ყველაზე მთავარია, პანიკას არ აჰყვეთ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გადაყლაპავს რაიმე ნივთს, ყველაზე მთავარია, პანიკას არ აჰყვეთ. ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებისთვის განმარტავს, რომ თუ გადაყლაპული ნივთი კუჭში ჩავიდა, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე ვიწრო ადგილი - საყლაპავი გადალახა. თუ ნივთი საყლაპავს ვერ გასცდა, ბავშვს გამოუვლინდება სერიოზული სიმპტომები - ღებინება, შეუჩერებელი ხველა, ჭამის დროს ტკივილი.
თუ არცერთი სიმპტომი ბავშვს არ აწუხებს, კომაროვსკის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ნივთი უკვე კუჭშია - ექიმი ამბობს, რომ ნებისმიერი სახის უცხო სხეული, რომელიც გაივლის საყლაპავს, წინააღმდეგობის გარეშე აღწევს კუჭ-ნაწლავამდე.
უცხო სხეულს საფენში გადაყლაპვიდან 2-4 დღის შემდეგ იპოვით. თუ გადაყლაპული ნივთი ძალიან პატარაა, კომაროვსკის თქმით, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თუმცა, თუ უცხო სხეული მოზრდილი ზომისაა, წახნაგოვანი, საფრთხის შემცველი - აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ საფენები და დარწმუნდეთ, რომ ბავშვის სხეული დატოვა. თუ ნივთს მეოთხე დღესაც ვერ აღმოაჩენთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ ბავშვს რამე გადასცდა - დაიმახსოვრეთ ქმედებები, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს
ჟვანიას კლინიკის ქირურგი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ, თუ ბავშვი უცხო სხეულს გადაყლაპავს
კომაროვსკის თქმით, მკურნალობა ამ დროს საჭირო არ არის და არავითარ შემთხვევაში ოყნის გაკეთება არ შეიძლება.