ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ბავშვის ოფლიანობის შესახებ მშობლებს რჩევებს აძლევს.
ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ბავშვის ოფლიანობის შესახებ მშობლებს რჩევებს აძლევს.
"ჩემო ძვირფასო დედიკოებო, თქვენ ხშირად გაღელვებთ თქვენი პატარას ოფლიანობის(ჰიპერჰიდროზი) საკითხი... მინდა იცოდეთ, რომ საოფლე ჯირკვლების უმრავლესობა დაბადებიდანვე უკვე სრულყოფილია, მაგრამ მათი ფუნქცია 3-4 თვემდე არ ვლინდება, რაც ძირითადად, საოფლე ჯირკვლების გამომტანი სადინარების განუვითარებულობითაა განპირობებული, ამ სადინარების განვითარება 3-4 თვის ასაკიდან იწყება და 7 წლის ასაკისთვის უკვე სრულად ჩამოყალიბებულია.

პირველად 3-5 თვის ასაკში ეს სადინარები თავის და შუბლის არეში ყალიბდება, ამიტომ ამ ასკში ეწყებათ ხოლმე თავის გაოფლიანება. მე მინდა ის ძირითადი მიზეზები ჩამოგიყალიბოთ, რამაც ბავშვის ოფლიანობის გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს:
  1. არაადექვატური, სეზონისთვის
    შეუფერებელი ჩაცმულობა(მას ისევე უნდა ეცვას სეზონზე 3 თვიდან, როგორც თქვენ იცვამთ,ანუ იგივენაირად აღიქვამს ტემპერატურას),
  2. არ ჭირდება შალის წინდები და ქუდი, საწოლის თეთრეული უნდა იყოს ბუნებრივი, ბამბა ან სხვა ნატურალური მასალა,
  3. ტემპერატურული რეჟიმი ოთახში არ აღემატებოდეს 20 გრადუსს,
  4. ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღების ოდენობას
  5. აძლევთ თუ არა 2 წლამდე ასაკამდე ბავშვს D ვიტამინს, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ, როგორია ამ მხრივ თქვენი გენეტიკური პასპორტი, ემოციური ან იქნებ ჰიპერაქტიურია თქვენი შვილი( ცელქი, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, რთულად ახდენს ყურადღების კონცენტრირებას, უჭირს დამახსოვრება, ძალიან ბევრ კთხვას სვამს დღის განმავლობაში, კაპრიზობს, უმიზეზოდ ტირის, ემოციური, მბორგავი ძილი აქვს)
  6. ჰიპერჰიდროზი ახასიათებს ტემპერატურის მატებასაც და ჰიპოთერმიასაც(დაბალ
    ტემპერატურას)
  7. ჭამის დროს განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავენ ბვშვები(განსაკუთრებით ძუძუთი კვებისას)და სულ სველდებიან, ასევე თამაშის, განსაკუთრებით კომპიუტერთან ურთიერთობის დროს...
ეს ყველაფერი ბუნებრივია ზაფხულისთვის, მაგრამ თუ შეამჩნიეთ ზოგადი სისუსტე, აღენიშნა თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, ხშირი შარდვა ან პირიქით, დამახასიათებელი ოფლის სუნი (მჟავე ან სპეციფიური)ძილიანობა, გამონაყარი კანზე ან ოფლიანობასთან თანდართული სხვა საყურადღებო ნიშანი, გაესაუბრეთ თქვენ ექიმს, შეიძლება გამოკვლევები იყოს საჭირო,რასაც თქვენი ოჯახის ექიმი განგიმარტავთ" - წერს ინგა მამუჩიშვილი.

6376
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
5
10 წლის ბავშვს ხელისგულები და ფეხისგულები სულ ოფლიანი აქვს ზმთარ ზაფხულს . რა შეიძლება იწვევდეს?
16:24 / 05-07-2018
6
იქნებ გვიპასუხოთ 8 წლის ბავშვისთვის ნორმალურია თუ არა იღლიიდან ჭარბი ოფლი მკვეთრი სუნით?
15:12 / 05-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?