პოსტი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილს ეხება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, პოსტი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილს ეხება. ნათის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჰარვარდის პროფესორების სტატია წავიკითხე თქვენ გენაცვალეთ და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ. ამერიკის მოქალაქეებს აგებინებენ ამას და ჩვენი დუხჭირი მოქალაქეებისთვის დაფარულია ცოდნა იგი: სტატიის არსი მდგომარეობს შემდეგში, - მედიკამენტებს, ტაბლეტებს, კაფსულებს სინამდვილეში ვადა არ გასდის და ეს არის მარკეტინგული ხრიკი, რომ წარმოებამ ხშირად გამოიტანოს პროდუქცია ბაზარზე. ვადა მხოლოდ იმიტომ აწერიაო, როგორც დავუშვათ, მაცივარს მოყვება ორწლიანი გარანტია ფირმისგან და მეტი არა, მაგრამ მაცივარი კიდევ ათწლეულები მუშაობს და არ ფუჭდება. ყურადღებით მისმინეთ ამ ნაწილში - თხევადი, სიროპის სახით წამლებს ნამდვილად გასდის ვადა, მითუმეტეს, თუ ბოთლი გახსნილია. ტაბლეტებს და კაფსულებს არასდროს გასდის ვადა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ შენახვის უკიდურესად ცუდი პირობებია, - შეფუთვის გარეშეა და მზის გულზე თუ გიდევთ. ტემპერატურული რეჟიმით დაცული მედიკამენტი 15 წლის ვადაგასულიც კი შეგიძლიათ მოიხმაროთ. ბევრი წლის შემდეგ, ან შენახვის პირობების ოდნავი დარღვევის გამო მაქსიმუმ, 10%-ით დააკლდეს ეფექტურობა. ამას გარდა, ვადაგასული მედიკამენტი არ იძენს მომწამვლელ თვისებას, ის არის იგივე, რაც იყო გამოშვებისას. მაცივარში თუ შეინახავთ, საერთოდაც 22-ე საუკუნეში შთამომავლობას შეგიძლიათ დაუტოვოთ გამოსაყენებლად. ეს უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მედიკამენტები ინტენსიურად სჭირდება და ლამის შიმშილობა უწევს მათ შესაძენად და შემდეგ კიდევ მათ ხშირ-ხშირად გასაახლებლად, რაც სინამდვილეში საჭირო არაა. ოღონდ გთხოვთ, ძალიან დაკვირვებით წაიკითხეთ შენახვის პირობების შესახებ და სხვა ყველაფერიც. ჰარვარდის პასუხისმგებლობით გამოქვეყნებულ ერთერთ სტატიას ვაბამ სტატუსს, მოკლე და კოხტა სტატიაა, გაეცანით. გრძელებით არ დაგტვირთავთ, თავად მოიძიეთ კიდევ დამატებითი ინფორმაცია.
მიყვარხართ, გისურვებთ ჯანმრთელობას.".
„არ შეიძინოთ ისეთი თევზის ქონი/ომეგა -3, რომელშიც ეს ორი ინგრედიენტი მითითებული არ არის“ - ფარმაცევტის რჩევები, როგორ შევამოწმოთ წამლის ხარისხი