10 სტატია და ინფიგრაფიკა აუტიზმზე აუტიზმი ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როცა ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. წარმოადგენს ავადმყოფურ კონცენტრაციას თავის თავზე. ადამიანი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა.
აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე.
18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.
გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა. ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებასთან.
აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.
აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი — სოციალური ურთიერთობების შემცირება ან ხარისხობრივი გაუარესება; სპეციფიკური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება სიტყვათა მარაგი არც იყოს მცირე, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობა მაინც შეუძლებელი ხდება); მესამე — გამეორებადობა, სიახლისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.
სიმპტომები უფრო აშკარაა შედარებით მოზრდილ ასაკში
ამ დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. თუმცა ყველა ექიმი აღნიშნავს, რომ დროულ დიაგნოსტიკას, ისევე როგორც სწორად დანიშნულ თერაპიას მდგომარეობის გაუმჯობესება და პაციენტის სოციუმთან დაახლოება შეუძლია.
პედიატრი ლიკა თედიაშვილი გირჩევთ, რა სიმპტომების და გამოვლინებების შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?
წაიკითხეთ სტატია:
რა არის აუტიზმი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს
შენ მასწავლებელი ხარ და იგებ, რომ შენს კლასში ახალი მოსწავლე გადმოდის, მას, პირობითად, თომა ჰქვია, აუტისტური სპექტრის აშლილობა და ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს. პირველი რეაქცია შიშია, პრობლემის არცოდნით თუ პრაქტიკის არქონით გამოწვეული შიში. სხვადასხვა ტრენინგსა თუ სემინარზე ინკლუზიური განათლების შესახებ ბევრი გსმენია და წაგიკითხავს, მაგრამ ათასგვარი თეორია სხვაა და მისი პრაქტიკული განხორციელება – სხვა. მესმის, ოდნავ დაბნეული და შეშინებული ხარ (ვრცლად...)
გენმოდიფიცირებული პროდუქტების აქტიური გამოყენების გამო 2025 წლიდან ყოველი მეორე ბავშვი სპექტრის აშლილობით დაიბადება – ეს განცხადება გააკეთა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერმა სტეფანი სენეფმა, რომელიც რა ხანია იბრძვის გენმოდიფიცირებული პროდუქტების წინააღმდეგ. (ვრცლად...)
(ვრცლად..).
მსოფლიოში აუტიზმის სამკურნალო საშუალება შეიქმნა - 2020 წლისთვის მედიკამენტის რეგისტრაციას ვარაუდობენ
საქართველოში უამრავი მშობელი ელის, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობას მედიცინა ოდესმე დაამარცხებს. ამ დრომდე არცერთი მედიკამენტი არ ითვლებოდა აუტიზმის ძირითადი სიმპტომების სამკურნალო საშუალებად. ახლახანს კი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, გაჩნდა იმედი, რომ აუტიზმი დაძლეული იქნება. (ვრცლად...)
ამერიკელი ჯეიკობ ბარნეტი აუტისტური სინდრომით დაიბადა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ბიჭი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდა, ვერაფერს ისწავლიდა და საკუთარ სამყაროში გამოკეტილი დაასრულებდა სიცოცხლეს.
ბიჭის დედას, კრისტინას სხვა მოსაზრება ჰქონდა, მან ვაჟის განვითარება გადაწყვიტა, თუმცა, არ იცოდა, რას უმზადებდა მომავალი. ვრცლად...
დღეს ის 18 წლისაა, აუტისტისტური აშლილობით და უკვე ერთი წელია მისი სასამართლო მიმდინარეობს. მას ამერიკის სპეცსამსახურების კომპიუტერებში შეღწევა და ინფორმაციების მოძიება ედება ბრალად. რაც მთავარია, მოსამართლეებს უჭირთ მისთვის საბოლოო განაჩენის გამოტანა... მას ხომ პაროლები დაშინებითა და ძალადობით არ მოუპოვებია; ბიჭმა ყველა ინფორმაცია დარწმუნების ძალით გაიგო. თანაც ეს ყველაფერი მატერიალური დაინტერესებით კი არა, სამართლიანობისთვის ჩაიდინა. ვრცლად...
თბილისის ერთ სკოლაში მოსწავლეთა მშობლებმა ერთმანეთს ისე სცემეს, რომ პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევა მშობელთა კრებაზე მოხდა. ერთმანეთს რიგითი, ტიპიური განვითარების მოსწავლის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლები დაუპირისპირდნენ. მშობლების უმეტესობა კლასიდან ჰიპერ აქტიური სინდრომის მქონე თეკლას გადაყვანას მოითხოვდა.
- ”ამდენი წელი ხო ვიტანდით შენ შვილს, ახლა შენ შედი ჩვენ მდგომარეობაში და წაიყვანე აქედან! ვრცლად...
ცოტა ხნის წინ ამერიკაში უცნაური ამბავი მოხდა. ბავშვმა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, სასწაულებრივად გადაარჩინა თანაკლასელი. თანაც, ყველაფერი კიდევ უფრო დაუჯერებელი იყო, როცა გაირკვა, რომ ამაში საყვარელი მულტფილმი დაეხმარა.
გოგონა შესვენებაზე ვაშლს ჭამდა და გადასცდა, იხრჩობოდა. (ვრცლად...)
"ბინის მეპატრონემ ოჯახი ღამის 11 საათზე მხოლოდ იმის გამო გამოასახლა, რომ მათი აუტისტი ბავშვის გამო წუხდება. რახან ოჯახს 3 თვეზე მეტხანს ერთ ბინაში არ აჩერებენ, დახმარებაც მოუხსნეს, არადა, ბინის მეპატრონეებს "ავადმყოფი" არ უნდათ. დედა უვლის 3 შვილს, მათ შორის 7 წლის გიორგის, რომელიც აუტისტია.