ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს. უწყებამ კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოდან უცხოეთში წასულმა მოქალაქეებმა შემოწმებისას სისხლში დიდი ოდენობით ტყვია აღმოაჩინეს.
საგანგაშო სტატისტიკა აჩვენა მცირე მასშტაბის კვლევამ საქართველოშიც. მძიმე მეტალი ორგანიზმში გამოკვლეული ბავშვების 44 პროცენტს აღმოაჩნდა.
როგორც ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე აღნიშნავს, ტყვია ბევრ საშიშ დაავადებას იწვევს და თუ ამ მეტალის აღმოჩენამდე და გამოდევნამდე სერიოზული პათოლოგიები განვითარდა, ექიმები მას ვეღარ შველიან.
ტოქსიკოლოგების განმარტებით, ტყვია, ძირითადად, ჰაერის საშუალებით აღწევს ორგანიზმში და განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან ამ მეტალით ჰაერის შედარებით დაბალი ფენებია გაჯერებული.