"არ მეგონა, ეს თუ ამხელა პრობლემის მანიშნებელი იყო..." დღევანდელი ცხოვრების რეჟიმში, როცა ადამიანს ლამის ყველა წუთი გაწერილი აქვს, ჩართულია ფერხულში და დღის განმავლობაში უამრავი რამის კეთება და უამრავ რამეზე ფიქრი უწევს, ასევე იმ სტრესების ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობას ახლავს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სრულფასოვან დასვენებას. პირველ რიგში კი - ძილს. სწორედ ძილის დროს აღვიდგენთ ფიზიკურ და გონებრივ ძალებს, ვისვენებთ და ვემზადებით ცხოვრების ახალი გამოწვევებისთვის. მოზარდები კი ძილის დროს არა მხოლოდ ისვენებენ, იზრდებიან კიდეც, რაც მეცნიერულადაც არის დამტკიცებული. ამ ყველაფრის ფონზე ალბათ სულაც არ იქნება საოცარი იმის გაგება, რომ ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც ძილს გვირღვევს, გვირღვევს ცხოვრებისეულ რეჟიმს და ჯანმრთელობასაც.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ძილი ერღვევათ, ხვრინვაა. დიახ, დიახ, ხვრინვა, რომელსაც ბოლო წლებამდე ადამიანები სულაც არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ის არა მხოლოდ შემაწუხებელია, არამედ ჯანმრთელობისთვის საფრთხესაც წარმოადგენს იმ ადამიანისთვის, ვინც ხვრინავს.
სოციალურ ქსელში, დედების ჯგუფში, არაერთხელ დაიწერა ამ თემაზე, რომ მეუღლის ან ოჯახის წევრის ხვრინვა საკმაოდ დიდ პრობლემად ქცეულა ოჯახში. მოგვიანებით ერთგვარი გამოკითხვაც ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ლამის ყველა ოჯახისთვის აქტუალურია ეს საკითხი, რადგან ოჯახის ერთი წევრი მაინც ხვრინავს. სანამ ხვრინვის რამდენიმე მიზეზსა და გამოსავალზე გიამბობთ, ჩვენი მკითხველების კომენტარებს გთავაზობთ ამ თემაზე:
"მე ძალიან ვარ შეწუხებული, ბავშვი იღვიძებს მეუღლის ხვრინვაზე, ნასვამი თუა, მით უმეტეს, იმხელა ხმაზე ხვრინავს, კატასტროფაა. მასწავლეთ რამე ხერხი..."
"ჩვენს სახლში ეს სერიოზული პრობლემაა. თუ ჩემმა შვილმა მამამისს არ დაასწრო დაძინება, პრაქტიკულად, ყოველ ღამეს ვათენებთ. ვერაფრით ვერ შეეჩვია და მამის ხმადაბალ ხვრინვაზეც კი უკვე ისტერიკა ეწყება..."
"მეც მაწუხებს, მეუღლე რომ მთვრალია, შუაღამისას მთვრალს ვეჯაჯგურები, გვერდზე დაწექი-თქო და თან გიჟივით მეცინება..."
"მეუღლე არ ხვრინავს, მაგრამ მთელი ცხოვრება ხვრინავს მამაჩემი, თან იმხელა ხმაზე, რომ სხვა ოთახებშიც კი ისმის, ნასვამზე მითუმეტეს..."
"ჩემი მამამთილი ხვრინავს და ჩემს დედამთილს ცხოვრება აქვს გამწარებული. არც ერთი ღამე არ სძინავს. ვუთხარი, ყურსასმენები გაიკეთე-თქო და მერე ვერ გავიგებ ხვრინვას და ძილში რამე არ დაემართოსო. ძაან რომ გააბამს ხვრინვას, აღვიძებს ხოლმე, რომ არ დაიხრჩოს... სამაგიეროდ, მეორე დღეს თვითონ აქვს წნევა..."
"მე მეზობლის ხვრინვა მაწუხებს..."
"ისე ვგიჟდები, ხვრინვას რომ ვიგებ, ხან ვყვირი ბოლო ხმაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახში 7 წევრიდან 5 ხვრინავს, აქედან 1 ბავშვია..."
"ჩემი მეუღლე ისე ხვრინავს, დაბლა სართულის მეზობლებსაც კი აწუხებს...."
"სახლიდან წასვლასაც ვფიქრობდი, მეზობლის ხვრინვა იმდენად შემაწუხებელი იყო, მთელი ღამე მისი "ხრუუუ ხრუუუ" მესმოდა. ახალ წელს თხოვნით მივმართე სანტას, რომ 13 იანვარს იქნებ არ იხვრინოს-თქო და ამისრულდა - იმის მერე დღემდე ვიძინებ მშვიდად..."
როგორც ხედავთ, საკმაოდ აქტუალურია ეს პრობლემა და ბევრმა არც იცის, რამდენად საშიშია ხვრინვა.
გარდა იმისა რომ ხვრივნა არის შემაწუხებელი, ასევე საშიშია ჯანმრთელობისათვის, რადგან არ ხდება ჟანგბადის საკმარისი მიწოდება და სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო შესაძლოა განვითარდეს როგორც ისულტი, ასევე ინფარქტი. შესაძლებელია განვითარდეს აპნოე - სუნთქვის შეჩერება.
ჭარბი წონა პოლიპები, ტონზილები ანატომიური თავისებურება ასაკთან ერთად ზედა სასუნთქი სისტემის ელასტიურობა ქვეითდება და ჰაერის გამტარი გზა ვიწროვდება, რაც ვლინდება შესაბამისი ხმიანობით. და ა.შ.
შეიცავს ასევე იზოტონურ წყალხსნარს, რომელიც აუმჯობესებს ჰაერის გამტარობას ზედა სასუნთქ გზებში, რაც ასევე ხმაურის შემცირების საშუალებას იძლევა. ინიშნება ურეცეპტოდ, 18 წლიდან. ეს საშუალება "სახალხო აფთიაქში" იყიდება და ამბობენ, რომ ძალიან ეფექტური და სრულიად უვნებელია. სცადეთ თქვენც.