რას იხსენებს ნენეს დედა 2 წლის ნენე მოდებაძისთვის მუცლის ღრუში ოპერაცის შემდეგ დოლბანდის დატოვების ფაქტზე უკვე საქმე აღიძრა. ექიმების წინააღმდეგ გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
წაიკითხეთ ამ ფაქტის შესახებ: "უმწეო ბავშვს ოპერაციის დროს მუცლის ღრუში დოლბანდი ჩაუტოვეს" - კიდევ ერთი სკანდალური შემთხვევა ბავშვთა კლინიკიდან
როგორც ნენეს დედა, ლია ალიბეგაშვილი იხსენებს, საფრანგეთის კლინიკის პროფესორმა ეს შემთხევა აფრიკის ფაქტებს შეადარა: "პროფესორმა ტამპონი გამომიტანა და მაჩვენა. აფრიკაშიც აღარ ხდება ესეთი შემთხვევებიო" - აცხადებს დედა.
იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით კი, გამორიცხულია მილიონობით ოპერაცია ყველა ადამიანის ორგანიზმში ასპროცენტიანი სიზუსტით ჩატარდეს.
ევექსის კლინიკური დირექტორის, გრიგოლ ხურციძის განმარტებით კი ნენეს შემთხვაში ჩატარებული ურთულესი ოპერაცია "იტოვებს რისკის ნიშას, რომ დოლბანდი დარჩება".
ნახეთ ვიდეო
იაშვილის კლინიკის დირექტორი: 'გამორიცხულია ყველა ოპერაცია ასი პროცენტით უხარვეზოდ ჩატარდეს'
წაიკითხეთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ფაქტს: "ნენეს ღვიძლი მუცელში ჩარჩენილ კომპრესს არ დაუზიანებია" - იაშვილის კლინიკის სკანდალს ქართველი ექიმი ეხმაურება