როცა დასასვენებლად მიგვყავს ბავშვი, ხშირად ხდება, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაციას, წყალს, არასწორად შენახულ პროდუქტებს, ბევრ ბავშვთან ურთიერთობას თან სდევს ნაწლავური ინფექციები... ზაფხულში ტრავმების გარდა, ყველაზე დიდი თავის ტკივილი მშობლებისთვის ენტეროვირუსებია, განსაკუთრებით - კურორტებზე. როცა დასასვენებლად მიგვყავს ბავშვი, ზღვაზე ან მთაში, ხშირად ხდება, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაციას, წყალს, არასწორად შენახულ პროდუქტებს, ბევრ ბავშვთან ურთიერთობას თან სდევს ნაწლავური ინფექციები, მოწამვლა და დასვენების ნაცვლად, მშობელს ღელვა და ნერვიულობა მეტი აქვს. როცა ბავშვს ფაღარათი, დიარეა აქვს, გული ერევა, ან პირიქით - ყაბზობა აწუხებს, ხანდახან კი ვირუსს სიცხეც სდევს თან - ეს ყველაფერი ერთად ნამდვილი განსაცდელი ხდება უცხო გარემოში. როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემები, ან თუ მაინც აღმოჩნდით ასეთ სიტუაციაში, რა უნდა გააკეთოთ?
აუცილებელი ქმედებები ასეთია:
ტემპერატურის ნორმალიზება ხდება სიცხის დამწევი საშუალებებით; დაკარგული სითხის აღდგენა - რეჰიდრატაციული თერაპიით. აუცილებლად უნდა მისცეთ ბავშვს ბევრი სითხე თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, შეუფერხებლად უნდა გააგრძელოთ; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის ფორმულის განზავება და კონცენტრაციის თანდათან მატება არ არის რეკომენდებული; უნდა შეიზღუდოს უჯრედისის უხვად შემცველი პროდუქტები და ძნელად მოსანელებელი ნახშირწყლების შემცველი სასმელები; უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ადვილად მოსანელებელ და შესათვისებელ, ჯანსაღ საკვებს, ფაფეულს. რძის მჟავე პროდუქტები მნიშვნელოვნად აუნჯობესებს კლინიკურ სიმპტომებს; აუცილებელია ბავშვის უზრუნველყოფა ვირუსის პერიოდში და შემდეგაც, პრობიოტიკებით გაჯერებული, ნაწლავური ფლორის დამარეგულირებელი პრეპარატებით. ამ უკანასკნელ თემაზე შევჩერდებით, რადგან მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, რომელი პრობიოტიკების მიწოდება ჯობს. იმ რამდენიმე სახეობას შორის, რომლებიც ჩვენს სააფთიაქო ქსელში აქტიურად იყიდება, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ექიმების გარდა, გამოცდილი მშობლების მიერ რეკომენდებული აღმოჩნდა ფრანგული პრეპარატი პროკომბო, უნიკალური საშუალება, სიმბიოტიკი პრე+პრობიოტი, ლაქტობაცილები. ერთ კაფსულა 15 მილიარდ ლაქტობაცილას შეიცავს, რაც თავისთავად უკვე მიუთითებს მის უნიკალურობაზე. ინიშნება 4 წლიდა, სწორედ მსგავსი პრობლემებისას, ენტეროვირუსების დროს და შემდეგ, ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად და შემდეგ, მოწამვლებისას, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პრობლემის დროს, შეკრულობის, დიარეის და ა.შ. - კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ბალანსისთვის, საჭმლის მონელებისთვის, საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებლად. ერთგვარი საკვები დანამატია, პრე და პრო ბიოტიკებით გაჯერებული, არ შეიცავს გამხსნელს, გლუტეინს, შაქარს, GMO-ს.