კბილებისა და სახის განვითარება კომპლექსურია და დამოკიდებულია გენეტიკასა და გარემოზე არასწორი თანკბილვა - ეს არის საკითხი, რომელიც უამრავ მშობელს აწუხებს და პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა გზით ცდილობს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, კბილებზე ზრუნვა ჯერ კიდევ სარძევე კბილებით უნდა დაიწყოს და არ უნდა იფიქროთ, რომ ის მაინც ამოსაღებია და ზედმეტ ზრუნვას არ საჭიროებს. არასწორმა თანკბილვამ გარკვეულ ასაკში შეიძლება ისეთი პრობლემებიც კი გამოიწვიოს, მაგალითად, გასტრიტი, რომელიც ერთი შეხვედით, კბილებს არაფრით უკავშირდება.
როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს და როგორ უნდა ვებრძოლოთ თანკბილვის ანომალიებს? თანამედროვე შეთავაზებებისა და მეთოდების შესახებ სტომატოლოგიური კლინიკა „ჰეფი დენტის“ ექიმი ორთოდონტი მარიამ ორჯონიკიძე გვესაუბრება.
- კბილებისა და სახის განვითარება კომპლექსურია და დამოკიდებულია გენეტიკასა და გარემოზე. დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება სარძევე კბილებს. მათი ნაადრევი დაკარგვა იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა კბილთა არასწორი დგომა და ადგილის დეფიციტი კბილთა რკალში. არ უნდა გამოგვრჩეს გადიდებული ადენოიდებისა და ტონზილების (გლანდების) არსებობა. გარდა ჯანმრთელობის ზოგადი პრობლემებისა, ისინი იწვევენ კბილთა დგომისა და ყბა-სახის ნორმალური განვითარების დარღვევას. დღეს კიდევ ერთ აქტუალურ და გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს პირღიაობა და ძილის დროს სუნთქვის დარღვევა, მათ შორის, ძილის ობსტრუქციული აპნოე და ხვრინვა. თუკი ბავშვს აღენიშნება რომელიმე პრობლემა, აუცილებელია ჩარევა და მათი დროულად აღმოფხვრა.
მაგალითისთვის, არასწორი ყლაპვის დროს ფერხდება ქვედა ყბის ზრდაში განვითარება, რის გამოც ვიღებთ თანკბილვის ანომალიასა და შესაბამისად, განუვითარებელ სახეს. თანკბილვის ანომალია, ამ შემთხვევაში ქვედა ყბის არასწორი მდებარეობა, მომავალში პრობლემებს უქმნის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს. ასევე ქვედა ყბის განუვითარებლობა ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარების რისკ-ფაქტორია.
- კბილების გასწორების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბრეკეტები და მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატებია. ხშირად სრულფასოვანი შედეგის მისაღწევად პაციენტებს ჭირდებათ ორ ეტაპიანი მკურნალობა, დასაწყისში ფირფიტები და შემდეგ ბრეკეტი, რაც რამდენიმე წელი გრძელდება და ბავშვისთვის არც ისე კომფორტულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შედეგის შენარჩუნება საკმაოდ რთული და ხშრად შეუძლებელიცაა.
როდესაც გვიან ვიწყებთ მკურნალობას, მაგალითად ველოდებით კბილების ამოჭრას, ხშრად გვჭირდება კბილების ამოღება სასურველი შედეგის მისაღებად. თუკი ადრეულად დავიწყებთ მკურნალობას გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით შეგვიძლია კბილების ამოღების რისკი საგრძნობლედ შევამციროთ.
არსებობს კბილების გასწორების კიდევ ერთი უახლესი ალტერნატივა - მიობრეისი, რომელიც ძალიან კომფორტულია ბავშვისთვის და საკმაოდ მისაღები ფასიც აქვს. მისი გამოყენება ხდება სწორედ იმ ასაკში, როცა ზრდა-განვითარების პოტენციალი ყველაზე მაღალია და შედეგიც ამიტომ არის ეფექტური.
- მიობრეისი ავსტრალიური ხარისხის მქონე პროდუქტია, რომელიც სიახლეა საქართველოში, თუმცა აპრობირებული და ტრენდული მეთოდია მსოფლიოში. მიობრეისის საშუალებით კბლების გასწორება ბუნებრივი გზით ხდება. მიოფუნქციური თერაპია - ეს არის საკმაოდ აქტუალური მიმართულება მსოფლიო მედიცინაში და სტომატოლოგიაშიც. ამ დროს ვებრძვით პრობლემის გამომწვევ მიზეზს და არა მხოლოდ მისგან გამოწვეულ შედეგს. ხშირ შემთხვევაში (80%-ში) თანკბილვის ანომალია და კბილთა მჭიდრო დგომა გამოწვეულია კუნთების არასწორი ფუნქციით – არასწორი ყლაპვითა და პირით სუნთქვით. ამ პრობლემების გამო ირღვევა კუნთების წონასწორობა, შედეგად ირევა კბილთა დგომა და ყბა-სახის ნორმალური ზრდა. ბრეკეტ სისტემით გასწორების შემთხვევაში, თუკი კუნთების ფუნქცია მოუწესრიგებელი დარჩა, ხშირია რეციდივი ანუ კბილები უბრუნდება საწყის მდებარეობას. მიობრესის შემთხვევაში კი შედეგი უფრო სტაბილურია, რადგან კუნთის პრობლემა მოგვარებულია.
