პედიატრის რეკომენდაცია - როგორ ავირიდოთ ძუძუს დვრილების დახეთქვა ლაქტაციის პერიოდში და როგორ შევარჩიოთ ახალშობილის კანის მოვლის საშუალებები - მშობლები

პედიატრის რეკომენდაცია - როგორ ავირიდოთ ძუძუს დვრილების დახეთქვა ლაქტაციის პერიოდში და როგორ შევარჩიოთ ახალშობილის კანის მოვლის საშუალებები

2018-05-22 07:25:34+04:00

სკოლის ასაკში, იმ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებოდნენ, ინტელექტუალური კოეფიციენტი გაცილებით მაღალი აქვთ ყველასათვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანი და შეუცვლელია დედის რძე ახალშობილისთვის. ხშირად ახალგაზრდა დედებში აღინიშნება ძუძუს დვრილის დახეთქვა, სისხლდენა, რაც ბავშვის კვებას ართულებს, რადგანაც ეს პროცესი ზოგჯერ აუტანელ ტკივილთანაა დაკავშირებული. როგორ უნდა მოუაროს ქალმა ძუძუს დვრილს და არსებობს თუ არა უსაფრთხო საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

მაია ხერხეულიძე- მედიცინის დოქტორი, თსსუ ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: ქალის რძე უნიკალური, შეუცვლელი და საუკეთესო საკვებია, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას მაკრო და მიკრო ნუტრიენტებს და სრულად აკმაყოფილებს 6 თვემდე ასაკის ჩვილის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. ქალის რძე შეიძლება წამლადაც განვიხილოთ. დადგენლილია, რომ დედის რძე ჩვილს იცავს როგორც მწვავე (სასუნთქი სისტემის ინფექციები, პნევმონია, ოტიტი, დიარეა, მენინგიტი და სხვ), ისე მოგვიანებით პერიოდში განვითარებული დაავადებებისგან, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი, ლეიკოზი, ლიმფომა და ა.შ. ბუნებრივ კვებას უდიდესი როლი ენიჭება ჩვილის გონებრივი განვითარებისთვისაც. მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ სკოლის ასაკში, იმ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებოდნენ, ინტელექტუალური კოეფიციენტი გაცილებით მაღალი აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუთი კვებას დიდი უპირატესობა აქვს თავად ქალის ჯანმრთელობისთვისაც. მისი ადრეული დაწყება იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისგან, ამცირებს დედასთან ოსტეოპოროზის, სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკს. ამიტომ ყველა ექიმის მოვალეობაა, კარგად განუმარტოს დედას ძუძუთი კვების უპირატესობა, რაც დაეხმარება მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ხელს შეუწყობს, როგორც დედის ისე ჩვილის ჯანმრთლობას.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ძუძუთი კვების დროს, ვლინდება სხვადასხვა პრობლემა, რომელმაც შესაძლებელია დედას ძუძუთი კვების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიაღებინოს. ერთერთ ასეთ დაბრკოლებას დვრილის ნახეთქები წარმოადგენს, რაც ძუძუთი კვებისას ძლიერ ტკივილს იწვევს და ხშირად ხდება ძუძუთი კვებაზე უარის თქმის მიზეზი.

