ვირტუალური აუტიზმი - ეს უკვე რეალობაა!
ვირტუალური აუტიზმი - ეს უკვე რეალობაა!
პრობლემა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყოველწლიურად. შემთხვევათა 90%-ში მშობლები აღიარებენ, რომ მათი ბავშვები დღის მანძილზე 4-5 საათს ატარებენ ტელევიზორთან, მობილურ ტელეფონთან ან გაჯეტებთან.

უფროსებისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან გატარებული 5 საათი არ წარმოადგენს საგანგაშო ფაქტორს, მაგრამ პატარა ბავშვებისთვის (0-2 წლის) ელექტრონული გაჯეტები უბრალოდ დამანგრეველ ეფექტს იძლევა. მარიუს ზამფირმა (ფსიქოლოგი და რუმინეთის ბავშვთა აუტისტური ცენტრის კოორდინატორი) გამოიგონა ტერმინი "ვირტუალური აუტიზმი" და გაუზიარა კოლეგებს საკუთარი გამოკვლევების შედეგები: "უმეტეს შემთხვევევბში, ბავშვებს, რომლებსაც 5 საათით ტოვებდნენ ეკრანებთან ვირტუალურ რეალობასთან, გამოუვლინდათ ფსიქომოტორული განვითარების, მეტყველების და
ქცევის დარღვევები (აუტიზმი)".

"ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სიმპტომებით "ვირტუალური აუტიზმი" არაფრით განსხვავდებოდა კლასიკური აუტიზმისგან. განსხვავება მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ პირველ შემთხვევაში საქმე გვქონდა ბიოლოგიურ- ნევროლოგიურ განუვითარებლობასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში - ნეიროგანვითარების არარსებობასთან, რომელიც გამოწვეულია ვირტუალური რეალობით".


თუ აუტიზმის პრობლემა გაღელვებთ, ეს ინფორმაცია დაგჭირდებათ


როგორც წესი, ბავშვები სიტყვების მნიშვნელობას და აზრს იგებენ სხვადასხვა სათამაშოთი თამაშის, ადამიანებთან ურთიერთობის, მათი მოქმედებისა თუ ქცევის შედეგად. ისინი სიტყვიერად უხსნიან ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობას. მაგ: პანამა ასოცირდება მზესთან
და სიცხესთან, თბილი ქუდი კი - სიცივესთან და ზამთართან. ბავშვის ტვინი ვერ ვითარდება შეხების (სათამაშოებთან, საგნებთან ადამიანებთან) გარეშე. ხმაური და შუქი - რაც ეკრანიდან მოდის, მხოლოდ ფიზიკურად იზიდავს ბავშვის ყურადღებას. ამ შემთხვევაში ვერ ვითარდება გონებრივი შესაძლებლობები.
mshoblebi
ეკრანი იმდენად იზიდავს ბავშვის ყურადღებას და მის გრძნობებს, რომ ის ვეღარ აცნობიერებს რა ხდება მის გარშემო - რეალურ სამყაროში. ეკრანზე გამოსახულება ხომ უფრო ჩქარი, ხმაურიანი და ფერადია. ასე ყალიბდება დამოკიდებულება შუქზე, ხმაურსა და ნახატებზე, რაც ბავშვის იზოლირებას ახდენს გარე სამყაროსთან.

ხმაური, მკვეთრი შუქი, კადრების სწრაფი მონაცვლეობა (მულტფილმების შემთხვევაშიც), ბავშვში იწვევს ნეგატიურ ემოციებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადადის აგრესიულ და უკონტროლო ქცევაში.

ექიმები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, 2 წლამდე ბავშვები რაც შეიძლება დიდი ხნით ასეირნონ ქუჩაში, ბუნებაში. აკონტაქტონ მათზე უფროს ბავშვებთან, უფროსებთან, რომლებიც ისაუბრებენ და ითამაშებენ მათთან.

რუმინეთის ბავშვთა აუტისტურმა ცენტრმა დაიწყო კამპანია "შევაჩეროთ ვირტუალური აუტიზმი". მისი მიზანია აამაღლოს ცნობიერება საკმაოდ სერიოზულ შედეგებზე (უფროსებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებში), რასაც იწვევს კომპიუტერისა და ტელევიზორის უკონტროლო ყურება.
8626
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
???????????
0
და თუ ყველა ვირტუალურ სივრცეში ცხოვრობს, განდეგილი გახდეს????
16:25 / 25-05-2018
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
1
თუ ყველა აუტისტი იქნება, მერე არაუტისტი იქნება უმცირესობაში.
10:27 / 07-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?