კრიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ტუჩებში კოცნა რომანტიკული ურთიერთობის დროსაა მიღებული და არა დედა-შვილის ურთიერთობისას. თუმცა, ბევრი დედა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. სოციალურ ქსელში ფლეშმობიც კი მოაწყვეს ვიქტორიას მხარდასაჭერად.
ექიმებიც ეწინააღმდეგებიან მშობლების მიერ შვილების ტუჩებში კოცნას. და აი რატომ: ამ დროს დიდია რისკი ბავშვისთვის
მშობლებს სთხოვეს, ბავშვებს ტუჩებში არ აკოცონ!
ექიმი ჩონი ასევე თვლის, რომ სწორედ ამ მიზეზით არ უნდა შეუბეროს დედამ კოვზზე დადებულ საკვებს, რადგან კარიოზული ბაქტერიები შეიძლება ნერწყვის ნაწილაკებით მოხვდეს საკვებზე და იქიდან - ბავშვის პირის ღრუში. ასევე მიუღებელია ბავშვის საკვების გასინჯვა და იმავე კოვზით ბავშვის კვება. სტომატოლოგმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საუკეთესო მეთოდი იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, არის საკუთარი კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.