რა არის გაუწყლოვნება და რა არ უნდა გამოეპაროს მშობელს
რა არის გაუწყლოვნება და რა არ უნდა გამოეპაროს მშობელს
ზაფხულში ყველაზე მეტად არის საშიშროება, რომ ორგანიზმს წყლის ნაკლებობა დაემუქროს. საჭიროა ვიცოდეთ ის პირველადი ნიშნები, რამაც შესაძლოა სერიოზული პრობლემა - გაუწყლოვნება გამოიწვიოს. რა ნიშნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და როდის მივმართოთ ექიმს, ამ თემაზე გვესაუბრება ექიმი-თერაპევტი ნაირა კილაძე.

- წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა! ეს გამონათქვამი მართლაც ძალიან დიდი აზრის მატარებელია, რადგან წყალს უდიდესი როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. წყლის ნაკლებობამ შესაძლოა ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს ამიტომ არ დაგავიწყდეთ დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყლის მიღება. თუ ორგანიზმში მისი დეფიციტი შეიქმნა,

ამას ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, მარტივად მიხვდება. დისკომფორტი, ძილიანობა და გადაღლა გაუწყლოვნების ნიშანი შეიძლება იყოს. ამას ხშირ შეთხვევაში თან ერთვის ჟანგბადის ნაკლებობაც, რადგან წყლის მოძიება ჯერ ორგანიზმში ხდება.
როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში კარგავს წყალს, იგი ხდება ბლანტი, მისი მოცულობა მცირდება და შესაბამისად ნელა ცირკულირებს. გულზე დატვირთვა იზრდება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ორგანოები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს.
პირველი თვალსაჩინო ნიშანია პირის სიმშრალე - ეს არის პირველი სიგნალი იმისა, რომ ორგანიზმს ესაჭიროება წყალი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მიიღოთ არა - ყავა, გაზიანი სასმელი ან მინერალური წყალი, არამედ, მხოლოდ წყალი!


- რამდენად შეიძლება გაუწყლოვნების ნიშნად ჩაითვალოს კანის სიმშრალე?

- კანი ზოგადად არის ის ორგანო, რომელზეც ორგანიზმში მიმდინარე ყველა ცვლილება

ისახება. კანის სიმშრალე შეიძლება არ უკავშირდებოდეს პირდაპირ წყლის ნაკლებობას და სხვა დერმატოლოგიურ პრობლემას ჰქონდეს ადგილი, ზოგადად კი წყლის ნაკლებობა შეიძლება იყოს კანის სიმშრალის ერთ-ერთი მიზეზი. მისი შევსება კი არა გარეგანი დატენიანებით, სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურით, ლოსიონების და თავის მოვლის პროდუქტების გამოყენებით, არამედ წყლის მიღებით მოგვარდება.


- რამდენად შეიძლება, რომ კუჭის პრობლემები გამოიწვიოს გაუწყლოვნებამ?

- რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლით მომარაგება. როდესაც კუჭის ლორწოვანი განიცდის წყლის დეფიციტს, იზრდება კუჭის მჟავიანობა, რაც ზიანს აყენებს შინაგან ორგანოებს. ამ დროს აღინიშნება გულძმარვა. ამ დროს თქვენ შეიძლება სხვადასხვა მედიკამენტის მიღება დაიწყოთ, დახარჯოთ თანხა და ენერგია, შედეგი კი ვერ მიიღოთ. ამ დროს თქვენს ორგანიზმს უბრალოდ წყალი ესაჭიროება.
გაუწყლოვნება აღინიშნება ხშირი ღებინების და დიარეის დროს, ამ დროს საჭიროა, რომ ორგანიზმი შეივსოს დაკარგული მინერალებით და წყლით, ამ დროს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
ყურადღება მიაქციეთ მიღებული და გამოყოფილ სითხის რაოდენობას, ასევე ფერს. შარდის ფერის შეცვლაც (მუქი) წყლის დეფიციტზე მიგვანიშნებს. თუ ამას დაერთო შარდ-სასქესო სისტემის სხვა სიმპტომები - მიმართეთ ექიმს.


- რას გვეტყვით თვალების სიმშრალეზე? შეიძლება რომ ეს პრობლემაც წყლის ნაკლებობით იყოს გამოწვეული?

- თუ გაწუხებთ თვალების სიმშრალე, სცადეთ დიდი რაოდენობით წყლის მიღება. როდესაც ორგანიზმში წყლის ნაკლებობაა, თვალის საცრემლე არხები შრება, რაც ზიანს აყენებს თვალებს. ეს სიმპტომი საყურადღებოა მათთვის, ვინც ატარებს კონტაქტურ ლინზებს.
წყლის მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას! თუ ადამიანი წყლების განმავლობაში არ იღებდა საკმარისი რაოდეობით სითხეს მისი კუნთური მასა აუცილებლად შემცირდება როდესაც ის გარკვეულ ასაკს მიაღწევს. როგორც ხრტილი და სახსარი, კუნთებიც ნახევარზე მეტად წყლისაგან შედგება. წყლის ნაკლებობის დროს მცირდება კუნთური მასის მოცულობა.


  • მიიღეთ წყალი გაღვიძებისას!
  • ვარჯიშის დროს!
  • როდესაც მოგწყურდებათ, დალიეთ მხოლოდ წყალი, რადგან სხვა სითხე ორგანიზმს ვერასდროს დააკმაყოფილებს ისე, როგორც წყალი!
  • გაუწყლოვნების ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიიღეთ წყალი და მიმართეთ ექიმს.

სალომე გორგოშიძე
4047
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები