"24 საათის განმავლობაში აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი გახდა მძიმე ავადმყოფი - თვალები ისე დაუსივდა, რომ ვეღარ ახელდა, სახეზე გაუჩნდა წყლულები და ტანზე გამოაყარა, სახე ისე უხურდა, რომ ყოველ ნახევარ საათში ყინულებს ვადებდით. ბავშვი რამდენიმე დღე ვერ ჭამდა საჭმელს, რადგან ტუჩები დამსკდარი ჰქონდა". კაილი მშობლებს ურჩევს, რომ სანამ შეიძენენ მსგავს პროდუქციას, კარგად წაიკითხონ მისი შემადგენლობა.
"ამ ნაკრების კოსმეტიკურ საშუალება შეიცავს 6 ქიმიურ ნაერთს, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციას. სამწუხაროდ, ლიდია აღმოჩნდა დაზარალებულთა რიგებში".
საბედნიეროდ, გოგონა უკეთ გრძნობს თავს. გამონაყარი და სიწითლე ნელ-ნელა ალაგდა. ლიდიას სახეს ისევ დაუბრუნდა ღიმილი.