რაც უფრო მეტია ადამიანის ცხოვრების განმავლობაში მზის სხივების ჯამური ექსპოზიცია, მით მეტია კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი მოგეხსენებათ, ახლა გარუჯვის სეზონის პიკია და ბევრს აინტერესებს, თუ როგორ არის უმჯობესი გარუჯვა? რამდენხანს უნდა ვიყოთ მზის სხივების მოქმედების ქვეშ? რა უნდა წავისვათ კანზე, თუ მზის აბაზანების დროს გადამეტება მოგვიხდება და კანის დამწვრობას მივიღებთ? ამ და კიდევ სხვა კითხვებზე გიპასუხებთ ჩაჩავას კლინიკის ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ჩოლოყაშვილი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მზის სხივები ჭარბი რაოდენობით ცუდად მოქმედებს კანზე და იწვევს დამწვრობას, მაგრამ ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ეს ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაზე, კუჭზე, ნაწლავებზე, ღვიძლზე, პანკრეასზე და სხვა. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ დასასვენებლად გამგზავრებამდე ჩაიტარებთ გამოკვლევებს, რათა ავიცილოთ შემდგომი უსიამოვნებები, რაც ხშირად ენტერო ვირუსებს და სხვადასხვა სახის ინფექციებს ბრალდება (ისე, თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც ხშირად არის დისკომფორტისა და დაავადების მიზეზი).
„ წაართვით, მოკლავენ ასე“ - ბათუმის პლაჟზე მყოფ ჩვილზე უამრავი ადამიანი ღელავს
თუ კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, კარგია პანთენოლის სპრეი, მას ერთდროულად აქვს დამამშვიდებლი, დამატენიანებელი და ანტისეპტიკური ეფექტი.
ღრმა დამწვრობის, დაწყლულების შემთხვევაში თვითმკურნალობის ნაცვლად უმჯობესია კანის ზედაპირის დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ექიმს მიმართოთ.
გარუჯვა ყოველთვის უმჯობესია დილით 10:00 საათამდე, ან 16:00 სთ შემდეგ, თავიდან 15 წუთი და თანდათან უმატებთ დროს, კიდევ უფრო უმჯობესია, თუ მზის აბაზანებს მიიღებთ ჩრდილში - ხის, ქოლგის ან სხვა.
ლეღვის ნახარში აკვარელმა ჩაანაცვლა -ახალგაზრდების გარუჯვის საშიში მეთოდები
არჩევენ ორი ტიპის ულტრაიისფერ სხივებს:
UVA- მას ახასიათებს მაღალი შეღწევადობა და აღწევს რა კანის - დერმის - ღრმა შრეებში, იწვევს ჭარბი რაოდენობით მელანინის სწრაფ გამომუშავებას. ბევრი ონკოდერმატოლოგიური სკოლა თვლის, რომ ძლიერ გარუჯული კანის შემთხვევაში ულტრაიისფერი სხივების მიერ უკვე დაზიანებული და სახეშეცვლილია დერმის ზედაპირული უჯრედები, სწორეს ეს მიიჩნევა შემდგომში კანის ონკოპათოლოგიების ჩამოყალიბების მიზეზად. რაც უფრო მეტია ადამიანის ცხოვრების განმავლობაში მზის სხივების ჯამური ექსპოზიცია, მით მეტია კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი.
ორსულობის დროს გარუჯვა საშიშია!
UVB - სხივები ხელს უწყობენ ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავებას, რაც თავის მხრივ მდგრადი იმუნური სისტემის და ზოგადი ჯანმრთელობის ერთერთი მთავარი პირობაა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უმჯობესია ჩრდილში გარუჯვა!!! საუკეთესოა, თუკი მოძრაობთ, რადგან მაშინ კიდევ უფრო მცირდება დამწვრობის რისკი, ამავე დროს სხივები თანაბრად ნაწილდება და ხვდება იღლიებსა და სხვა დაფარულ ადგილებში.
უკვე დადგენილი - დადასტურებული ონკოპათოლოგიის შემთხვევაში მზის აბაზანები და გარუჯვა კატეგორიოლად დაუშვებელია!!!
როგორც სხვა ყველაფერში, გარუჯვის დროსაც მთავარია ოქროს შუალედის დაცვა, გაითვალისწინეთ რჩევები, რათა სასარგებლო სხივები პრობლემად არ გადაგექცეთ და სასიამოვნო ზაფხულის შემდეგ შემოდგომაზე ონკოდერმატოლოგთან ვიზიტი არ დაგჭირდეთ.