შეიძლება თუ არა ჰემანგიომის პრევენცია ორსულობის დროს და როგორ მკურნალობენ ჰემანგიომას რა არის ჰემანგიომა? რა და რა სახის არსებობს ის? შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა და როგორია პრევენცია? - ამ თემაზე ჩაჩავას კლინიკის ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჩოლოყაშვილი გვესაუბრება
- ჰემნგიომა სისხლაძარღვოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჰემანგიოსარკომასთან, რომელიც სისხლძარღვოვან-შემაერთებელქსოვილოვან ავთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს და მისგან არსებითად განსხვავდება, როგორც კლინიკური ნიშნებით, ასევე რა თქმა უნდა ჰისტომორფოლოგიური სურათითაც.
გვხვდება სხვადასხვა ფორმის, როგორც ეგზოფიტურად მზარდი, ანუ ზედაპირიდან ამობურცული, ასევე ენდოფიტური, ანუ ქსოვილის სისქეში გავრცელებული. სტრუქტურის მიხედვით: კაპილარული, კავერნოზული, დატოტვილი, შერეული, ტელეანგიოექტაზიები, ჰიპერტროფიული ფორმები.
- ჰემანგიომის განვითარებას რიგ შემთხვევაში საფუძვლად უდევს გენეტიკური წინასწარგანწყობა. პრევენცია, რომ ბავშვს არ აღმოაჩნდეს ჰემანგიომა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჭორფლი, ხალები და ლაქები - როდის უნდა მიმართოთ აუცილებლად ექიმს?
- არავითარი მეცნიერულად დასაბუთებული კორელაცია არ არსებობს დედის გაციებასა და ნაყოფში ჰემანგიომის განვითარებას შორის, ეს მითია.
- დიახ შეიძლება, ჰემანგიომა განვითარების და სტრუქტურის მიხედვით სახვადასხვა ფორმის არსებობს. თანდაყოლილი ფორმებია: კაპილარული, კავერნოზული. შეძენილ ჰემანგიომებს შორის უფრო გავრცელებულია: ვარსკვლავისებური ტელეანგიოექტაზიები, დატოტვილი და შერეული ფორმები.
- ჰემანგიომები გვხვდება როგორც კანის ზედაპირზე დაახლოებით 70% და მათგან უმეტესი თავ-კისრის არეშია (ამ დროს ხდება დათვალიერება კროსპოლარული ნათების მქონე დერმატოსკოპით), ასევე შინაგან ორგანოებშიც, მაგ. ღვიძლში საკმაოდ გავრცელებულია და ყველა ტიპის კლინიკური კვლევისას - ულტრასონოგრაფიაზე, რენტგენზე, კარგად გამოხატული, გლუვი კონტურები აქვს.
- ჰემანგიომა იკურნება ისევე სრულად, როგორც ყველა კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.
- მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მორფოლოგიური აგებულების არის და სად ლოკალიზდება, ამის მიხედვით ვიყენებთ სკლეროთერაპიას, რადიოსიხშირულ აბლაციას, თერმულ დესტრუქციას როგორც დაბალი, ასევე მაღალი ტემპერატურული რეჟიმით, ენდოვასკულარულ ოკლუზიას.
- როგორც ზევით აღვნიშნე, ლოკალიზაცია აქვს სხვადასხვა, იმ შემთხვევაში, თუ ის მდებარეობს სასუნთქ გზებთან ახლოს, როგორც ზედა, ასევე ქვედა, თუ ახლოს არის თვალთან და დამოუკიდებლადაც, რომ არ იყოს აქტიურად მზარდი, სხეულის ზრდასთან ერთად მაინც აღწევს საკმაო ზომებს და საჭიროა დაიგეგმოს მისი მოცილება სპეციალისტის მიერ. ასევე ხშირია, როცა ჰემანგიომა ახლოს არის რომელიმე მსხვილ ნერვთან და მისი კომპრესიის შედეგად იწვევს ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს, ამ შემთხევაშიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა საჭირო.
სალომე გორგოშიძე