mshoblebi

იმისათვის რომ ნახეთქი არ განვითარდეს, ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს ძუძუსთან სწორ პოზიციას - ბავშვი მთელი სხეულით უნდა იყოს ძუძუსკენ მიბრუნებული, პირი ფართოდ უნდა იყოს ღია, ბავშვის პირის ღრუში არა მარტო დვრილი, არეოლას ნაწილიც უნდა იყოს მოთავსებული, ნიკაპი ძუძუს უნდა იყოს მიბჯენილი. არასწორი პოზიცია ხშირ შემთხვევაში იწვევს დვრილის ნახეთქის განვითარებას. ამასთანავე მეტად მნიშვნელოვანია, რომ თეთრეული იყოს ბუნებრივი ქსოვილის და თავისუფალი. გალაქტორეას შემთხვევაში არსებობს სპეციალური საფენები, რომელიც სარძევე ჯირკვლს სიმშრალეს უნარჩუნებს. ხშირად დაზიანების მიზეზი თავად ქალის მხრიდან ზედმეტი ჰიგიენის დაცვაა. დედები ყოველი ძუძუთი კვების წინ, ცდილობენ სარძევე ჯირკვლის საპნით ან სპირტხსნარით ჩამობანას, რაც კანს ძალიან აზიანებს, აშრობს და დახეთქვისკენ მიდრეკილს ხდის. ამის საჭიროება არ არის, რადგანაც ორსულობის დროს, სარძევე ჯირკვლაზე, არეოლას არეში წარმოიქმნება მონტგომერის ჯირკვლები, რომელიც გამოიმუშავებს სეკრეტს. ეს უკანასკნელი ადეზინფიცირებს სარძევე ჯირკვალს, ხოლო მასში არსებული ცხიმოვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი აპკი იცავს დაზიანებისაგან. საპონი ზოგადი ჰიგიენური პროცედურისას უნდა გამოვიყენოთ და არა ყოველი კვების წინ.

დვრილის ნახეთქის განვითარების პრევენციისთვის და უშუალოდ ნახეთქების სამკურნალოდ, ქალმა შეიძლება რძის ბოლო ულუფა გამოიწველოს, წაისვას დვრილსა და არეოლაზე და გაიშროს ჰაერზე.

დღესდღეობით ბევრი, კარგი საშუალებაა, რომელიც შეიძლება დვრილის ნახეთქის პროფილქტიკისა და მკურნალობისთვის გამოვიყენოთ. ერთერთი ასეთი „ვეას“ პროდუქტი, E ვიტამინის შემცველი, აბსოლუტურად ნატურალური კომპონენტებისაგან შემდგარი მალამო- ვეა ოლიოა, რომელიც შესანიშნავად ატენიანებს კანს და ეფექტურად ახორცებს ჭრილობას. იგი სწრაფად აღადგენს დამსკდარ არეებს, წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ ფენას, და ხელს უშლის ნახეთქების თავიდან განვითარებას.

დვრილზე წასასმელი მალამო, პირველ რიგში, აბსოლუტურად უსაფრთხო უნდა იყოს ბავშვისთვის. ვეა ოლიო არ საჭიროებს ჩამობანას. ჩვილის პირის ღრუში მოხვედრის შემთხვევაშიც კი, არ იწვევს გვერდით რეაქციებსა და მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ მალამო ვეა ოლიო, გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებების შემთხვევაში უშუალოდ ლორწოვან გარსზე (აფთების, სტომატიტის, წყლულების, პროთეზირებით გამოწვეული გაღიზიანების და სხვ. დროს).

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვეა ოლიო ეფექტურად ატენიანებს დვრილსა და არეოლას. ამიტომ თუ მას გამოვიყენებთ დვრილის ნახეთქების გაჩენამდე, ამით ამ დაზიანების პრევენციას მოვახდენთ.

mshoblebi

ზოგადად, როგორი უნდა იყოს ახალშობილის მოვლის საშუალებები და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი?

ახალშობილის და ჩვილი ბავშვის კანი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი ორგანო და მნიშვნელოვანი ბარიერია, რომელიც იცავს ბავშვის ორგანიზმს გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან. მოზრდილთან შედარებით ჩვილის კანი უფრო ნაზია, ფაქიზი, ადვილად ზიანდება და ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლას საჭირობს, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა გამღიზიანებელი ფაქტორის, მათ შორის ინფექციის შეჭრა. ახალშობილის კანი მდიდარია სისხლძარღვებით, ამიტომ ადვილად იწოვება ყველა ნივთიერება. ახალშობილისთვის გამოსაყენებელი მალამო არ უნდა შეიცავდეს გამღიზიანებელს და სპირტს, რადგანაც შეწოვის მაღალი ხარისხის გამო, შეიძლება ამან გარკვეული პრობლემები შექმნას. ახალშობილის კანისთვის განკუთვნილი საშუალება უნდა იყოს ჰიპოალერგიული. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ „ვეას“ ახალშობილის მოვლის საშუალებები მონოკომპონენტიანი, E ვიტამინზე დამზადებული მალამოებია. E ვიტამინის მიღების ერთერთი საუკეთესო გზა კი კანის ზედაპირია.

