ნუგზარ უბერის ოქროს რჩევები ჯანმრთელი შვილების გასაზრდელად: "ბავშვობიდან მოდის ჯანმრთელობა"
ნუგზარ უბერის ოქროს რჩევები ჯანმრთელი შვილების გასაზრდელად: "ბავშვობიდან მოდის ჯანმრთელობა"
ძალიან კარგია, როცა ბავშვს წარმატებით მკურნალობს ექიმი, მაგრამ უკეთესია, თუ საერთოდ არ გახდება ავად. მკურნალობა ექიმის საქმეა, მაგრამ დაავადებებისგან დაცვა ხშირად მშობელზეცაა დამოკიდებული. თსსუ პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის – ნუგზარ უბერი რჩევებს აძლევს მშობლებს ჯანმრთელი შვილების გაზასრდელად. რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როდის უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
- წარმატებული სამედიცინო შედეგი ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე, სამედიცინო კომუნიკაციაზე დგას... ექიმს დამაჯერებელი სამედიცინო არგუმენტაცია უნდა ჰქონდეს და კომპეტენტური იყოს. აუცილებელია გულისხმიერებაც და ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ინტერესები. დღეს მედიცინა
სხვა სიმაღლეზეა. გადახედეთ, როგორ "დაბერდა" მსოფლიოს მოსახლეობა, როგორ გაიზარდა სიცოცხლის ხანგძლივობა, როგორ ლამაზად გამოიყურებიან ჩვენი ბაბუები და ბებიები ვიზუალურად, მენტალურად... მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური პირობები მკვეთრად შეიცვალა, მსოფლიო არარაციონალურად იკვებება და ბევრი ფაქტორია, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, სიცოცხლის ხანგძლივობა მკვეთრად იზრდება. მართვას და წარმატებულ კონტროლს ექვემდებარება ბევრი სერიოზული სამედიცინო პრობლემა, რომელიც ადრე ძალიან სწრაფად ფატალური გამოსავლით მთავრდებოდა. ეს თანამედროვე მედიცინის მიღწევაა! ბავშვობიდან უნდა მივხედოთ ყველა საკითხს, ბავშვობიდან მოდის ჯანმრთელობა... ბავშვობის ასაკში ხდება პრევენცია ენდოკრინოლოგიური, ალერგიული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიის. დღეს მშობლებს საგანგებო მომზადება სჭირდებათ, რათა მათ ჯანმრთელები და ბედნიერები გახადონ
თავიანთი შვილები.

- თქვენი ოქროს რჩევები რომ გაუზიაროთ დედებს, ჯანმრთელი შვილები გაზარდონ...

- ყველაფერი პედიატრიული ასაკიდან იწყება... პირველ რიგში მშობლების სანიტარული განათლება უნდა იყოს მაღალი! ამ დროისათვის ბებიების და წინაპრების გამოცდილება უკვე აღარ არის საკმარისი. დღეს ყველაფერი შეცვლილია და მედიცინა უფრო მტკიცებით ფაქტებზეა აგებული. დღეს სხვა რეალობაა! უცხოურ სამედიცინო ლიტერატურაში ხშირად ნახავთ ტერმინს, კომპლაენსი. ეს გახლავთ ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს, ან ექიმსა და პაციენტის მშობლებს შორის. რაც უფრო მჭიდროა ურთიერთობის ეს ფორმა, მით უფრო კარგი შედეგიაა! მშობელი ზუსტად და სწორად უნდა ასრულებდეს ექიმის რეკომენდაციებს. კარგად უნდა იცოდეს, როდის მიმართოს განმეორებით სამედიცინო დაწესებულებას. შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებისაკენ არის მიმართული გადაუდებელი დახმარების სამსახური, როგორც ამბულატორიული, ასევე ჰოსპიტალური, რაც ჩემი ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად სამედიცინო მიღწევად უნდა ჩაითვალოს. როდესაც გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოჰყავთ მშობლებს ბავშვები, ჩვენ მათ ვაძლევთ რეკომენდაციებს, სადაც არის გაწერილი განმეორების შემთხვევაში და როდის მართებს მშობელს ექიმთან ისევ ბავშვის მიყვანა... მითითებულია ეგრეთწოდებული საგანგაშო ნიშნები, რასაც წითელ ნიშნებსაც ეძახიან და იმ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის ექიმთან მიყვანა...
