ლიდი რამე მსოფლიოში ყოველ წელს დაახლოებით 12 მილიონი ინსულტის შემთხვევა რეგისტრირდება. ის შეიძლება დაემართოს როგორც 70, ისე 40 წლის ასაკის ადამიანს. არსებობს ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება გავატაროთ, რათა მომავალში შემცირდეს ინსულტის განვითარების რისკი.
თუ თქვენ ხართ რისკის ჯგუფში, აუცილებელია კონულტაცია ნევროლოგთან და კისრის სისხლძარღვების გამოკვლევა.
დაბალი სისხლის წნევა
არტერიული ჰიპერტენზია რამდენიმეჯერ ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მაშინაც კი, როდესაც კარგად გრძნობთ თავს, მოსვენებულ მდგომარეობაში წნევა-140/90-ზე მიზეზია იმისა, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
აუცილებელია ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, როგორიცაა:
კვების რაციონში მარილის რაოდენობის შემცირება დღეში 1 500 მგ-მდე დღეში( ნახევარი ჩაის კოვზი).
უარის თქმა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც შეიცავს ქოლესტერინს.
ყოველდღიური რაციონი გაამდიდრეთ ხილით, ბოსტნეულით, უცხიმო რძის პროდუქტებით, ასევე თევზით, რომელიც კვირაში 2-3-ჯერ უნდა მიიღოთ.
ფიზიკური აქტივობის გაზრდა: დღეში 30 წუთი და მეტი (თუ ეს შესაძლებელია).
მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მხოლოდ არტერიული წნევის კონტროლით შეიძლება ინსულტის რისკის შემცირება 50%.
წონის კონტროლი
ნევროლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ წონის შემცირება- ერთ- ერთი ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა ინსულტის პროფილაქტიკისათვის. ეს მარტივი მეთოდი საშუალებას გვაძლევს თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც შევაციროთ დაავადების განვითარების რისკი.
ზედმეტი სხეულის მასა უზრუნველყოფს მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის განვითარებას. ასევე, ზრდის დატვირთვას გულის კუნთზე. ეს ხდება იმიტომ, რომ წონაში დაკლება შეუძლებელია რაციონის კორექციის გარეშე. ცხიმიანი და მძიმე საკვები თავის მხრივ იწვევს შაქრისა და ქოლესტერინის დონის აწევას სისხლში.
შედეგის მისაღწევად, აუცილებელია ექიმის მიერ რეკომენდირებული დიეტის დაცვა 3-4 თვე მაინც.
ფიზიკური დატვირთვა
დღევანდელი დღის ყველაზე გავრცელებული პრობლემა- ჰიპოდინამიაა, ან ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე. ამასთან დაკავშირებით, ინსულტის პროფილაქტიკა უნდა ითვალისწინებდეს 30 წუთიან ფიზიკურ ვარჯიშებს კვირაში 5 ჯერ.
ინსულტის პროფილაქტიკისთვის საუკეთესოა აერობული დატვირთვები. ეს არის განმეორებითი ვარჯიშები, რომლის დროსაც ორგანიზმში იზრდება ჟანგბადის მიწოდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ვარჯიშები უნდა შეარჩიოს ექიმმა ინდივიდუალურად - ასაკისა და დაავადების გათვალისწინებით.
დიაბეტის მკურნალობა
ის, ვინც ავადმყოფობს შაქრიანი დიაბეტით, ინსულტის განვითარების რისკ-ჯგუფებში არიან.
მრავალმხრივმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ მათ, ვისაც არ აქვს შაქრიანი დიაბეტი, ნაკლებად იმყოფებიან ინსულტის განვითარების საფრთხის ქვეშ.
ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება
ალკოჰოლი მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის განვითარების რისკს.
მოწევაზე უარის თქმა
მწეველებს ინსულტი ემართებათ 2-3 ჯერ ხშირად, ვიდრე არამწეველებს. აქედან დასკვნა: რაც უფრო მეტს ეწევით, მით მაღალია ინსულტის განვითარების რისკი. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ზრდის ინსულტის განვითარების რისკს მწეველებში:
დაზიანებული სისხლძარღვის კედელში ვითარდება ათეროსკლეროზი, რაც ზრდის თრომბის წარმოქმნას ტვინის სისხლძარღვებში.
მოწევა მოქმედებს სისხლის მთავარ უჯრედებზე - თრომბოციტებზე, რის შედეგადაც იზრდება თრომბის განვითარების რისკი მსხვილ არტერიებში, რომლებიც კვებავს ტვინს და გულს.
მოწევა ზრდის არტერიულ წნევას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინსულტის განვითარებისა.
უკანასკნელ წლებში იკვეთება საგანგაშო ტენდენცია: ინსულტი ახალგაზრდავდება. ახალგაზრდები თვლიან, რომ ინსულტი ხანშიშესულების დაავადებაა. ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ამ დაავადებისგან არავინ არ არის დაზღვეული არც ერთ ასაკში. ეს ინფორმაცია ეხება ყველას.