ყველაზე სარისკო პროდუქტები ბავშვის მენიუში
ყველაზე სარისკო პროდუქტები ბავშვის მენიუში
გაფუჭებული საკვების შემდეგ ყველაზე საშიში ბავშვისთვის ის პროდუქტებია, რომლებიც ალერგიას იწვევენ. ამ საშიშროების ყველაზე ცუდი მხარე ისაა, რომ წინასწარ შესაძლოა არ იცოდეთ, რომ ბავშვი ამათუიმ პროდუქტის მიმართ ალერგიულია. ალერგია კი საკმაოდ მუხანათური დაავადებაა, რადგან ბოლომდე ვერ გაითვალისწინებ, რას გამოიწვევს იგი.
ამიტომ გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც რისკების მიხედვითაა დაჯგუფებული. შეიძლება ამ ჭუთს არცერთ მათგანზე არ ჰქონდეს ალერგია, მაგრამ გირჩევთ, ყველაზე მაღალი რისკის მქონე პროდუქტები ბავშვს სიფრთხილით მისცეთ და რეაქციას დააკვირდეთ.
ყველაზე ალერგიული პროდუქტების სამი ჯგუფი არსებობს

პირველი ჯგუფი:

პროდუქტები, რომლებსაც ალერგიული რეაქციების გამომწვევი დიდი
რისკი ახასიათებთ. მათში შედის:
რძე, კვერცხი;
თევზი, ზღვის პროდუქტები;
ხორბალი, თხილი, თაფლი, სოკო, სოია;
ციტრუსები, მარწყვი, ჟოლო.

მეორე ჯგუფი:

ალერგიულობის საშუალო პროდუქტები. მათში შედის:
რძის პროდუქტები;
სტაფილო, ჭარხალი;
შაქარი;
გარგარი, ალუბალი;
ზემოჩამოთვლილი პროდუქტებით ბავშვის რაციონში ფრთხილად უნდა შეტანოთ და რაც მთავარია, პედიატრის მეთვალყურეობით.

მესამე ჯგუფი:

მასში შედის ალერგიის ნაკლებად გამომწვევი პროდუქტები:
კურდღლის ხორცი, მჭლე ღორის ხორცი, ინდაურის ხორცი, მჭლე ცხვრის ხორცი;
ყვავლოვანი კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი, კიტრი, სიმინდი, პატისონი;
ქერი, ცერცვი;
მსხლისა და ვაშლის მწვანე სახეობები, ბოსტნის მწვანილი, თეთრი და წითელი მოცხარი, კურკმელი.
ისინი შეგიძლიათ მშვიდად აჭამოთ ბავშვებს, მაგრამ კვებითი წესების დაცვით.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ალერგიული რეაქციები
ყველა ბავშვში ინდივიდუალურია. პატარას შეიძლება ალერგია ჰქონდეს ვაშლზე და მშვიდად მიირთმევდეს ფორთოხალს.

altრაზე შეიძლება ჰქონდეს ბავშვს ალერგია და როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ალერგიის ნიშნები

altრა იწვევს ყველაზე ხშირად ალერგიას და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან იგი- ალერგოლოგის რჩევები

1534
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?