"მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს" - კლინიკის დირექტორი მოსახლეობას აფრთხილებს
"მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს" - კლინიკის დირექტორი მოსახლეობას აფრთხილებს
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია საქართველოში გავრცელებულ საშიშ ვირუსზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს:

"მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს: ზაფხულობით, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები; მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას - დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმლების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში...
ინფექციებში და ეპიდემიოლოგიაში ჩემთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა და მეგობარმა, პაატა იმნაძემ
გამახსენა, რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემიაა ჩვენთან ახლა, ეშერიხია კოლის სწორედ ის შტამებია გამომწვევებიო.
პროფილაქტიკა პირველ ყოვლისა! ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს (ბავშვებში, სამწუხაროდ, უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ძალიან კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, საკვები, გამდინარე ონკანის წყლით!!
პირღებინების, ფაღარათის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში აუცილებლად დასაწყისშივე მიმართეთ ექიმს!! მოეკიდეთ სერიოზულად, სამწუხაროდ, ბევრი დამძიმებული ავადმყოფი გვიწევს ამ, თითქოს უმნიშვნელო სიმპტომებით დაწყებული.
პ.ს. გამოქვეყნების შემდეგ: ბევრმა გააზიარა, უცნაური კომენტარებიცაა ზოგიერთგან და მგონი, აუცილებელია დავწერო ჩემი სამუშაო ადგილი:
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი".

ამის შესახებ მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ ეპიდემიოლოგ პაატა იმნაძეს:
"ეს ნაწლავური ინფექციაა და სისხლიანი განავალი თუ არის, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს! ჩვეულებრივი მკურნალობის
პერიოდში არაფერი პრობლემა აღარ არის! თუ არ მოხდა დროული მკურნალობა, შეიძლება გამწვავდეს თირკმელების უკმარისობით! ხან სალმონელაა, ხან შიგელა, ხან ეშირიხია. აუცილებელია პროფილაქტიკა და ჩვეულებრივი ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურად დაცვა!"

მანანა გაბრიჭიძე
63996
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
ლია
0
ეს რა უბედური ინფექციებია,თუ მართლა სპეციალურად ხდება არ ფიქრობენ რომ წავალ თან წავიღებ და იქ დაერვათ?მერე რას აპირებენ?
10:20 / 20-10-2018
z
2
ლუგარის ლაბორატორიის საქართველოდან გატანა ხომ არ მოვითხოვოთ?
12:53 / 30-07-2018
qeti
5
შემთხვევით ეს ლუგარის ლაბორატორიიდან ხომ არ გამოუშვეს?! რაღაც ძალიან გახშირდა საქართველოში უცნაური ვირუსული დაავადებები ამ ლაბორატორიის გახსნის შემდეგ.
00:28 / 30-07-2018
sandro
5
სავარაუდოდ ეს წინა სამზადისია და მოსახლეობას გამზადებენ წინასწარ რომ იცოდეთ მალე დაიწყება ეპიდემია რომელიც იქნება შეგნებულად გაშვებული რომ ამ ფარმაცეპტულმა კომპანიებმა ჩვენი ხალხის ხარჯზე და ბავშვების სიცოცხლეზე დიდი ფული იშოვონ როგორც ეს ხდება ვაქცინებზე... ასე რომ მოემზადეთ ოქტომბრამდე )) როგორც ჩანს ბევრი სურპრიზი გველოდება))
15:28 / 29-07-2018
მელისა
2
ნატო, ბურუსი და ლაბორატორია რა კავშირშია ერთმანეთთან? თბილისის ჰაერი რომ ერთ-ერთი ყველაზე ბინძური და დამაავადებელია მსოფლიოში, ეგ დიდი ხანია ცნობილი ამბავია. და ხეების ჭრა, უკონტროლო მშენებლობა და გაუმართავი მანქანები რომ იწვევს ამ ყველაფერს, ეგეც. გაოგნებული ვარ ამდენ ხალხს მართლა რომ გჯერათ ვინმეს ქართველების ამოხოცვა განუზრახავს და ამისთვის ხელოვნურად ქმნის თურმე ვირუსებს. თან ისე ლაპარაკობთ ვირუსების შექმნაზე, თითქოს ჩაიში შაქრის ჩაყრა იყოს. ვინმეს ჩვენი ამოხოცვა რომ მოუნდეს, ნუ ღელავთ, ამდენ შრომას და ფულს არ ჩაყრის მაგ ამბავში, საკმარისი ბომბები და ტანკები იშოვება მაგისთვის. და ვისაც ქართველების ბედი მართლა გადარდებთ, ჯობს ცოტა განათლებისკენ გაიხედოთ და ისე ილაპარაკოთ საჯაროდ.
02:22 / 29-07-2018
მსგავსი სიახლეები
```