არ გამოგრჩეთ - თუ ბავშვს პირღია ძინავს, ხვრინავს და ა.შ., ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ... ახალშობილებსაც და უფრო დიდ ბავშვებსაც ხშირად გაღებული პირით და ნახევრად გახელილი თვალებით სძინავთ. საინტერესოა, რატომ ხდება ასე და არის თუ არა ეს ნორმა?
ახალშობილის ძილი შედგება პატარა და სწრაფი ფაზებისგან, რომლებიც იცვლებიან ერთი მეორის მიყოლებით. ძილის დროს ბავშვის ტვინი ინტენსიურად მუშაობს. ფერადი სურათები აიძულებს ბავშვს ამოძრაოს თვალები, გაიღიმოს, დროდადრო შეხტეს...
რაც უფრო ადრე იქნება გამოვლენილი დაავადება, მით იოლია მისი მკურნალობა. პროფილაქტიკა ყოველთვის უკეთესია მკურნალობაზე.
რაზე შეიძლება მიუთითებდეს 2 წლამდე ბავშვის პირღია ძილი? ძილის დროს ბავშვმა უნდა ისუნთქოს ცხვირით. ცხვირით სუნთქვის დროს შესუნთქული ჰაერი ცხვირ-ხახის გავლით ტენიანდება, თბება, იწმინდება მტვრისა და მიკროორგანიზმებისგან და მოქმედებს რეცეპტორებზე, რომლებიც აქტივაციას ახდენენ სისხლის მიწოდებასა და თავის ტვინის მუშაობაზე.
თუ ბავშვი ძილის დროს ხვრინავს, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. პირით სუნთქვა შეიძლება იქცეს ჩვევად (პოლიპების ამოჭრის შემთხვევაიც კი) და ზიანი მოუტანოს ბავშვის ჯანმრთელობას. შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ჰიპოქსია, ყბის განვითარების და მეტყველების დარღვევები, ადენოიდური ტიპის სახის ფორმირება და სხვ.
რა მოვიმოქმედოთ? პირველ რიგში ექიმს ესტუმრეთ რათა მიზეზი დაადგინოთ, ექიმი კი შემოგთავაზებთ მკურნალობის მეთოდებს. ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა - მშობლების მოვალეობაა. ყურადღებით მოექეცით მის ჯანმრთელობას და ისიც დაგასაჩუქრებთ: კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და ხასიათით.
"მზარდი ადენოიდები მუდმივად არის გაციების, სურდოს, სხვადასხვა მიკრობის თუ ვირუსის პირველი კერა"