შესაძლებელია ვირუსის მატარებელი იყოს ნებისმიერი სურდოს მქონე პირი, თუმცა მას არაფერი დაუშავდეს ქობულეთში, მენინგოკოქცემიით დიაგნოზით, 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ინფორმაციას ადასტურებს.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ნიჟარაძე ამბობს, რომ რეგიონში დაავადების ფაქტები იშვიათია, თუმცა იგი, ხშირ შემთხვევაში, ლეტალურად სრულდება.
"სამწუხაროდ გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი, დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ეს დაავადება აჭარის რეგიონში იშვიათად ფიქსირდება, წელიწადში საშუალოდ 2 ადამიანი ავადდება. მენინგოკოქცემია სწრაფად პროგრესირებს, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ ორ დღეში მძიმდება. 2016 წლიდან რეგიონში 2-2 ფაქტი გვქონდა და ყოველწლიურად დაავადებული 2-დან ერთი შემთხვევა ლეტალურად სრულდებოდა" - ამბობს ნიჟარაძე.
მედიკოსების განმარტებით, ამ დაავადების სიმპტომებია სიცხე, ყელისა და თავის ძლიერი ტკივილები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები. დაავადება გადამდებია, შესაძლებელია ვირუსის მატარებელი იყოს ნებისმიერი სურდოს მქონე პირი, თუმცა მას არაფერი დაუშავდეს.
დაავადების რისკის ქვეშ 1-დან 14 წლამდე მოზარდები ითვლებიან. ლეტალობის რისკი 20%-დან 40-%- მდეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს იმუნიტეტი აქვს დაბალი, ან რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია.
აჭარაში მენინგოკოქცემიის ფაქტი წელს პირველად დაფიქსირდა.
საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის 20-მდე შემთხვევა რეგისტრირდება. მაღალია მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა (10-20%), განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს. მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან ბავშვები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადმყოფთა 70%-ს შეადგენენ. შემთხვევათა მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე.
ეპიდემიოლოგ პაატა იმნაძის განმარტებით, შეიძლება ადამიანს არაფერი სჭირდეს, უბრალოდ, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი და შეიძლება რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ გადარჩენა ვეღარ შეძლოს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
"თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, დედამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს სხეული და ერთი ცალი პატარა ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევაც რომ ნახოს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ესაა მენინგოკოკცემისგან ერთადერთი თავდაცვა.
მენინგოკოკურ ინფექციას მტარებლობა ახასიათებს, ეს ნიშნავს, დღეს თბილისში რომ გამოიკვლიოთ მოსახლეობა, 1% იქნება ამ დაავადების მტარებელი, ოღონდ მათ არაფერი არ ჭირთ, ჯანმრთელები არიან, ორი კვირა ერთი ადამიანი იქნება მტარებელი, ორი კვირა სხვა და ასე რომ ჩამოივლის ყველას, ვიღაცას ამოარჩევს, რომელსაც დაემართება მენინგოკოკცემია. ამ დაავადების თვისება ის არის, რომ ვერ გავიგებთ, შეიძლება ისე უცებ დაგვემართოს." აცხადებს პაატა იმნაძე.
წაიკითხეთ ასევე:
მენინგიტის 10 სიმპტომი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს როგორ ვრცელდება მენინგიტი და რით არის საშიში როგორ უნდა ვუშველოთ ავადმყოფს - რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან