"ძვირადღირებული წამლები სჭირდება, თურქეთში გადასვლა აუცილებელია, თუმცა ვერ ვახერხებთ" - 28 წლის, სამი შვილის დედა მძიმე სენს ებრძვის
"ძვირადღირებული წამლები სჭირდება, თურქეთში გადასვლა აუცილებელია, თუმცა ვერ ვახერხებთ" - 28 წლის, სამი შვილის დედა მძიმე სენს ებრძვის
რამდენიმე თვის წინ, "დედების ფონდის" დახმარებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ახალგაზრდა ქალბატონის ვანდა ძინძიბაძის ავადმყოფობის შესახებ. მისი ეკლესიური სახელი ბარბერეა და ბევრს სწორედ ამ სახელით ახსოვს მძიმე დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი სამი შვილის დედა, რომელსაც გვერდიდან არ სცილდებოდა მეუღლე, მამა პანტელეიმონი.

27 წლის სიცოცხლით სავსე, ენერგიული ახალგაზრდა ქალი თავიდან რევმატოლოგთან კონსულტაციაზე ხელის ტკივილების ჩივილით მივიდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ხერხემალზე მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. ამ ყველაფრის შემდეგ მამა პანტელეიმონმა ფონდს დახმარების თხოვნით მიმართა, აუცილებელი იყო ბარბარეს სასწრაფოდ გადაყვანა თურქეთში, შესაბამისი კლინიკაც მოიძებნა,
თუმცა ავდმყოფისთვის სამკურნალოს სახსრები ვერა. მამაომ აბასთუმანში სახლიც კი გაყიდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საბედნიეროდ, კეთილი ადამიანების შემწეობით ბარბარე თურქეთში წაიყვანეს სამკურნალოდ. მას იქ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ხერხემლის დაშლილი მალა აღუდგინეს და ფეხზე დგომის, სიარულის შანსი დაუბრუნეს. ოპერაციიდან ოთხი დღის შემდეგ ბარბარემ ფეხზე დადგომა შეძლო.
mshoblebi

გამომდინარე იქედან, რომ სამი შვილის ავადმყოფ დედას უმრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, ხშირად მოგვმართავენ მკითხველები, რომლებსაც აინტერესებთ, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის.

როგორც mshoblebi.ge-ს თან საუბარში მამა პანტელეიმონი აღნიშნავს, ბარბარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტუბილურია, თუმცა რთულ პირობებში უწევთ ყოფნა:

"ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, ყოველთვე გვიწევს გასასინჯად თბილისში ჩამოსვლა. თურქეთში გადასვლა
აუცილებელია, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ. ახალციხეში ნაქირავებში ვცხოვრობთ. მოგეხსენებათ მეოთხე სტადიის სიმსივნეა და მკურნალობა მუდმივად, ცხოვრების ბოლომდე სჭირდება" - ამბობს მამა პანტელეიმონი.

თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ მძიმე სენით დაავადებულ, 28 წლის, სამი შვილის დედას, გამოიყენეთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტები:

"თიბისი" ბანკი: GE07TB7619745061100036

მიმღები: გელა ბაღდოშივილი
"ძვირადღირებული წამლები სჭირდება, თურქეთში გადასვლა აუცილებელია, თუმცა ვერ ვახერხებთ"

altმამა პანტელეიმონის ცოლი, სამი შვილის დედა საქართველოში ჩამოიყვანეს...



რუსკა კილასონია


2181
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?