თავის დარტყმა საკმაოდ ხშირი მოვლენაა ბავშვობის ასაკში და საყურადღებო
თავის დარტყმა საკმაოდ ხშირი მოვლენაა ბავშვობის ასაკში. თემაზე ცნობილი ექიმი კომაროვსკი გვესაუბრება:
სიცოცხლის პირველ წელიწადში ბავშვის თავის ქალაში არსებული სითხის პროცენტული შემცველობა მნიშვნელოვნად სჭარბობს უფრო დიდის ან მოზრდილის სითხის რაოდენობას.
ამ პერიოდში ყიფლიბანდის და თავის ქალის ძვლების დრეკადი ნაკერების ხარჯზე ტვინი შედარებით თავისუფალ გარემოშია და მეტი ამორტიზაციის ხარჯზე რაღაც დონემდე უფრო დაცულია ტრავმებისგან - ვიდრე მოზრდილის.
თავის ტრავმების აბსოლუტურ უმრავლესობას კეთილსაიმედო გამოსავალი აქვს და არ რთულდება სერიოზულ ცუდ შედეგებამდე.
მიუხედავად ამისა, ნებისმიერი დარტყმა თავით ან თავში სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს, რადგანაც ამ დროს თავის ტვინის ნივთიერების დაზიანების და ქალასშიდა სისხლჩაქცევის პოტენციური შესაძლებლობა არსებობს.
ყველაზე უფრო გავრცელებულ და სპეციფიურ მდგომარეობას, რომელიც თავის ტრავმის შემდგომ ვითარდება, ტვინის შერყევა ჰქვია.
მშობლების ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ იცოდნენ საყურადღებო სიმპტომები და ელემენტარული გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა შეძლონ.
თავის ტრამვის დროს სამედიცინო მიმართვა აუცილებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში:
ცნობიერების დარღვევის ნებისმიერი გამოხატვა მიუხედავად მისი ხანგძლივობისა. მეტყველების დარღვევა. არაადაექვატური ქცევა. ადრე არარსებული გამოხატული ძილიანობა. ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ტრავმის მიღებიდან 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება. კრუნჩხვები. ერთზე მეტი გულისრევის შეტევა. თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა, რომელიც ტრავმის შემდგომ ერთი საათის შემდეგაც გრძელდება. ხელის ან ფეხის მოძრაობის უუნარობა ან სისუსტე. თვალის გუგების სიდიდის სხვაობა. მუქი ლურჯი ლაქების გაჩენა თვალების ქვეშ ან ყურების უკან. ცხვირიდან ან ყურებიდან სისხლდენა. უფერო სითხის გამოყოფა ცხვირიდან ან ყურებიდან. ტრავმის შემდეგ ბავშვი აგრძელებს ტირილს და სრუტუნებს ცხვირიდან. თუ ტირილი შეწყვიტა, მაგრამ სრუტუნი დარჩა (თითქოს გაციებულია, მაგრამ ტრავმამდე ეს არ აღენიშნებოდა) - სასწრაფოდ ექიმთან. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ჩივილი გრძნობათა ორგანოებიდან, ნისლი ან თვალებში გაორება, კანის დაბურძგვლა, - სასწრაფოდ ექიმთან. უფროსების შემთხვევაში, ყველა იმ შემთხვევაში, როცა ტრავმა მიღებულია ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ყურადღება:
რაგინდ უმნიშვნელო ტრავმა იყოს, საშიში სიმპტომები შესაძლოა მაშინვე არ გამოჩნდეს. მშობლები მინიმუმ 24 საათი ბავშვს უნდა დააკვირდნენ. თუ ტრავმის შემდეგ ბავშვი დამშვიდდება და დაიძინებს, შეაღვიძეთ ყოველ 2-3 საათში და ჰკითხეთ რა ჰქვია და ა.შ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ნებისმიერი თავის ტრავმა პოტენციურად საშიშია. ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გადაუდებელი დახმარება თავის ტრავმის დროს:
თუკი საშიში სიმპტომები არაა გამოხატული: დაამშვიდეთ ბავშვი და ყველანაირად ეცადეთ, რომ ფიზიკური აქტივობა შეუზღუდოთ (წაუკითხეთ წიგნები და მოუყევით ზღაპრები, გაართეთ ნებისმიერი გზით). დაადეთ ყინულები ნატკენ ადგილზე. საშიში სიმპტომების შემთხვევაში მოიქეცით ასე:
შეაფასეთ სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა და კრიტიკული მდგომარებისას დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია: თუ სუნთქვა და სისიხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია, მაგრამ ცნობიერებაა დაბინდული, დააწვინეთ ბავშვი ზურგით სწორ და მყარ ზედაპირზე. ხელებით დაუფიქსირეთ თავი და ყურადღებით დააკვირდით ბავშვის სუნთქვას. თუ ასეთ მდგომარეობაში სუნთქვა გაუძნელდება და უხვი ნერწყვდენა ექნება, გადააწვინეთ გვერდზე. გადაწვენისას ეცადეთ თავმა რაც შეიძლება ნაკლებად იტრიალოს და იმოძრაოს ხერხემალთან კისრის მიმართებაში. დააფიქსირეთ თავი და არ მისცეთ ტრიალის საშუალება. თუ ბავშვი გონზეა, დაელოდეთ სამედიცინო ბრიგადის დახმარებას და დატოვეთ ბავშვი ბალიშის გარეშე ზურგზე მწოლიარე. არ მისცეთ საკვები და წყალი. ნუ გაამოძრავებთ ბავშვს უკიდურესი საჭიროების გარეშე. სისხლდენის შეჩერების დროს:
იხელმძღვანელეთ სისხლდენის და ჭრილობის დამუშავების საყოველთაოდ აღიარებული წესების მიხედვით. ქალის დაზიანებისადმი ოდნავი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მოერიდეთ ჭრილობაზე პირდაპირ ზეწოლას - დაფარეთ ის გადასახვევი მასალით და უცხო სხეულს, მისი არსებობის შემთხვევაში არ შეეხოთ, დატოვეთ ადგილზე. არ სცადოთ მისი ამოღება.