როდის ემუქრება ბავშვს ჭრილობიდან ტეტანუსი და რა შემთხვევაშია აცრა აუცილებელი
როდის ემუქრება ბავშვს ჭრილობიდან ტეტანუსი და რა შემთხვევაშია აცრა აუცილებელი
ზაფხულის განმავლობაში ბავშვები თითქმის მთელი დღის განმავლობაში გარეთ თამაშობენ. ამ დროს ყველაზე მაღალია წაქცევის, ჭრილობის მიღების და მისი დაბინძურების რისკი. ამ დროს მშობლები ძალიან ღელავენ ტეტანუსის გამო, რადგან ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და აუცილებლად აცრას მოითხოვს.
როდის არის საჭირო აცრა და როდის - მხოლოდ ჭრილობის სწორი დამუშავება - ექიმი ინფექციონისტი, ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე მშობლებს უმნიშვნელოვანეს რჩევებს აძლევს.


- ბევრი მშობელი ღელავს, როცა ბავშვი წაიქცევა და ჭრილობა მიწით უბინძურდება... ყოველთვის აუცილებელია ამ დროს ტეტანუსზე აცრა?

- ტეტანუსზე აცრა საჭირო არ
არის, თუ ბავშვი ვაქცინირებულია, კალენდარული აცრები თუ შესრულებული აქვს. ტეტანუსის აცრა ტარდება დაბადებიდან მესამე თვეზე... თუ არ იცის მშობელმა, აცრილია თუ არა ბავშვი, ან დარღვევა აქვს რაიმე კალენდარში, მაშინ აუცილებლად უნდა მიაკითხონ ამცრელ კაბინეტს, ან უბნის ექიმს და გაარკვიონ, ზუსტად როდის, რა აცრა აქვს ბავშვს ჩატარებული... დაბადებიდან მესამე თვეზე იცრება და წესით სამ თვემდე ბავშვი არ უნდა წაიქცეს და ჭრილობა მიწით არ უნდა დაუბინძურდეს. თუ ბავშვი აცრილია და ჭრილობა ცოტა გართულდა, იქ საგანგაშო არაფერია. ჭრილობას უნდა კარგად დამუშავება და მოვლა. ნებისმიერი ჭრილობის შემთხვევა კარგად უნდა დამუშავდეს! თუნდაც პოლიკლინიკაში მიიყვანონ, თავის შესაბამის სამედიცინო სტრუქტურაში.

- ზოგჯერ ჟანგიან რკინაზე იჭრიან, ან რაიმე ბინძური საგანი შეიძლება შეერჭოს. ამ დროსაც აცრა სჭირდება თუ მხოლოდ მიწით დასვრისას?

- აცრა ჟანგიან რკინით მიღებულ ჭრილობაზეც ჭირდება, თუ ბავშვი აცრილი არ არის! აქაც პასუხი იგივეა, რაც ზემოთ მოგახსენეთ! აცრა თუ არ არის სრულყოფილად ჩატარებული, აუცილებლად ვაქცინაცია სჭირდება! ჟანგიანი რკინითაც რომ მიიღოს ბავშვა სხეულის დაზიანება, თუ აცრილია, იგი სრულიად დაცულია და საფრთხე აღარ არსებობს!


- ტეტანუსი მკურნალობას ექვემდებარება?

- ტეტანუსი ძალიან მძიმე დაავადებაა, ეგზოტოქსიურია... იკურნება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს დროული სამედიცინო დახმარება. ოპერატიულად უნდა მოხდეს ჩარევა და მიყვანა პროფილის შესაბამისად! დიაგნოზი რომ დაისმება, მკურნალობას ვიწყებთ, რს შედეგადაც პაციენტი უნდა მორჩეს! სიმძიმესაც გააჩნია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ის დაავადებაა, რომელიც არ მორჩება! Gგადამწყვეტია დროული დიაგნოსტიკა!

alt რა დაავადებაა ტეტანუსი და რას იწვევს


- რამდენ ხანშია საჭირო აცრის ჩატარება, მაქსიმალურად, რამდენი დრო შეიძლება გავიდეს ჭრილობის მიღებიდან?

- რაც უფრო მალე მოხდება მოყვანა, მით უკეთესი! გააჩნია სიმძიმეს, რამდენად ღრმა ჭრილობაა... მაქსიმუმი ალბათ არის შემთხვევიდან ორი დღე...

- თუ ფიქსირდება საქართველოში ტეტანუსის შემთხვევები?

- დიახ, სამწუხაროდ არის...

- რაიმე კონკრეტული შემთხვევა თქვენ თუ გახსენდებათ, რა იყო მიზეზი და როგორ დასრულდა?

- ერთი შემთხვევა ახლახან იყო. ძალიან მძიმე იყო და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა!

ანა ლაღიძე, რეანიმაციის განყოფილების გამგე:

-  ტეტანუსის შემთხვევები ყველა მძიმეა, მსუბუქი ტეტანუსი არ არსებობს! ამიტომაც ხვდებიან რეანიმაციაში... უმეტესწლად, მართვითი სუნთქვა სჭირდებათ. ლელატოლობა არ არის-თქო ვერ ვიტყვი, რისი მიზეზიც დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა. ამის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც პირველი დღის ავადმყოფი შემოვიდა და ძალიან ეფექტური იყო მასთან მკურნალობა. რაც უფრო ადრე მოვა პაციენტი, მკურნალობა მით უფრო ეფექტურია! საერთოდ უმძიმესი დაავადებაა და პრესამ ის უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობა კარგად გააფრთხილოს! როდესაც ადამიანს რამე ტრავმა აქვს, შესაბამისად პროფილაქტიკა ჩატარდეს!
ჩემს პრაქტიკაში ყველაზე პატარა პაციენტი ორწლინახევრის გოგონა იყო და ეს იყო განსაკუთრებულად რთული შემთხვევა. საბედნიეროდ ბავშვი სწორი მკურნალობის შედეგად გამოვიდა მდგომარეობიდან და ყველაფერი კარგად დასრულდა!

მანანა გაბრიჭიძე



4715
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?