ენდოკრინული პრობლემები ბევრ გართულებას იწვევს და ბოლო დროს მოზარდებშიც მკვეთრად იმატა ენდოკრინული პრობლემები ბევრ გართულებას იწვევს და ბოლო დროს მოზარდებშიც მკვეთრად იმატა. იმისათვის, რომ მივხვდეთ, როდის უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს, რა სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ - კლინიკა ჯანმრთელობის სახლის ენდოკრინოლოგი ნინო ბიბილაშვილი მოგვცემს რეკომენდაციებს.
- ორგანიზმის მარეგულირებელ სისტემებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ენდოკრინული სისტემა, რომელიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისგან შედგება, მათი ძირითადი ფუნქცია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების–ჰორმონების პროდუქციაა. გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა ქსოვილშია ერთეული ენდოკრინული უჯრედები, რომლებიც ენდოკრინული სისტემის დიფუზურ ნაწილს ქმნის. მნიშვნელოვანი, რაც ამ სისტემას ევალება, არის ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა მონაწილეობენ მრავალ ბიოქიმიურ რეაქციაში, პასუხს აგებენ სასიცოცხლო პროცესების რეგულირებაზე, ადამიანის ზრდასა და განვითარებაზე, სქესობრივ დიფერენცირებასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ადამიანის ემოციურ რეაქციებზე და ფსიქიკური ქცევის ჩამოყალიბებაზე. ენდოკრინული სისტემა მრავალ ორგანოს აერთიანებს, და შესაბამისად იმის მიხედვით თუ სად და რა ტიპის არის დაზიანება, ჩივილებიც შესაბამისი აქვს პაციენტს
- სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია. ზოგადად მოზარდებში, ენდოკრინულ პათოლოგიებს დაახლოებით 8-9% უკავია. ვინაიდან ჰორმონულმა დარღვევებმა შეიძლება ორგანიზმის ნებისმიერი სისტემის ან ცალკეული ორგანოს ფუნქცია დაარღვიოს, ძნელია გამოვყოთ კონკრეტული ნიშნები. თუმცა აღსანიშნავია ის ცვლილებები, რომლებიც საკმაოდ ხშირად გვხვდება და ყურადსაღებია, მაგალითად ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი, აღგზნებადობა და ქცევის ცვლილება, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება. ერთ-ერთ ხშირ პრობლემას წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი. ადრე ძირითადად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ს (მეორენაირად იუვენილურ, ანუ ბავშვთა ასაკის დიაბეტს) ვხვდებოდით, რომელიც გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში აუტოიმუნური პროცესების დარღვევის თუ ვირუსული დაზიანების გამო ვითარდება მწვავედ. დღესდღეობით კი მომრავლდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (მოზრდილთა ასაკისთვის დამახასიათებელი), რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ცხოვრების არაჯანსაღ წესთან: ფიზიკური აქტიობის სიმცირე, არაბალანსირებული კვება, ჭარბი წონა და სიმსუქნე. გარდა ამისა, ბავშვებში ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რაც ძირითადად იოდდეფიციტური ან აუტოიმუნური პროცესების დარღვევითაა განპირობებული, და ზრდა-განვითარების პრობლემები.
- თუ ბავშვი წონაში იკლებს, აქვს სისუსტე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, აუცილებელია მიმართოთ ენდოკრინოლოგს, რათა გამოირიცხოს შაქრიანი დიაბეტი. ამასთანავე საყურადღებოა ჭარბი წონა და სიმსუქნე.
თუ ბავშვი აღგზნებულია, ოფლიანობს, წონაში იკლებს, ან პირიქით მოდუნებულია, წონაში იმატებს, აღენიშნება ყაბზობა, კანის სიმშრალე, გონებრივი და/ან ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა, ადვილად დაღლა, საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით განპირობებული დაავადებები
თუ ბავშვი სიმაღლეში მკვეთრად ჩამორჩება თანატოლებთან შედარებით, ამ დროსაც რეკომენდებულია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
თუ მოზარდს აღენიშნება ნაადრევი ან პირიქით დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება – ესეც ენდოკრინოლოგის კონსულტაციის საჭიროების ნიშანია.
გარდა ამისა, პედიატრთან გეგმიური ვიზიტების შემთხვევაში, არსებული ნიშნების თუ ჩივილების შესაბამისად, იგი გადაწყვეტს, რამდენად არის საჭირო ენდოკრინოლოგის დახმარება.
- იოდი ნამდვილად მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ესაა ძირითადი პროდუქტი, რომელსაც ფარისებრი ჯირკვალი იყენებს ჰორმონების პროდუქციისთვის. შესაბამისად, მისი დეფიციტი გამოიწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას, რაც სავალალოდ აისახება ბავშვისა თუ მოზარდის ზრდა-განვითარებაზე. ძირითადად იოდით მდიდარია ზღვის პროდუქტები, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ლიმონი, ფეიხოა), ბურღულეული (წიწიბურა, ფეტვი). თუმცა, თუ ენდემურად იოდდეფიციტური რეგიონია, შესაბამისად წყალი და ნიადაგი ღარიბია იოდით და აქ მოწეული პროდუქტიც და თევზიც იოდის ნაკლებობას განიცდის. ამიტომ ასეთ შემთხვევაში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იოდირებული მარილის მიღებას, და საჭიროების შემთხვევაში (რასაც ექიმი განსაზღვრავს) იოდის დანამატის მიღებას აბების სახით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, იოდის დღიური ნორმებია:• 90 მკგ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (0-59 თვის); • 120 მკგ დაბალი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (6-12 წელი); • 150 მკგ მოზრდილებისათვის (12 წელზე ზემოთ); • 250 მკგ ორსული და მეძუძური ქალებისთვის
ციცი ომანიძე