mshoblebi
დღეს მშობლებს სხვანაირი მომზადება ჭირდებათ. უნდა შეეძლოს იმ პირობების შექმნა, რაც ჯანმრთელი ბავშვის გასაზრდელადაა საჭირო... ეკოლოგია გაფუჭდა და არსებობს სტატისტიკა, რომ დიდ ქალაქებში, ანუ მეგაპოლისებში ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც სოფლებში ან ნაკლებად დასახლებულ პუნქტებში იზრდებიან... დიდი სიფრთხილეა საჭირო საკვებთან დაკავშირებით! მაგალითად, სეზონური ხილიდან ახლა ყველაზე საფრთხილო ხილი მარწყვია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, აღმოჩნდა, რომ მარწყვში 20 პროცენტი შეიცავს პესტიციდებს. იგი ძალიან მავნებელია და განსაკუთრებით ბავშვებისთვის! ასევე ეძლევათ მშობლებს რეკომენდაცია, რომ არ შეიძინონ ხილი, რომელიც გზის გაყოლებაზე იყიდება! ეს ეხება - საზამთროს, ნესვს და სხვა ხილს! შესაბამის პირობებში არ ხდება მისი რეალიზაცია! უმთავრესია წყალი იყოს უსაფრთხო ბავშვისთვის. დასალევად ვიყენებთ თუ საჭმლის მოსამზადებლად, სრულიად სუფთა უნდა იყოს! პროდუქტის მომზადების წესები ზაფხულის პირობებში მკვეთრად ჩამოყალიბებულია. უნდა განცალკევდეს მომზადებული: მოხარშული და უმი პროდუქტი ერთმანეთისგან. ყველა პროდუქტი ცალ-ცალკე უნდა იქნას დამუშავებული! განსაკუთრებით ეს ეხება ბოსტნეულს და უმ ხორცს. ხელსაწყოები, რომლითაც უმ ხორცს ვამზადებთ, წინასწარ კარგად უნდა იქნას თერმულად დამუშავებული... ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა, მრავალ ვიტამინებს შეიცავს, მაგრამ გამდინარე წყალში დიდხანს და კარგად უნდა ვრეცხოთ. მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციით განსაკუთრებით საფრთხილოა - ისპანახი. ეს პროდუქტი შეიძლება ძალიან მავნე გახდეს. ძალიან ბევრ პესტიციდებს შეიცავს, თუ სწორად არ არის მოყვანილი... საფრთხილო პროდუქტებში შედის კვერცხი. კვერცხი მხოლოდ მაგრად მოხარშული გამოიყენეთ. შეიძლება შეიცავდეს სალომენელას და სალმონელოზის გამომწვევი გახდეს. კვერცხი მაქსიმალურად კარგად უნდა იყოს დამუშავებული... ბროკოლი ძალიან სასარგებლო პროდუქტი გახლავთ, რომელიც დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. თუმცა აქაც აუცილებლად კარგად უნდა იქნას დაცული მისი თერმული დამუშავება... ბავშვებისთვის ერთჯერადად უნდა იქნას მომზადებული ბულიონები, სუპები. მხოლოდ ერთი დღე უნდა შეინახოთ მაცივარში. საზამთრო და ნესვი გაჭრისთანავე უნდა იქნას მიღებული, არ არის რეკომენდირებული მისი მაცივარში შენახვა. ხილი სუფთა ხელებით უნდა გაითალოს, შემდეგ ისევ გაირეცხოს. ხელი ზაფხულში კიდევ უფრო ხშირად უნდა დავიბანოთ, მით უფრო ჭამის წინ... რძის პროდუქტებიდან განსაკუთრებით მალფუჭებადია - იოგურტი, ხაჭო, ყველი და არ უნდა შევიძინოთ ისეთ სუპერმარკეტში, სადაც შენახვის პირობები მაქსიმალურად არ არის დაცული. ქუჩაში არანაირი პროუქტი არ უნდა შევიძინოთ...
ყველა ბავშვისთვის განსაკუთრებით საყვარელი პროდუქტია ნაყინი და მისი მირთმევა სამი წლიდან უკვე თავისუფლად შესაძლებელია. მხოლოდ ადგილი და დრო უნდა გაითვალისწინოს მშობელმა.
ყველა წესს ვერავინ დაიცავს. ჩვენც გვიჭამია ბავშვობის დროს დაუბანელი ხელებით მკვახე ხილი... შეიძლება სრულიად დაცულ პირობებშიც შეყვეს ბავშვს რაღაც ინფექცია. როგორც ექიმი, რასაკვირველია, რეკომენდაციას ვიძლევი, რომ ბავშვებმა არ ჭამონ დაუბანელი ხელებით გაურეცხავი ხილი და ასე შემდეგ... სურსათის კონტროლის ევროპული სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში ჯერ-ჯერობით საწყის ეტაპზეა და ამას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა.
ზოგიერთი დედა თვლის რომ ბავშვს თვითნებურად მისცეს ვიტამინები, რაც კატასტროფულ შედეგს არ გამოიწვევს. თუმცა ვიტამინიც წამალია და თავის დრო და ადგილი აქვს! ამიტომაც აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული!
მანანა გაბრიჭიძე
შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად სწორადნიქცევით, როცა ბავშვი ავადაა.
"ნუ გეშინია, მეორე ბიჭი გეყოლება" - აი, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს"
13677
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლანა
0
დიდი მადლობა მთელ ოჯახს რომ არსებობთ და ზრუნავთ ჩვენს შვილებზე, განსაკუთრებით ბატონ ზურაბს, რადგან დიდი წვლილი მიუდზვის ჩემი შვილების ჯამრთელობაში.
18:20 / 25-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?