მიობრეისის სამედიცინო სილიკონის აპარატს პაციენტი ატარებს დღეში მხოლოდ ორი საათი და ღამე, ძილის დროს. მკურნალობის ძირითადი ნაწილია მიოთერაპიული ვარჯიშები, რომელზე წვდომაც სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ენიჭება მომხმარებლის ინდივიდუალური მომხმარებლის სახელითა და პაროლით. მკურნალობის პროცესი 18 თვე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი სამ სხვადასხვა აპარატს გამოიყენებს.
მიობრეისით მკურნალობა დაიტესტა პაციენტებზე საქართველოშიც და 5 თვეში საგრძნობი შედეგი მივიღეთ. ქვეყანაში მიობრეისის სერტიფიცირებული წარმომადგენელი მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკა ”ჰეფი დენტია”.
- მიობრესისის გამოყენებისას მარტივია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რაც საკმაოდ რთულია ბრეკეტების დროს. თუ პაციენტი არ იცავს სწორად ჰიგიენას, ბრეკეტის ფონზე ბავშვებში ხშირად ვითარდება მრავლობითი კარიესი, თეთრი ლაქები კბილებზე, ღძილების ანთება.
მიობრეისი არის სრულიად უმტკივნეულო. მას არც კვებასთან დაკავშირებული აკრძალვები გააჩნია. ბრეკეტების შემთხვევაში იკრძალება მოკბეჩა და მაგარი საკვები.
არ მოითხოვს შედეგის შენარჩუნების ფაზას. ბრეკეტების შედეგის შენარჩუნების ფაზა მინიმუმ მკურნალობის ვადაზე ორჯერ მეტია. თუმცა თუკი კუნთების ფუნქცია არ არის გამოსწორებული, შენარჩუნებაზე მთელი ცხოვრება უწევს ზრუნვა.
მიობრეისი საშუალებას გვაძლევს ადრეულად გავასწოროთ თანკბილვის ანომალია, როდესაც ყველაზე მეტია ზრდის პოტენციალი ბავშვებში. ბრეკეტების შემთხვევაში ხშირად ველოდებით კბილების ამოჭრას, რომ შემდეგ შევძლოთ ბრეკეტების ფიქსაცია და დამატებითი მოუხსნელი აპარატების გამოყენება. ამასთან თუკი ადრეული ჩარევა აუცილებელია, ვიყენებთ 2-ეტაპიან მკურნალობას - პირველ ეტაპზე მოსახსნელ ფირფიტოვან აპარატებს, რაც მოითხოვს მუდმივ ტარებას და საკმაოდ არაკომფორტულია ბავშვებისთვის და შემდგომ ბრეკეტებს. მიობრეისი საშუალებას გვაძლევს პირველი ფაზა უფრო კომფორტული და ეფექტური გავხადოთ, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში მეორე ფაზის -ბრეკეტების ფიქსაციის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
ზოგადად, რომელ ასაკში ჯობია კბილების თანწყობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება?
არასწორად განლაგებული კბილები ან თანწყობის ანომალია ჯობია ზრდა–ჩამოყალიბების დასრულებამდე მოვაგვაროთ. იდელაურია, თუ ამას 12-13 წლამდე მოვასწრებთ. კონკრეტულად მიობრეისით მკურნალობა საუკეთესოა 3-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. ბრეკეტების გაკეთება კი არ ხდება ვიდრე კბილი ზრდას არ დაასრულებს. 12 წლამდე პაციენტებს ბრეკეტებს, ფაქტობრივად, არასდროს უკეთებენ. თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურად ორთოდონტის კონსულტაციის შედეგად ხდება. „ჰეფი დენტში“, რომელიც მიობრეისის სერტიფიცრებული წარმომადგენელია საქართველოში, პრობლემის მოგვარების ოპიმალურ ვარიანტს შემოგთავაზებთ. სერვისი მიღება კი, რომელსაც არაერთი ცალსახა უპირატესობა გააჩნია, თქვენთვის მოსახერხებელი გადახდის პირობებით შეგიძლიათ. საკონტაქტო ინფო: 0322 39 50 53, ნუცუბიძის # 2.