ახალშობილის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მნიშვნელოვანია მისი ჰიგიენა, დაბანა, გასუფთავება. დღეს ბაზარი გაჯერებულია ბავშვის ჰიგიენური საშუალებებით. რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი შერჩევისას?

ახალშობილის დაბანა მნიშვნელოვანია ყოველდღე, 6 თვიდან კი დღეგამოშვებით. ჩვილის დასაბანი გელი მიზანშეწონილია იყოს ჰიპოალერგიული, რომ თავად არ გამოიწვიოს ჩვილის ნაზი კანის გაღიზიანება. მნიშვნელოვანია, რომ დასაბანმა საშუალებამ არ შეცვალოს მნიშვნელოვნად კანის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა, რომ არ მოხდეს კანის გამოშრობა. დასაბანად მიზანშეწონილია ნეიტრალური საშულების შერჩევა, რომელიც კანის ph ბალანსს არ დაარღვევს, არ გამოაშრობს და გააღიზიანებს მას. ასეთია ვეა დეტერგენტე- ჩვილებისა და ახალშობილების ყოველდღიური მოვლის შესანიშნავი საშუალება. ვეა დეტერგენტე ევროპული ხარისხის ჰიპოალერიული დასაბანი გელია, რომლიც გასუფთავებასთან ერთად შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს ჩვილის კანს და იცავს მას გაშრობისგან. იგი გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. ვეა დეტერგენტე აგრეთე იცავს კანს ატოპური დერმატიტის და სხვა ტიპის ალერგიული პრობლემების განვითარებისგან და ამცირებს უკვე არსებულის გამოვლინებას.

ალერგიისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში, აბაზანა ხანგრძლივი არ უნდა იყოს, დაახლოებით 10 წუთი. გამშრალების შემდეგ, ალერგიის გამძაფრების თავიდან ასაცილებლად, კანი აუცილებლად უნდა დავატენიანოთ სპეციალური ატოპური დერმატიტისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საშუალებით.

უნიკალური დასაბანი საშუალება ვეა დეტერგენტე ინტიმური ჰიგიენისთვისაც მნიშვნელოვანია იმით, რომ არ ცვლის ph და მიკრობულ ფლორას.

როგორც უკვე აღნიშნეთ, ახალშობილის კანის სიჯანსაღისათვის მნიშვნელოვანია მისი დატენიანება. როგორ და რა საშუალებებითაა შესაძლებელი ახალშობილის კანის დაცვა გამოშრობისაგან?

საინტერესოა „ვეას“ კანის მოვლის, E ვიტამინზე დამზადებული ზეთოვანი ვეა სპრეი, რომელიც ძალიან სწრაფად იწოვება, ატენიანებს კანს, უზრუნველყოფს კანის ელასტიურობის მომატებას, ეხმარება კანს ბარიერული თვისებების აღდგენაში და აღმოფხრის ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს. იგი კანს იცავს გაღიზიანების, მაცერაციის, ჩამოფრცქვნისა და დაზიანებისაგან. ხელს უშლის ატოპიის ანუ ალერგიის განივთარებას.

E ვიტამინის შემცველი, დამატენიანებელი, უფრო ცხიმოვანი საშუალება- ვეა ლიპოგელია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია კანის გაღიზიანების, გამოხატული ატოპური დერმატიტის, მკვეთრი სიმშრალის დროს, არა მარტო ჩვილებში და ახალშობილებში, არამედ მოზრდილებშიდაც- ნაოჭების პრობლემების შემთხვევაში.

mshoblebi

E ვიტამინი ანტიოქსიდანტური და მარეგენერირებელი თვისებებით შეუცლველია. ლიპოგელი არ იძლევა კანიდან სითხის დაკარგვის საშუალებას, ის სწრაფად ახდენს დაზიანებული, ანთებითი უბნების ალაგებას. ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს.

