როგორ შევაგუოთ ბავშვი სათვალეს - 5 ხერხი პრობლემის დასაძლევად
როგორ შევაგუოთ ბავშვი სათვალეს - 5 ხერხი პრობლემის დასაძლევად
დღეს ძალიან ბევრი ბავშვი ატარებს სათვალეს. განსაკუთრებით სასკოლო ასაკში. ზოგს უჭირს მასთან შეგუება, თუმცა შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებს სათვალის კომპლექსი გადალახული აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ სათვალე მოდაშია. ასეც არის, თითქმის ყველა ცნობილი მოდის სახლის დიზაინერები მუშაობენ დახვეწილი სათვალეების შექმნაზე. არაერთი ფსიქოლოგი კი ადამიანებს, ვისაც სათვალესთან შეგუება უჭირს, ახსენებს, რომ სათვალე მოდური აქსესუარია.
ეს "არგუმენტი" განსაკუთრებით ბავშვებს ხიბლავთ. მათი ჯანმრთელობისთვის ხომ სათვალეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თუ ბავშვი აპროტესტებს სათვალის გაკეთებას, აუცილებლად უნდა დაარწმუნოთ, რომ მის ტარება მოდურია და ძალიან უხდება.
მაგალითად ტელეიმედის ჟურნალისტი დავით ცაგარელი ერთი კვირის განმავლობაში პირდაპირ ჩართვებში სათვალით გამოდიოდა. ამას თავისი შვილის, 9 წლის ნიკოლოზისთვის აკეთებდა, რომელსაც სათვალესთან შეგუება უმძიმდა... ამ ნაბიჯით მამამ დაარწმუნა, რომ სათვალის ტარებაში რთული და ცუდი არაფერი არ არის. არსებოს სხვა ხერხებიც, რომ ბავშვი სათვალეს შეეგუოს.
mshoblebi

5 ხერხი, როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სათვალეს

  • მიეცით საშუალება, ყიდვისას თავად აარჩიოს სათვალე. რომელი ფერი თუ ფორმა მოსწონს, ჯობია თავად გადაწყვიტოს.
  • თუ მაინც აპროტესტებს, უთხარით, რომ ძალიან უხდება, რომ მასში უფრო დიდს ჰგავს და სხვებზე ჭკვიანი ეგონებათ.
  • დაუსახელეთ მისთვის ნაცნობი ადამიანი ან პერსონაჟი, რომელიც სათვალეს ატარებს (თუნდაც ჰარი პოტერი). კარგია, თუ ცოტა ხნით
    ოჯახის წევრებიც მოირგებენ სათვალეს, რა თქმა უნდა, არა გამადიდებელი მინებით.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სათვალე შეიძინოთ, რომლის ტარებაც კომფორტული იქნება. ხარისხიანი სათვალე, როგორც წესი, მაქსიმალურადაა მორგებული ბავშვის საჭიროებებს.
  • უკვე ქართულ ბაზარზეც არსებობს სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი ოპტიკური სათვალეების ხარისხიანი ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია "რონიკოს" ოპტიკური სალონების ქსელში.
  • ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სასათვალე ლინზას, ანუ მინას. ბავშვებისათვის განსაკუთრებულად რეკომენდირებულია ორგანული მინა და არა მინერალური, რადგან ის უფრო მსუბუქი და ნაკლებად მსხვრევადია.

შეგახსენებთ, რომ ადრეულ ასაკში აღმოჩენილი მხედველობის პრობლემა, რომელსაც სწორი დიაგნოსტირება და ასევე სწორად შერჩეული სათვალე და ლინზა მოჰყვება, ნამდვილად არის სიტუაციის გამოსწორების გარანტია.
იმისათვის, რომ ბავშვის მხედველობის პრობლემა დროულად და ეფექტურად აღმოიფხვრას, მშობელმა დროულად უნდა მიმართოს ექიმ - ოფთალმოლოგს. სამწუხაროდ, ადრეული ნიშნები მშობლებს ხშირად გამორჩებათ ხოლმე მხედველობიდან ან სერიოზულ ყურადღებას არ აქცევენ პატარ-პატარა სიმპტომებს.
mshoblebi

როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ ბავშვი ოფთალმოლოგთან მისაყვანია:

თვალების ჭუტვ
თუ ბავშვი ხშირად ჭუტავს თვალებს (მნიშვნელობა არა აქვს, რაიმეზე დაკვირვებისას იქცევა ასე თუ ზოგადად ასე იმზირება) - ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ ბავშვი ცუდად ხედავს ობიექტებს, რომლებიც მოშორებითაა განლაგებული.
ხშირი თავის ტკივილი
ოფთალმოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ თავის ტკივილი, შესაძლოა, თვალის ზედმეტად დატვირთვის ბრალი იყოს. თუ ბავშვი ხშირად უჩივის თავის ტკივილს, შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი მხედველობის პრობლემაც იყოს.

სწავლაში ჩამორჩენა
იმის გამო, რომ ნორმალურად ვერ ხედავს, რა წერია დაფაზე, შეიძლება, ვერც წიგნიდან კითხულობს ადვილად. თუ სწავლაში გაუარესება შენიშნეთ; ასევე წერა-კითხვის ათვისების გაძნელება ან ხშირი დაღლილობა წერისა და კითხვის დროს, ეჭვი მხედველობის პრობლემებზეც გქონდეთ.

mshoblebi
****
ძალიან კომფორტულია და ეკონომიურიც, როცა ბავშვის გასინჯვა-დიაგნოსტირება, რეცეპტის შედგენა, სასურველი ჩარჩოსა და სასათვალე ან კონტაქტური ლინზის შერჩევა ერთ სივრცეში ხდება. ეს საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა უცხოეთში, საქართველოში კი ამ სისტემით მაღაზიათა ქსელი "რონიკო" მუშაობს. ნებისმეირი სახის ოპტიკურ პროდუქციასთან ერთად, "რონიკოს" მაღაზიათა ქსელში არსებობს სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი სათვალეების ბრენდი - შწინგ. ამ ბრენდის სათვალეები მსუბუქი და დრეკადია, არ ტყდება და ადაპტირებულია ბავშვის ყველანაირ აქტივობებთან, დამზადებულია ანტიალარგიული მასალით, ფასი კი ნამდვილად ხელმისაწვდომია. "რონიკოს" ექიმი ოფთალმოლოგი გადაამოწმებს თქვენი შვილის მხედველობას - დაადგენს მისთვის საჭირო სათვალის თუ კონტაქტური ლინზის ნომრებს და გამოწერს შესაბამის რეცეპტს. აქვე შეარჩევთ შესაფერის ჩარჩოს და მინას, ხოლო ოსტატი დაგიმზადებთ სათვალეს ბავშვის ინდივიდუალური პარამეტრების გათვალისწინებით.

2258
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?