"კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით!" - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
"კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით!" - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში წითელას შემთხვევებმა ძალიან მოიმატა... საკითხს თავის ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა ცნობილი პედიატრი - ეკა უბერი: "ესეც ევროპის სტატისტიკა „წითელაზე“... საქართველო მეორე ადგილზეა „წითელას“ შემთხვევების მიხედვით" - და ბიბისი-ს სტატია მოიხმო

საზოგადოებაში მუსირებს ასევე აზრი, რომ მიზეზი ზოგიერთი მშობლების ნაკლებად ადეკვატური დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ - არც ისე ცოტა მშობელი ნებაყოფლობით ამბობს უარს ბავშვის აცრაზე, ამა თუ იმ მიზეზის გამო. ეს კი გაცილებით ზრდის ლეტალური შემთხვევების მატების რისკს. 

დაახლოებით ერთი თვის წინ დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა, თუ რა ვითარება იყო ქვეყანაში. მისი თქმით, ათასზე მეტი შემთხვევა იყო და ორი გარდაცვლილი. ერთი 16 წლის გახლდათ და მეორე - პატარა ბავშვი... "ზაფხული ჩვეულებრივ ხელსაყრელი პერიოდი არ არის, მაგრამ როდესაც ამდენი შემთხვევაა ქვეყანაში, შეიძლება ჩვეულებრივ გავრცელდეს. ზაფხულში მოძრაობაა დიდი, ბავშვები სოფლებში მიდიან, ზოგი პირიქით, ჩამოდის და შემთხვევებიც მოიმატებს. მარტო ბავშები კი არა, ჩვენთან ძირითადი პრობლემა ისაა, რომ დიდები არ არიან აცრილი - 18 წლიდან 40 წლამდე. ამ ასაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამთვისებელია წითელასი. ბავშვებს ძირითადად ამ ასაკში აჩენენ და დედა თუ არ არის
იმუნური, ბავში რომ ჩნდება, მას დედისგან არ აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს დაბადებიდან რამდენიმე თვე, სანამ  აცრა მოუწევს.
მოგეხსენებათ, აცრა ერთი წლის ასაკში უწევს. ამიტომ ბავშვებს წითელა ერთი წლის ასაკშიც ემართებათ და ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, რასაც შეიძლება 10-15 წლის მოგვიანებით მოჰყვეს გართულებები. ეს გვიანი გართულებებია და იმდენად მძიმე გართულება, რომელიც ლეტალურად მთავრდება... ამიტომ ვეხვეწები ყველა ქალბატონს, რომ თუ დაორსულებას აპირებენ, ერთი თვით ადრე აიცრან! აცრის გარეშე ორსულობის დროს რომ წითელა ან წითურა დაემართოს, ეს უკვე განაჩენია ნაყოფისთვის! თუ ორსულია ოჯახში, მისი აცრა არ შეიძლება და ოჯახის ყველა წევრი უნდა აიცრას, ინფექცია რომ არ მიუტანოს ორსულს სახლში!" - მიმართავდა მაშინ პაატა იმნაძე მოსახლეობას.

ამ მტკივნეულ საკითხზე პაატა იმნაძეს დღესაც დავუკავშირდით:

- როგორც ვარაუდი გამოვთქვი, წითელას შემთხვევებმა მოიმატა. მიუხედავად გაფრთხილებისა, არანაირი უკეთესობა არ არის, რომ მოსახლეობამ აცრა დროულად ჩაიტაროს... 130-ზე მეტი შემთხევაა და შემოდგომაზე კიდევ მოიმატებს. თუ არ აიცრებიან, წითელას მატებას ვერაფერი შეაჩერებს! საბედნიეროდ, ახლა არ ყოფილა გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ გართულებები ხშირი იყო!
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით: ახალგაზრდებმა 20 წლიდან 40 წლამდე აიცრათ და ბავშვებს თუ ვინმეს აცრა გამოტოვებული აქვს, აუცილებლად აცრან! მოდის სკოლის და ბაღის პერიოდი და ბევრად უფრო მოიმატებს შემთხვევები! დღეს ქვეყანაში წითელა ყველაზე მწვავე პრობლემაა!
მანანა გაბრიჭიძე
10729
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
Merck
0
მომავალი დედა და წლამდე ბავშვი რომ დაუცველი გახდა რამ გამოიწვია ხომ ვერ მეტყვით? მერკმა შემოგითვალათ გავყიდეთ ყველა ვაქცინა-აღარაა წითელას ეპიდემიაოო!
20:13 / 27-08-2018
cdc
0
ახლად აცრილი ადამიანი, ცოცხალი ვირუსით, რაც არის ასევე წითელას აცრაში, 2-3 კვირის განმავლობაში გადამდებია. ორსულს თუ მიუტანს ისიც დაინფიცირდება. ეს უწერია აცრებს ანოტაციაში. გაფრთხილდით ახალ აცრილთან კონტაქტისას
16:50 / 27-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?