ჯანმრთელობააქტუალური
„მინდა ყველამ იცოდეს, რომ ხერხემლის გამრუდებას ვშველით“ - მანანა ღუდუშაურის რჩევები მშობლებს
„მინდა ყველამ იცოდეს, რომ ხერხემლის გამრუდებას ვშველით“ - მანანა ღუდუშაურის რჩევები მშობლებს
ხერხემლის გამრუდების შემთხვევების 80% შემიძლია ვთქვა, რომ გენეტიკის ბრალია - ამის შესახებ ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედმა მანანა ღუდუშაურმა გადაცემა „პირად ექიმში“ მარი მალაზონიასთან განაცხადა.
„ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან და ალბათ, ასაკიდან გამომდიბნარეც, ბევრ დაკვირვებას ვაწარმოებ პაციენტებზე. შემიძლა ვთქვა, რომ ხერხემლის გამრუდების შემთხვევების 80% გენეტიკიდან მომდინარეობს. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ როცა შვილები ეყოლებათ, ფრთხილად იყვნენ და არ გამოეპაროთ ხერხემლის გამრუდება. შეიძლება დაბადებიდან პირველივე წელს არ აღმოაჩნდეს ბავშვს, მაგრამ 11-15 წლის ასაკში განსაკუთრებით
ხშირად გამოვლინდება.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ ხერხემლის გამრუდებას ვშველით. 46 წელია ორთოპედიაში ვმუშაობ და უამრავი კარგი შედეგი გვინახავს. ვნანობ კიდეც, რომ აღრიცხვიანობა არ გვაქვს გაკეთებული.
როცა წლამდე ასაკში მენჯის ძვლების დისპლაზია ფიქსირდება, მოგვიანებით გამრუდება ზუსტად იმ მხარეს ვითარდება, რომელ მხარესაც კარგად ვერ იშლებოდა მენჯ-ბარძაყის სახსარი.
როცა გენეტიკური განწყობა არსებობს, ჯობია ბავშვს შეურჩიოთ სპორტის შესაფერისი სახეობები - ცურვა (ზურგზე ბრასის სტილით) და თხილამურები. თუმცა ეს არის დამხმარე სპორტი და არა სამკურნალო" - განაცხადა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით ეფექტურია მკურნალობა დაავადების საწყის ეტაპზე. გთავაზობთ მთავარ ნიშნებს, როგორ შეიძლება მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ხერხემლის გამრუდება აქვს:
  • ბეჭის ფრთებიდან ერთი მაღლაა, მეორე-დაბლა
  • მხრებიდან ერთი მაღლაა, მეორე- დაბლა,
  • თეძოს ძვლების
    ასიმეტრია - როცა ერთი აწეულია, მეორე დაწეული.

ბეჭდვა