ის, რაც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ მეორადი დახრჩობა შეიძლება გამოვლინდეს დახრჩობის შეთხვევიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ ექიმს, რათა მან მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება.
ზაფხულს არა მარტო სიხარული მოაქვს. სამწუხაროდ, ყოველ ზაფხულს გვესმის სამწუხარო შემთხვევები, რომელიც ხდება ზღვაზე ან აუზში. იხრჩობიან დიდებიც და ბავშვებიც. სამწუხაროდ, ყოველ სეზონზე აუზში ან ზღვის სანაპიროზე დამხრჩვალთა რიცხვი მატულობს. რა თქმა უნდა, საშინელებაა, როდესაც ვიგებთ ბავშვის დახრჩობის ამბავს. მაგრამ არსებობს უბდური შემთხვევის მეორე სახეობა, რომელზეც გვექნება საუბარი.
საუბარია "მეორად დახრჩობაზე". ასეთ დროს ბავშვები ან მოზრდილები ამოჰყავთ მაშველებს წყლიდან, უტარებენ რეანიმაციულ ღონისძიებებს (ხელოვნურ სუნთქვას და სხვ.) და უბრუნებენ სიცოცხლეს. შემდეგ ბრუნდებიან სახლში ყოველგვარი სიმპტომის გარეშე. მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, გრძნობენ ძლიერ სისუსტეს და იძინებენ... თუმცა ვეღარ იღვიძებენ...
ამას ჰქვია მეორადი დახრჩობა, ანუ ჩუმი სიკვდილი.
მოგიყვებით ერთ ისტორიას, რომელიც შეემთხვა ლინსი კუიავას. ეს ისტორია მედიაშიც მოხვდა. მოგვიანებით, ლინდამ თავის ბლოგში მოყვა მომხდარის შესახებ. მისი ბიჭი იხრჩობოდა სახლის აუზში, მან წყლის ქვეშ რამდენიმე წუთი დაჰყო. საბედნიეროდ, დროულად მიუსწრეს და აღმოუჩინეს რეანიმაციული დახმარება.
ამის შემდეგ ბავშვი კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ ლინდამ მაინც დაურეკა პედიატრს, რომელმაც არ უპასუხა. ლინდამ ავტომოპასუხეზე დაუტოვა შეტყობინება, სადაც დაწვრილებით მოუყვა მომხდარის შესახებ. ექიმმა სწრაფადვე უპასუხა ლინდას და უთხრა, რომ სასწრაფოდ მიეყვანა ბავშვი საავადმყოფოში. ლინდამ შეამჩნია, რომ ბავშვს ძალიან ეძინებოდა, მივარდნილი იყო და სიარულის დროს "ფეხები ებლანდებოდა". მაშინვე წავიდნენ საავადმყოფოში. ბავშვის ფილტვები ანთება ჰქონდა ქიმიკატებისგან, რასაც აუზის წმენდისას იყენებენ. ჟანგბადის დონე სისხლში თანდათან იკლებდა. ექიმებმა მოასწრეს და მთელი რიგი პროცედურებით გადაარჩინეს ბავშვი. საბედნიეროდ, დედამ სწორი რეაგირება მოახდინა და შეატყობინა ექიმს მომხდარის შესახებ.
მაგრამ ყველა ისტორია არ მთავრდება ასე. ცნობილია, რომ ბევრი ბავშვი იღუპება მეორადი დახრჩობის შედეგად.
ბავშვის გადარჩენის შემდეგ, შეიძლება 3 დღე გავიდეს და მხოლოდ მერე წამოვიდეს სიმპტომები, რის შედეგადაც მოხდეს ტრაგედია.
რისი ცოდნაა აუცილებელი მეორადი, მშრალი დახრჩობის დროს?
"მშრალი" დახრჩობა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი და ტვინი "გრძნობენ", რომ ახლა უნდა შეისუნთქოს წყალი. მაშინ, როგორც დაცვითი რეაქცია, ხდება სასუნთქი გზების სპაზმი. წყალი არ შედის ფილტვებში, მაგრამ არც ჰაერი შედის. შედეგად ადამიანი რჩება ჟანგბადის გარეშე. მეორადი დახრჩობა ხდება მაშინ, როდესაც წყალი შევა ფილტვებში და დარჩება იქ. ხელოვნური მასაჟით შეიძლება გამოვდევნოთ წყალი, მაგრამ ნაწილი ისევ რჩება ფილტვებში, რაც თანდათან იწვევს ფილტვების შეშუპებას. რამდენიმე დღეში მდგომარეობა დამძიმდება და რამდენიმე საათში ან დღეში დგება სიკვდილი. მას შემდეგ, რაც ბავშვს ამოიყვანენ წყლიდან, "გამოდევნიან" წყალს და ჩაუტარებენ ხელოვნურ სუნთქვას, წყლის უმნიშვნელო რაოდენობა შეიძლება მაინც დარჩეს ფილტვებში. რამდენიმე საათში ეს წყალი გამოიწვევს ბრონქების ანთებას და ფილტვების შეშუპებას, რის შედეგადაც სისხლში ჟანგბადის რაოდენობა შემცირდება.
რეკომენდაცია
თუ ბავშვი იხრჩობოდა (თუნდაც ძალიან მალე უშველეთ) და ერთი შეხედვით თავს კარგად გრძნობს, მაინც სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. არც ერთი წამით არ მოადუნოთ ყურადღება მაშინ, როდესაც ბავშვი აუზში ან ზღვაზეა. ასწავლეთ ცურვა პატარაობიდანვე. მაშინაც კი, თუ ბავშვმა კარგად იცის ცურვა, არ მოდუნდეთ.