ეს სათამაშო შეიცავს 6 ქიმიურ ნაერთს, რის გამოც გოგონა საავადმყოფოში მოხვდა
ეს სათამაშო შეიცავს 6 ქიმიურ ნაერთს, რის გამოც გოგონა საავადმყოფოში მოხვდა
ილინოისში მცხოვრებმა კაილი კრევენსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი 3 წლის შვილის შოკისმომგვრელი ფოტო, რომელსაც ბავშვთა კოსმეტიკის მოხმარების შემდეგ განუვითარდა მძიმე ალერგიული რეაქცია. დედამ რამდენიმე დღით ადრე შვილს აჩუქა საბავშვო კოსმეტიკის ნაკრები, რომლის გამოყენების შემდეგ ბავშვს დაეწყო ძლიერი ალერგიული რეაქცია. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადით პედიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

"24 საათის განმავლობაში აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი გახდა მძიმე ავადმყოფი - თვალები ისე დაუსივდა, რომ ვეღარ ახელდა, სახეზე გაუჩნდა წყლულები და ტანზე გამოაყარა, სახე ისე
უხურდა, რომ ყოველ ნახევარ საათში ყინულებს ვადებდით. ბავშვი რამდენიმე დღე ვერ ჭამდა საჭმელს, რადგან ტუჩები დამსკდარი ჰქონდა". კაილი მშობლებს ურჩევს, რომ სანამ შეიძენენ მსგავს პროდუქციას, კარგად წაიკითხონ მისი შემადგენლობა.
mshoblebi
"ამ ნაკრების კოსმეტიკურ საშუალება შეიცავს 6 ქიმიურ ნაერთს, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციას. სამწუხაროდ, ლიდია აღმოჩნდა დაზარალებულთა რიგებში".
mshoblebi
საბედნიეროდ, გოგონა უკეთ გრძნობს თავს. გამონაყარი და სიწითლე ნელ-ნელა ალაგდა. ლიდიას სახეს ისევ დაუბრუნდა ღიმილი.
7865
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
!!!!!!!!!!!
0
სანამ ბოლო წინადადება წავიკითხე, გული გამისკდა.
10:47 / 23-04-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?