„ვეას“ მოვლის ხაზი, ერთის მხრივ პრევენციის მოხდენისა და მეორეს მხრივ ჯანმრთელი კანის (რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება დაზიანდეს ახალშობილის სუსტი ბარიერული ფუნქციის გამო) მოვლის საშუალებას გვაძლევს, ამასთან უკვე წარმოქმნილ პრობლემებსაც ეფექტურად უმკლავდება. ეს არის პროდუქცია, რომელიც ყველა ასაკში - 0 თვიდან, ასაკის შეუზღუდავად, გამოიყენება: პირის ღრუს პრობლემების, ტუჩის კუთხის ნახეთქების, თვალის ირგვლივ, მიმიკური ნაოჭების, მოზრდილებში კანის სიმშრალის დროს.

პამპერსი რამდენადაც კომფორტულია ბავშვისა და დედისთვის, იმდენად შესაძლებელია გამოიწვიოს ახალშობილის კანის სხვადასხვა გაღიზიანება. ამასთან ზოგჯერ ბავშვი შეიძლება ნაოფლის ან კანის სხვა რაიმე პრობლემის გამო წუხდეს. რას გვირჩევდით ამ შემთხვევაში?

პამპერსში გვჭირდება მალამო, რომელიც სიმშრალეს შეინარჩუნებს. საფენის მიდამოში სისველემ შეიძლება ძალიან სერიოზული დაზიანება და გამოყელვა გამოიწვიოს. საფენის დერმატიტის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა, საფენის ხშირი გამოცვლა, გამოცვლისას ბავშვის ჩაბანვა, კარგად გამშრალება, რათა არ შეყვეს საფენის მიდამოში ტენი და სპეციალური საფენის ქვეშ წასასმელი დამცავი მალამოს გამოყენება.

პამპერსის შიგნით გამოსაყენებელი მალამოები, ხშირ შემთხვევაში შეიცავს თუთიას. ამ მიკროელემენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ორგანიზმისთვის, იმუნიტეტისა და ბარიერული ფუნქციების გაძლიერებისთვის.

mshoblebi

ვეა ზინკო შეიცავს მიკრონიზირებულ თუთიისა და E ვიტამინის უნიკალურ კომბინაციას. თუთია ინარჩუნებს სიმშრალეს, ამცირებს გაღიზიანებას, ქმნის დამცავ აპკს და პამპერსის მიდამოში, პრაქტიკულად არ აძლევს კანს სხვადასხვა გამონაყოფისაგან დაზიანების საშუალებას. E ვიტამინი კი კანს ზედმეტი გამოშრობისგან იცავს. ვეა ზინკოს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ეპითელური ქსოვილის აღმდგენი- რეგენერაციული, ბარიერული, ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. შეიძლება ითქვას რომ იგი მოქმედებს საფენის მიერი დერმატიტის ყველა ნიშანის ალაგებაზე.

ვეა-ზინკო არ ზრდის საფენში ტენიანობას, ინარჩუნებს კანის სიმშრლეს და მაქსიმალურად სწრაფად ალაგებს გაღიზიანებას. მისი გამოყენება საფენის ქვეშ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან დაიცავს პატარას კანს გაღიზიანებისგან. ვეა ზინკო ასევე მეტად ეფექტურია ნასიცხის გამონაყარის, აკნეს, ნაწოლების, დამწვრობის შემთხვევაში.

მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად, პედიატრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაბანასა და დასაბან საშუალებებზე, ზოგადად კანისა და პამპერსის მიდამოს მოვლაზე, რამეთუ დაზიანებული კანი ნებისმიერი ინფექციისთვის კარიბჭეს წარმოადგენს.

vea.ge

R