნენ. ნიშნები, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები, მშობლების საყვედურები, - ეს ყველაფერი სტრესებია და ორგანიზმიც ენერგიით შევსების ბრძანებას იღებს - მატულობს მადა, საკვების მიღების სურვილი.
თუ სიტუაცია მუდმივად მეორდება, ამ შემთხვევაში კვების კულტურის მოშლა ყალიბდება. დასკვნა კი შემდეგში მდგომარეობს: იმისათვის, რომ ბავშვს დანაყრებამდე ჭამის სურვილი გაუქრეს, მისთვის სტრესის აცილება და ნერვული სისტემის გაფრთხილებაა საჭირო.
ნუ აყვებით ცდუნებას
უფროსების უმრავლესობა ტკბილეულის დიდი მოყვარულია. მათ სახლში გამოსაჩენ ადგილას ყოველთვის უდევთ კანფეტი, შოკოლადი და ნამცხვარი. ოჯახის წევრები ხშირად გაკვირვებულები ამბობენ: ჩვენი ბავშვი უჭმელია და წონაში კი სულ იმატებს.
ყურადღება მიაქციეთ ულუფის რაოდენობას
თეფშის ზომა მიღებული საკვების პირდაპირ პროპორციულია. თავად სცადეთ. დადეთ ერთი და იგივე საკვები დიდ თეფშზე და შემდეგ პატარაზე. პირველ შემთხვევაში საკვები მცირედი ჩანს, როცა მეორე შემთხვევაში ის ბევრია.
საჭირო არაა ბავშვის საკვების დიდ თეფშზე დადება. ულუფა არ უნდა იყოს დიდი. თუ ბავშვი ვერ დანაყრდება, სჯობს დამატება მოითხოვოს.
სახლში მოამზადეთ და გემრიელი და სასარგებლო საკვები.
მშობლების უმრავლესობა დაკავებულია და ვერ ახერხებს სახლში საკვების მომზადებას. ასეთი ოჯახის ბავშვები ქუჩაში სხვადასხვა "ფასთ-ფუდებით" იკვებებიან და ამის გამო უამრავ ზედმეტ და მავნე კალორიას იღებენ..
სახლის საკვებიც არაა ზოგჯერ სასარგებლო. ხშირად მაცივარი ნახევარფაბრიკატებითაა გამოტენილი, რომლებსაც მხოლოდ გაცხელება ან მდუღარე წყლის დასხმა სჭირდება. ფაქტობრივად ისინიც "ფასთ-ფუდის" ნაირსახეობას წარმოადგენენ.
ჯანსაღი პროდუქტი ჯერჯერობით მოიპოვება როგორც სუპერმარკეტებში, ასევე ბაზარში. საჭიროა მხოლოდ მეტი დროის და თანხის დახარჯვა და ეს ამად ღირს.
მრავალ ოჯახში არაჯანსაღი კვების წესი თაობიდან თაობაზე გადადის და თქვენ ოჯახში ამის გამოსწორება შეგიძლიათ. მთავარი სწორი მაგალითის მიცემაა.
ეს რჩევა ზოგადად აღზრდას ეხება. შესაძლებელია ბავშვს ხშირად მოვუყვეთ ტკბილეულის, ჰოთ-დოგების, ჩიფსების მავნებლობაზე, მაგრამ ამას არავითარი აზრი არ ექნება, თუ თავად ჩვენ არ მივცემთ სწორ მაგალითს.
ბავშვებს დიდების მიბაძვა უყვართ. - ეს ბუნებისგანაა განპირობებული. მრავალ ჩვენგანს ჩქარა გაზრდა უნდოდა, რადგან უფროსებს ყველაფერი იმის გაკეთება შეუძლიათ, რაც მოესურვებათ.