საჭირო ვიტამინებისა და მინერალების თემა მშობლებისთვის ყოველთვის აქტუალურია საჭირო ვიტამინებისა და მინერალების თემა მშობლებისთვის ყოველთვის აქტუალურია, რადგან მასთან პირდაპირ კავშირშია ბავშვის იმუნიტეტი და ჯანმრთელობა. მშობლები ხშირად სვამენ შეკითხვებს ამ თემაზე და ალბათ ამ ინტერესმა განაპირობა, რომ ცნობილი პედიატრის ეკა უბერის ვიდეოინტერვიუს ვიტამინების შესახებ, რამდენიმე ათასი ნახვა ჰქონდა და გამოხმაურებაც დიდი იყო. ჩვენს მკითხველებს ყველაზე მეტად დააინტერესათ, თუ რომელ ვიტამინების კომპლექსს ასახელებდა ქალბატონი ეკა და მეტი ინფორმაცია მოგვთხოვეს მასზე.
ეკა უბერის მიერ დასახელებული იყო ბრიტანული კომპანია "ვიტაბიოტიქსი", რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სანდო მწარმოებლად მიიჩნევა. ეს ერთადერთი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელსაც ბრიტანეთის დედოფლის უმაღლესი ჯილდო აქვს, რომლის სათავეებთანაც ცნობილი პროფესორი ბეკეტი დგას და რომლის მთავარი უპურატესობა ის არის, რომ სრულიად ბუნებრივ საშუალებებს ეყრდნობა და დღემდე არც ერთი ფარმაცევტული კომპანია არ აწარმოებს ისე დიფერენცირებულად და კონკრეტულ კატეგორიაზე გათვლილ ვიტამინებს, როგორც "ვიტაბიოტიქსი".
მაგალითად, კომპანიას აქვს ცალკე ვიტამინების კომპლექსი 5 წლამდე ბავშვებისთვის "ველკიდი", ასევე არის ცალკე ვიტამინების კომპლექსები თინეიჯერი გოგონებისა და ბიჭებისთვის (ველთინი გოგო და ველთინი ბიჭი), მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და ა.შ.. ასევე დიფერენცირებულია ვიტამინები თუ სხვა, ძირითადად მცენარეული პრეპარატები, მხედველობისთვის, სიმშვიდისთვის და ა.შ.
ამ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სანდო პროდუქტების შემომტანი "სახალხო აფთიაქია", თუმცა სხვა სააფთიაქო ქსელებშიც შეგიძლიათ "ვიტაბიოტიქსის" უნიკალური საშუალებების მოძიება.